სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

07 მაისი 2020


Ge/Az

მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, რა რეკომენდაციებიც უახლოეს დღეებში, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით, ხოლო შემდგომ წარმოდგენილი იქნება სოფლისა და ფერმერების მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორული თემა იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, ხოლო მეოთხე - ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გეგმას მთავრობა უახლოესი ათი დღის განმავლობაში წარმოადგენს.

„ჩვენი ანტიკრიზისული ქმედებების პირველი ნაბიჯი დაკავშირებულია ტურიზმთან, ტურიზმი არის ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე მძიმე და პირველი დარტყმა კრიზისის გამო. როდესაც საჭირო იყო ცეცხლის ჩაქრობა, ჩვენ შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სექტორს. შემდგომ იყო აუცილებელი უფრო ღრმა შესწავლა და შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა გახლავთ საერთოდ, როგორც ბიზნესის და კერძო სექტორის მხარდაჭერის, ისე თითოეული მოქალაქის სოციალური მხარდაჭერა და ჩვენ გადავდივართ მესამე ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის ცალკეული სექტორების პოსტკრიზისული მართვის და მათი ნელ-ნელა, ეფექტურად ამოქმედების გეგმაზე. ასეთი სექტორები ჩვენ უკვე გამოყოფილი გვაქვს, როგორც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომ აუცილებელი იქნება, მხარი დავუჭიროთ სოფელს, ჩვენს ფერმერს, შემდეგი პრეზენტაცია იქნება სწორედ სოფლის და ფერმერის მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და სწრაფი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისა და სტუდენტისგან და მათაც სრულად უნდა იცოდნენ, სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას ჩვენ მივყვებით უახლოესი ათი დღის განმავლობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის გახსნის და ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე და არა კრიზისული, რომელზეც ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა და წარმოვადგინეთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და კერძო კომპანიების სოციალური მხარდაჭერის გეგმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ტრადიციულად ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში და დღეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს. პირველ რიგში, ვისაუბრებთ ეკონომიკის გახსნის თაობაზე, გადა ამისა, ვისაუბრებთ ქალაქებს შორის გადაადგილების გახსნის თაობაზე და ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზეზი გახლავთ ტურიზმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის გეგმის განხილვა.

ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან ჩვენ 3-4 თვეა, ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად - პირველი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე - ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითოეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ წარმოადგინა შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმა, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა საშუალებას, გარკვეული ნაბიჯები შედარებით უფრო სწრაფად გადაიდგას.

პრემიერის შეფასებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ხელისუფლების, თითოეული მოქალაქის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას.

„ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როდესაც ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფრონტზე, დღეს ეკონომიკა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ეს არის შემოსავალი ჩვენი თითოეული მოქალაქის ოჯახში და ყველა ვალდებული ვართ, ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები. ამ თვალსაზრისით, მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა და პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა - სოციალური დისტანცია, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის წესები. ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, იმ ბრძოლაში, რომელიც ახლო მომავალში დაიწყება როგორც ტურიზმის მიმართულებით, ისე - ეკონომიკური განვითარების თითოეულ სექტორში და სფეროში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, გაითვალისწინონ, რომ გახსნის შემდგომი ეტაპები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მათი მხრიდან ოპერირების წესებთან დაკავშირებით.

„ჩვენი დავალებით, შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნესოპერატორს გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება, სად შეიძლება მოიძიონ წესები თითოეული სექტორისთვის, როგორიცაა ვაჭრობა, წარმოება სხვადასხვა სახის მომსახურებები, რათა ეს წესები მათთვის ცნობილი იყოს. ეს წესები ჯანდაცვის სამინისტროში უკვე არსებობს, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნა, ითვალისწინებს იმ ახალი წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას, რომელიც დაწესებულია მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეპიდემიოლოგების და ექიმების კარგი შრომის შედეგად და ეპიდემიოლოგიური კუთხით შედარებით ნორმალური ციფრებიდან გამომდინარე, 11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისში მიმოსვლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება კომენდანტის საათი. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული.

"მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია გარკვეული რაოდენობის ტესტირების ჩატარება და სწორედ აქედან გამომდინარე გვჭირდება ეს დამატებითი დრო. სოციალური დისტანცია და პირბადე, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს სწრაფად და ეფექტურად, მაღალი რისკების გარეშე ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც ამას აქამდე ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, ასევე პასუხისმგებლიანად გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის, სრული გამარჯვებისთვის, გვჭირდება არა მხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. შეზღუდვის მოხსნა სავაჭრო ცენტრებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

„ჩვენი მოქალაქეების და ექიმების ყოველდღიური პასუხსმგებლიანი ქმედების და შრომის შედეგია, რომ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისე როგორც ერთი კვირით დავაჩქარეთ მშენებლობის და მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა წარმოების გახსნა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შუალედები გახსნებს შორის შევამციროთ და გარკვეული სექტორები გავხსნათ უფრო ადრე. არის გარკვეული შეღავათები საფინანსო სექტორთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ინფორმაციას, ისევე როგორც ყველა იმ პროტოკოლს და ეკონომიკის გახსნის ახალ ეტაპებს უახლოეს პერიოდში ნახავთ მთავრობის შესაბამის საინფორმაციო წყაროებზე,” - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ტურიზმის არის ის სფერო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდემიის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე მიიღო და საკარანტინო ზონებად გადააქცია სასტუმროები, ქვეყანამ შეიძინა უდიდესი გამოცდილება მაღალი რისკის შემცველი ადამიანების მომსახურების მიმართულებით.

„დღეს, როდესაც მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, როგორი სტანდარტებით შეიძლება, მაგალითად ევროპის ქვეყნებში გაიხსნას ტურიზმი, როდესაც ეს სტანდარტები ბოლომდე დადგენილი არ არის, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენ ძალიან ადრეულ ეტაპზე მივიღეთ და საკარანტინო ზონებად გადავაქციეთ სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც დღეს, მსოფლიოს ტურიზმის განვითარების ორგანიზაციაც იყენებს. პოსტკრიზისულ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, კოვიდ-19-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს როგორ მოემსახუროს. ეს არ არის მარტივი თემა იმიტომ, რომ ინფიცირების რისკის პირობებში სასტუმროს მართვას სჭირდება სხვადასხვა გამოცდილება, ცოდნა და ექსპერტიზა, რომელიც ჩვენს ბევრ სასტუმროს დაუგროვდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, კარანტინის ზონები საქართველოში გაიარა 19 000-მა მოქალაქემ, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთიდან, მთავრობამ ორგანიზებულად ჩამოიყვანა ან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც შემოდიოდნენ სახმელეთო საზღვრებით. ეს იყო ჩვეულებრივი სასტუმრო მომსახურება, თავისი კვების ბლოკებით, ტრანსპორტირებით და ყველა სერვისით, რომელსაც სასტუმრო ახორციელებს. ეს არის ის გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ და რომელსაც უკვე იყენებს მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობა კოვიდ-19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომის და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.

„ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი - პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინსიტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის გეგმის შესაბამისად, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან - საქართველო იქნება მზად იმისთვის, მიიღოს უცხოელი ტურისტები.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გაკეთდება როგორც სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნით, ისე - უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან.

„ამას გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ჩვენთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას, რომ უცხო ქვეყნიდან სტუმრები მიიღოს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, ღონისძიებები, რომლებიც მთავრობამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩაატაროს.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ დარგს სჭირდება კონკრეტული დახმარება, მათ შორის ფინანსური, რათა ნორმალურ ფორმაში იყოს და 15 ივნისიდან და 1-ელი ივლისიდან სტუმრები მიიღოს.

პრემიერმა ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც სახელისუფლებო გუნდის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და მიზნად ისახავს პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე ტურისტული სექტორის მხარდაჭერას.

„ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის. ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება წლის ბოლომდე. ვერავის დავპირდებით საშემოსავლოს სრულად ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია. კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით, გავაკეთეთ და რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას - ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე, რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა დარგის განვითარებისთვის“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომელზეც როგორც საერთაშორისო დონორების, ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით მუშაობს.

