სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა, მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა სოფელში აღარ მოქმედებს

08 მაისი 2020


Ge/Az
სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა, მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა სოფელში აღარ მოქმედებს

სოფელ ქვემო ბოლნისში 6 მაისს აღებული 31 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორნავირუსი არცერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფლის ტერიტორიაზე დღეიდან მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა აღარ მოქმედებს.

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სოფლის მოსახლეობის ნაწილთან, საკარანტინო შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა სოფელში 6 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ 2 საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექცია არცერთ მოქალაქეს არ დადასტურებია. მედიკოსები მოსახლეობაზე აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდნენ. ვინაიდან სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა, ქვემო ბოლნისი გაიხსნა და მოქალაქეებს მიმდებარე ოთხ სოფელში გადაადგილება ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ბოლნისი1 აპრილს ჩაიკეტა, სადაც კორონავირუსი 6 მოქალაქეს დაუდგინდა, აქედან 2 პირი კი გარდაიცვალა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად კვლავ რჩება ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი. ეს ტერიტორიები ჩაკეტილია და საზღვრებზე მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცველები აკონტოლებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის COVID-19-ის 120 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

Kvemo Bolnisi kəndi açıldı, kənddə sərt karantin vəziyyəti artıq qüvvədə deyil

Kvemo Bolnisi kəndində mayın 6-da götürülmüş 31 bioloji nümunədən heç bir vətəndaşda koronavirus təsdiqlənmədi. Bolnisi meriası və İctimai Səhiyyə Mərkəzinin qərarı ilə nəzarət edilə bilən epidemioloji vəziyyətə görə kənd ərazisində bugündən etibarən sərt karantin vəziyyəti qüvvədə deyil.

Bugün Bolnisi Munisipaliteti meri Davit Şerazadaşvili majoritar deputat Qoqi Meşveliani və Şəhər Şurası (Sakrebulo) rəhbəri Tamaz Jorjoliani ilə birlikdə kənd əhalisinin bir hissəsi ilə karantin məhdudiyyətlərinin qaldırılması ilə əlaqədar məlumat xarakterli görüş keçirdi.

Kənddə koronavirusun son təsdiqlənmiş halı 6 apreldə qeydə alınmışdır. Ondan sonra 2 inkubasiya dövrü ərzində heç bir vətəndaşda yeni koronavirus infeksiyası təsdiqlənməyib. Həkimlər əhalini fəal şəkildə müşahidə edirdilər. Bir halda ki, epidemioloji vəziyyət kəskin şəkildə yaxşılaşdı, Kvemo Bolnisi kəndi açıldı və vətəndaşlar ətrafdakı dörd kəndə heç bir maneə olmadan gedib gələ biləcəklər.

Xatırladaq ki, 6 vətəndaşda koronavirus aşkarlandığı və bunlardan 2 şəxsin həyatını itirdiyi Kvemo Bolnisi 1 apreldə bağlanmışdı.

Bolnisi munisipalitetində Bolnisi şəhəri, Kazreti qəsəbəsi, kəndlər: Racisubani, Balici, Xatisopeli, Muşevani və Savaneti hələ də sərt karantin zonası olaraq qalır. Bu ərazilər bağlıdır və sərhədlərində hüquq mühafizə orqanlarının nəzarət etdiyi xüsusi blok-postlar (nəzarət məntəqələri) qurulmuşdur.

Bolnisi munisipalitetində bugünədək 120 təsdiqlənmiş Kovid-19-a yoluxma halı var. Bunlardan 24 pasiyent sağalmışdır, 3 nəfər isə həyatını itirmişdir.


  • სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა, მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა სოფელში აღარ მოქმედებს