„ჩვენ გადავდივართ პოსტკრიზისული ეკონომიკის მართვის ეტაპზე. დღეს, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სექტორულ მიმართულებას. სექტორული თვალსაზრისით პირველი იქნება ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა და ფერმერების მხარდაჭერა, შემდგომ - დეველოპმენტის, მშენებლობის და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა და შემდგომ - განათლება. ჩვენ ამ გეგმას მომავალი კვირის ბოლომდე დავასრულებთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, უკვე სრულს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ როგორც საერთაშორისო დონორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით და ამ გეგმას უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ უწყებებს და ადამიანებს, რომლებიც ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მინისტრ ნათია თურნავას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს, საკანონმდებლო ორგანოს და პარლამენტის წევრებს და თბილისის მერიას.

Hökumət turizmin aktivləşdirilməsinin antiböhran planını təqdim etdi

Gürcüstan, əlbəttə ki, yaxın günlərdə Beynəlxalq Turizm Təşkilatından alacağımız bütün təhlükəsizlik standartlarını qorumaq şərtilə, ən yaxın müddətdə turizm sahəsini işə salan regionda ilk və ümumilikdə ilk ölkələrdən biri olmalıdır – bu barədə Gürcüstanın Baş naziri Qiorqi Qaxaria İdarələrarası Koordinasiya Şurası daxilində mövcud iqtisadi qrupun iclasında bəyan edib.

Hökumət başçısının qeyd etdiyinə görə turizm böhransonrası açılış və dəstək baxımından ilk idi, daha sonra isə kənd və fermerlərə dəstək təqdimatı olacaq. Üçüncü sektor mövzusu inşaat və developmentə (inkişafa) dəstək təqdimatı, dördüncü isə təhsildə antiböhran tədbirləri olacaq.

Baş nazirin sözlərinə görə hökumət bu planı qarşıdan gələn on gün ərzində təqdim edəcək.

“Bizim böhran əleyhinə tədbirlərimizin ilk addımı turizmlə əlaqədardır, turizm böhran səbəbindən ən ağır və ilk zərbəni alan sahədir. Yanğının söndürülməsi lazım olduğu zaman, biz imkanlarımız daxilində sahəyə kömək etdik. Daha sonra isə daha dərindən araşdırma zəruri idi və növbəti antiböhran planı ümumiyyətlə necə ki, biznes və özəl sektora dəstək, eləcə də hər bir vətəndaşa sosial dəstəkdir və biz üçüncü mərhələyə keçirik, bu zaman biz artıq iqtisadiyyatın ayrı-ayrı sahələrinin böhransonrası idarəsi və onların yavaş-yavaş, effektiv şəkildə hərəkətə gətirilməsi planından danışırıq. Bu cür sektorları biz təcili yardım baxımından artıq ayırmışıq, turizm böhransonrası açılış və dəstək baxımından birinci idi. Daha sonra kəndlərə və fermerlərimizə dəstək verməyimiz zəruri olacaq, növbəti təqdimatımız məhz kənd və fermerlərə dəstək təqdimatı olacaq. Üçüncü sektor mövzusu, həmçinin iqtisadi inkişafımızın və sürətli böyümənin ən vacib hissələrindən biri olan tikinti və developmentə dəstək təqdimatı olacaq. Dördüncü, hər bir şagirdimiz və tələbəmiz tərəfindən vacib dəstəyə sahib olan təhsildə antiböhran tədbirləri olacaq və onlar da dövlətin təhsildə antiböhran idarəçiliyi baxımından nə planları olduğunu bilməlidirlər. Yaxın on gün ərzində bu planı izləyəcəyik. Vurğulayaraq qeyd etmək istəyirəm ki, biz iqtisadiyyatın açılışı və hərəkətə gətirilməsinin böhransonrası planı haqqında danışırıq, böhran planından deyil, o mövzuda artıq görüşümüz oldu və hər bir vətəndaşımıza və özəl şirkətlərə sosial dəstək planını təqdim etdik” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazirin sözlərinə görə necə ki, turistlərin cəlb edilməsi, eləcə də sonrakı iqtisadi inkişaf baxımından ölkələr arasında qlobal rəqabət başlamışdır və Gürcüstan ən yaxın müddətdə turizm sahəsini aktivləşdirən ilk ölkələrdən biri və regionda birinci ölkə olmalıdır.

“Bugün biz ənənəvi olaraq İqtisadi Şura çərçivəsində toplandıq və bugün kifayət qədər maraqlı və vacib gündəmimiz var. İlk növbədə, iqtisadiyyatın açılışı haqqında danışacağıq, bundan əlavə şəhərlərarası hərəkətin açılması barədə söhbət edəcəyik və bizim görüşümüzün əsas səbəbi turizmə antiböhran dəstəyi və iqtisadiyyatın ən vacib sahələrindən biri olan turizmin açılışı planının müzakirəsidir.

Bunlar bizim üçün kritik önəmə sahib olan məsələlərdir, çünki biz 3-4 aydır ki, eyni vaxtda iki cəbhədə mübarizə aparırıq – bunlardan birincisi vətəndaşlarımızın sağlamlığı və həyatı, ikincisi isə iqtisadiyyatımızın xilası, yəni qorunub saxlanılması, irəliləməsi və iqtisadiyyatın effektiv açılışıdır. Hər birimizə məlumdur ki, həm turistlərin cəlb olunması, həm də sonrakı iqtisadi inkişaf baxımından ölkələr arasında qlobal rəqabət artıq başlamışdır və birmənalı olaraq, Gürcüstan ən yaxın müddətdə turizm sahəsini aktivləşdirən ilk ölkələrdən biri və regionda birinci ölkə olmalıdır. Əlbəttə ki, Ümumdünya Turizm Təşkilatı tərəfindən yaxın günlərdə əldə edəcəyimiz bütün təhlükəsizlik standartlarına əməl edərək” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Hökumət başçısının sözlərinə görə hakimiyyət məhdudiyyətlərin yüngülləşdirilməsi və iqtisadiyyatın işə salınmasının 6 mərhələli planını təqdim etmişdir, ancaq bugünkü epidemioloji situasiya müəyyən addımların nisbətən daha tez atılmasına imkan verir.

Baş nazirin sözlərinə görə bu sadəcə və sadəcə hakimiyyətin, hər bir vətəndaşın, biznes operatorların və ilk növbədə səhiyyə sahəsinin nümayəndələrinin məsuliyyətini artırır.

“Səhiyyə sahəsinin keyfiyyətli işləməsi məhdudiyyətlərin yüngülləşdirilməsinə və iqtisadiyyatın tədricən açılmasına başladığımız zaman daha da vacibləşir. İki cəbhədə - sağlamlıq, həyat və iqtisadiyyat cəbhələrində mübarizə aparmağımıza baxmayaraq, bugün iqtisadiyyat bir nömrəli prioritetdir. Bu, hər bir vətəndaşımızın ailəsinə gəlir gəlməsi deməkdir və hamımız daha da effektiv olmağa məcburuq. Bununla əlaqədar olaraq, hər bir vətəndaşımızı virus və pandemiyanın həyatımıza gətirdiyi elementar qaydalara – sosial distansiya, qoruyucu maska, elementar gigiyena qaydalarına əməl etməyə çağırıram. Bu qaydalara ciddi riayət etmək iqtisadiyyatı daha da sürətli və səmərəli şəkildə açmağımıza və qlobal rəqabətdə, yaxın gələcəkdə həm turizm istiqamətində, həm də iqtisadiyyatın hər bir sektoru və sahəsində başlayacaq mübarizədə rəqabətqabiliyyətli olmağımıza imkan verəcək” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazir şirkətləri açılışın sonrakı mərhələlərinin birmənalı şəkildə əməliyyat, iş qaydalarıyla əlaqədar daha da məsuliyyətli olacağını nəzərə almağa çağırdı.

“Bizim tapşırığımız ilə Gəlirlər Xidməti biznes sektoruna ticarət, istehsal, müxtəlif növ xidmətlər kimi hər bir sektor üçün müvafiq qaydaları əldə edə biləcəkləri mesaj göndərdi ki, bu qaydalar onlara məlum olsun. Bu qaydalar Səhiyyə Nazirliyinə artıq mövcuddur, hər növ protokollar artıq tərtib edilmişdir və bütün iqtisadi fəaliyyətlərin açılması hökumət və Səhiyyə Nazirliyi tərəfindən müəyyən olunan yeni qaydaların tam məsuliyyətlə yerinə yetirilməsini nəzərdə tutur” – Baş nazir qeyd etdi.

Hökumət başçısının sözlərinə görə epidemioloqların və həkimlərin yaxşı işinin nəticəsi olaraq və epidemioloji baxımdan nisbətən normal rəqəmlərin olmasından irəli gələrək, mayın 11-dən etibarən Tbilisiyə gediş-gəliş tamamilə açılır, ancaq bu komendant saatının götürüləcəyi mənasına gəlmir. Mayın 14-dən etibarən Rustavi və Qardabaniyə, 18 maydan etibarən isə Marneuliyə gediş-gəliş tamamilə açılacaqdır.

“Marneulidə epidemioloji vəziyyət səbəbindən müəyyən sayda testlərin həyata keçirilməsi gərəklidir və məhz buna görə əlavə vaxta ehtiyacımız var. Sosial distansiya və qoruyucu maska, xüsusilə də insanların sıx olduğu ictimai yerlərdə, hərçənd küçədə də bizim həyatımızın bir hissəsidir. Bu bizə sürətli və səmərəli şəkildə, yüksək risklər olmadan iqtisadiyyatın açılması imkanını verəcək olan məsuliyyət və öhdəlikdir. Bu çox vacibdir və necə ki, buna vətəndaşlarımız bugünədək məsuliyyətlə yanaşırdılar, istəyirəm onlardan xahiş edim və onları məsuliyyətli olmağa davam etməyə çağırım. Pandemiya ilə mübarizə hələ bitməmişdir, tam qələbə üçün təkcə yaxşı epidemioloji vəziyyətə deyil, həm də ayağa qaldırılmış iqtisadiyyata ehtiyacımız var, bu bizim yekun hədəfimizdir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Bundan əlavə mayın 11-dən etibarən küçədən girişi olan, geyim və ayaqqabı satmayan hər cür istehsal, bütün növ topdan və pərakəndə mağazalar açılacaqdır. Məhdudiyyətlərin qaldırılması bu mərhələdə ticarət mərkəzlərinə şamil edilmir.

“Vətəndaşlarımızın və həkimlərimizin gündəlik məsuliyyətli davranışları və əməklərinin nəticəsidir ki, müəyyən sektorların açılmasını sürətləndirə bilirik, necə ki, inşaat və tikinti ilə əlaqədar bütün növ fəaliyyətlərin açılmasını bir həftəlik sürətləndirdik. Bu, bizə açılışlar arasındakı müddəti azaltmağa və müəyyən sektorları daha erkən açmağa imkan verir. Maliyyə sektoru ilə bağlı müəyyən imtiyazlar var, ancaq bu məlumatı, eləcə də bütün protokolları və iqtisadiyyatın açılışının yeni mərhələlərini ən yaxın gələcəkdə hökumətin müvafiq informasiya mənbələrində görəcəksiniz” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Baş nazirin sözlərinə görə turizm son illərdə ölkə iqtisadiyyatının hərəkətverici qüvvələrindən biri olmaqdan başqa, həm də pandemiyadan sonra böhransonrası iqtisadiyyatda Gürcüstan iqtisadiyyatının inkişafına töhfə verə biləcək rəqabət üstünlüyüdür.

Hökumət başçısının sözlərinə görə Gürcüstan hökumətinin erkən mərhələdə qəbul etdiyi qərar və mehmanxanaların (otellər) karantin zonalarına çevirməsi ilə ölkə yüksək risk daşıyan insanlara xidmət istiqamətində çox böyük təcrübə qazandı.

“Bugün Ümumdünya Turizm Təşkilatının hələ də standartları müəyyən etdiyi dövrdə, məsələn Avropa ölkələrində necə standartlar ilə turizmi açmaq mümkündür deyə düşünərkən, bu standartların hələ də sonunadək müəyyən olunmadığını nəzərə alsaq, qeyd edilməlidir ki, bizim çox erkən mərhələdə qəbul etdiyimiz qərar və mehmanxanaları karantin zonalarına çevirməyimiz bugün Ümumdünya Turizm Təşkilatının da istifadə etdiyi çox böyük təcrübə qazandırdı. Böhransonrası mərhələdə, dünyada o cür və ya bu cür, Covid-19 riskinin nisbətən aradan qaldırıldığı və insanların artıq sərhədləri keçməyə başlayacağı zaman Gürcüstanın yüksək riskli insanlara necə xidmət göstərəcəyi barədə artıq təcrübəsi olacaq. Bu asan mövzu deyil, çünki yoluxma riski şəraitində mehmanxananın (otelin) idarəsi müxtəlif təcrübə, bilik və və ekspertiza tələb edir ki,  bizim mehmanxanalarımız artıq bunları əldə ediblər. Bu qərarın nəticəsi olaraq, Gürcüstanda 19 000 vətəndaş karantin zonalarından oldu, bu da kifayət qədər böyük miqdardır. Bunlar hökumətin xaricdən mütəşəkkil şəkildə gətirdiyi vətəndaşlar və ya torpaq sərhədləri ilə ölkəyə daxil olan vətəndaşlardırlar. Bu öz ərzaq blokları, nəqliyyat və otelin göstərdiyi bütün servislər ilə birgə adi mehmanxana xidməti idi. Bu mütləq istifadə edəcəyimiz və artıq Ümumdünya Turizm Təşkilatının da istifadə etdiyi təcrübə və rəqabət üstünlüyüdür” – hökumət başçısı qeyd etdi.

Eyni zamanda, Gürcüstan Hökuməti  tarixən tənəffüs orqanlarının reabilitasiyası üçün vacib zonalar kimi bilinən Tskaltubo, Qudauri, Sairme, Abastumani, Borjomi digər kurortların Kovid-19 baxımından təhlükəsiz turistik zona kimi ayrılmasını müzakirə edəcək.

“Biz düşünürük ki, turizmin bərpası üçün bir neçə kritik vacib nəzarət nöqtəsi zəruridir – ilk növbədə bu sərhəddir, necə ki, quru sərhəddi, eləcə də hava və Səhiyyə Nazirliyi artıq sərhədlərdən daxil olan hər kəsə nəzarətin gücləndirilməsi barədə tapşırıq almışdır, əgər əvvəl 14 günlük və ya 24 saatlıq karantinə ehtiyacımız var idisə, bu prosedura artıq 1 saatda başa çatdırılmalıdır. Bunun üçün lazımlı imkanlar və texnologiyalar mövcuddur və ən yaxın müddətdə Səhiyyə Nazirliyi bu məsələni həll edəcəkdir. Növbəti məsələ mehmanxanaların (otel) idarəsi və Kovid-19-un prevensiyası ilə əlaqədar bütün standartların nəzərə alınması və əlbəttə nəqliyyat məsələsidir. Bu, turizmin bərpası şəraitində bizim riskləri idarə etməli olduğumuz əsas nöqtələr, əsas məqamlardır” – Baş nazir qeyd etdi.

Gürcüstan Hökumətinin planına əsasən, iyunun 15-dən Gürcüstan yerli turizm xidmətlərinin göstərilməsi üçün açılacaq, iyulun 1-dən etibarən isə Gürcüstan xarici turist qəbul etməyə hazır olacaq.

Hökumət başçısının sözlərinə görə, bu həm quru sərhədlərinə qonşu ölkələr ilə təhlükəsiz dəhlizin yaradılması, həm də Gürcüstan üçün turistik cəhətdən maraqlı ölkələrlə təhlükəsiz dəhlizlərin yaradılması barədə danışıqlar yolu ilə ediləcəkdir.

“Bu həm quru sərhədlərindən bizə qonşu ölkələrlə təhlükəsiz dəhlizlərin yaradılmasıyla, həm də turistik cəhətdən bizə maraqlı olan ölkələrlə təhlükəsiz dəhlizlər yaradılması imkanları barədə ikitərəfli danışıqlar aparmaqla edəcəyik. Bu cür danışıqlar artıq başlamışdır. Bu məqsədə çatacağıq və Gürcüstan xarici ölkələrdən qonaqları qəbul etmək üçün sərhədlərini və infrastrukturunu açan ilk ölkələrdən biri olacaq” Baş nazir qeyd etdi.

Hökumət başçısının dəyərləndirməsinə görə turizmin effektiv şəkildə açılması müəyyən işlər və tədbirlərin görülməsini tələb edir, hökumət bunları bir ay ərzində həyata keçirməlidir.

Qiorqi Qaxaria vurğuladı ki, sektorun normal formada olması, 15 iyun və 1 iyuldan etibarən qonaqları qəbul etməsi üçün konkret yardıma, o cümlədən maliyyə yardımına ehtiyacı var.

Baş nazir hakimiyyət komandasının, Maliyyə Nazirliyinin, İqtisadiyyat Nazirliyinin birgə səyləri ilə hazırlanan və böhransonrası iqtisadi canlanma mərhələsində turizm sektoruna dəstəyi hədəf alan tədbirlər haqqında danışdı.

“Turizm sektoru 2020-ci il üçün əmlak vergisindən tamamilə azad olunacaq. Bu, qeyd edilən sahə üçün çox vacib addımdır. Bundan əlavə, turizm sektorunda çalışan şirkətlərin gəlir vergiləri ilin sonunadək ertələnəcək. Heç kimə gəlir vergisinin tamamilə silinməsi sözünü verə bilmirik, ancaq təxirə salınması və daha sonra mərhələli şəkildə ödənilməsi sxemləri haqqında danışmaq olar. Böhranın idarə olunması dövründə 50-ə qədər nömrəsi olan otellərə kreditin faizlərinin subsidiyası sözünü verdik, bun etdik və bir neçə min biznes operator və şirkət bu imtiyazdan yararlandı. Bugün yeni norma müəyyən edirik – illik dövriyyəsi 20 milyon lariyədək olan bütün otellərin (mehmanxana) bank kreditlərinin ilk 5 milyon larisinin 80%-ni subsidiya edirik, bu sözügedən sahənin inkişafı üçün cidd dəstək olacaq” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Hökumət yaxın gələcəkdə necə ki, beynəlxalq donorların, eləcə də dünyada məşhur iqtisadçıların dəstəyi ilə üzərində çalışdığı sahə üzrə böhransonrası iqtisadi planı təqdim edəcək.

“Biz böhransonrası iqtisadiyyatın idarə olunması mərhələsinə keçirik. Bugün, xüsusilə sektor istiqamətlərinə diqqət yetiririk. Sektor baxımından birinci turizm olacaq, daha sonra kənd təsərrüfatı və fermerlərə dəstək, növbəti development (inkişaf), inşaat və tikinti şirkətlərinə dəstək və daha sonra təhsil. Biz bu planı növbəti həftənin sonunadək tamamlayacağıq. Əlbəttə ki, bir daha sektorlar üzrə böhransonrası iqtisadi plana bir daha qayıdacağıq, artıq tamamlanmış formada, hansının üzərində ki, biz necə həm beynəlxalq donorlarla bərabər, beynəlxalq təşkilatların dəstəyilə, həm də dünyada məşhur iqtisadçıların dəstəyilə çalışırıq və bu planı yaxın gələcəkdə təqdim edəcəyik” – Baş nazir qeyd etdi.

Baş nazir turizmin işə salınmasının antiböhran planının  işlənib hazırlanmasında fəal iştirak edən idarələrə və insanlara, o cümlədən İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf Nazirliyinə və nazir Natia Turnavaya, Milli Turizm Administrasiyasına, Səhiyyə, Daxili İşlər və Maliyyə nazirliklərinə, qanunverici orqan və Parlamentin üzvlərinə və Tbilisi Meriasına təşəkkür etdi.

 


  • მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა