საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
05 მაისი 2020
Ge/Az
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რომელიც დღეიდან განხორციელდა. მათ შორისაა ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება, ასევე მშენებლობასა და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების ფუნქციონირების განახლება. აღინიშნა, რომ ბათუმსა და ქუთაისში შესვლა, ისევე, როგორც ამ ქალაქებიდან გასვლა შესაძლებელია თავისუფლად, თუმცა ადგილზე რჩება სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ამასთანავე, აღინიშნა, რომ აქტიურად გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმ ობიექტებზე, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, ხოლო ის ობიექტები, რომლებსაც სათანადო უსაფრთხოების წესები უზრუნველყოფილი არ აქვთ, მუშაობის განახლების უფლების მიღებამდე დამატებით შემოწმდებიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ღონისძიებების შემდგომი შემსუბუქების საკითხები და ის მიმართულებები, რომელთა ამოქმედება შესაძლოა გეგმით გათვალისწინებულზე უფრო ადრე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განხორციელდეს. მათ შორის, საუბარია თბილისისა და რუსთავის გახსნაზე, რის შესახებაც გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე მიიღება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენის საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. ამასთან, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესი გაგრძელდება და ეფექტიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას პასუხისმგებლობით მოეკიდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და შესაბამისად, მთავრობას არ მოუწიოს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის კოორდინაციით ხორციელდება. მინისტრმა განმარტა, რომ მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება აგრარული ბაზრების საქმიანობას, საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე გრძელდება შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ფუნქციონირებენ საქართველოში რეგისტრირებულ აგრარული ბაზრები, რომლებიც ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 9 630 მოქალაქე, ხოლო 18 857 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 240 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 9 ადამიანი.
ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 497 პირი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Baş nazir Qiorqi Qaxarianın rəhbərliyi ilə İdarələrarası Koordinasiya Şurasının videokonfrans formatında növbəti iclası keçirildi.
Şura üzvləri, bu gündən etibarən tətbiq olunan məhdudiyyətlərin aradan qaldırılması prosesini müzakirə etdilər. Onların arasında, Batumi və Kutaisidə giriş-çıxış qadağasının aradan qaldırılması, həmçinin tikinti və tikinti işləri ilə bağlı fəaliyyət, avtomobillərin texniki xidmət mərkəzlərinin və avto-yuma xidmətlərinin fəaliyyətinin bərpa edilməsi. Qeyd edildi ki, Batumi və Kutaisiyə daxil olmaq, həmçinin bu şəhərləri sərbəst şəkildə tərk etmək mümkündür, lakin vətəndaşların termoskrininq olunduğu xüsusi buraxlış məntəqələri yerində qalır. Bundan əlavə, işlərin bərpa olunmasına icazə verilən obyektlərdə, Səhiyyə Nazirliyi tərəfindən verilən tövsiyələrin yerinə yetirilməsi prosesinin fəal şəkildə izləniləcəyi qeyd edildi. Səhiyyə Nazirliyinin Əmək Müfəttişliyindən verilən məlumata görə, Gürcüstan ərazisində artıq 1334 şirkət yoxlanılıb, onların bir qismi verilən tövsiyələrə cavab verir, ancaq müvafiq təhlükəsizlik qaydaları olmayan obyektlər işə başlamaq hüququnu almadan öncə əlavə olaraq yoxlanılacaqlar.
İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasında, epidemioloji vəziyyəti nəzərə alaraq planlaşdırılmış vaxtdan daha erkən həyata keçirilə biləcək tədbirlərin və istiqamətlərin daha da yumşaldılması məsələləri müzakirə edildi. Bunların arasında, Tbilisi və Rustavinin açılması barədə söhbətlər var, bu barədə qərar həftənin sonuna qədər veriləcək. Baş nazir qeyd etdi ki, iqtisadi bərpa məsələsi getdikcə aktuallaşır və onun həlli təxirə salınmamalıdır. Eyni zamanda, Qiorqi Qaxaria, iqtisadiyyatın açılması prosesinin davam edəcəyini və yalnız, hər bir vətəndaşın, hər bir şirkətin gündəlik həyat və fəaliyyətlərinə məsuliyyətlə yanaşacağı təqdirdə effektiv olacağını qeyd etdi. Bu, epidemioloji vəziyyətin pisləşməsinin qarşısını almaq üçündür və nəticədə hökumət, aradan qaldırılan məhdudiyyətləri yenidən tətbiq etməli olmayacaqdır.
Koordinasiya Şurasında, Ətraf Mühitin Mühafizəsi və Kənd Təsərrüfatı naziri - Levan Davitaşvili tərəfindən əlaqələndirilən ərzaq və tibbi təchizat baxımından ölkədəki vəziyyət də müzakirə edildi. Nazir, tədarük baxımından ölkədə problem olmadığını açıqladı. Aqrar bazarların fəaliyyətinə gəldikdə isə, Gürcüstan miqyasında bütün aqrar bazarlarda əmək təhlükəsizliyi qaydalarının tətbiqi davam edir. Nazirin sözlərinə görə, hazırda, Gürcüstanda qeydiyyata alınmış aqrar bazarlar gigiyena və sanitariya normalarına riayət edir və infeksiyanın yayılması riskini azaltmaq üçün yaradılmış tələblərə cavab verir.
İdarələrarası Şuranın iclasında, xaricdəki Gürcüstan vətəndaşlarının vətənlərinə qaytarılması prosesinin davam etdiyi qeyd edildi. Xarici İşlər naziri - Davit Zalkalianinin sözlərinə görə, Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının tövsiyələrinə uyğun olaraq həyata keçirilən xüsusi uçuşlar nəticəsində artıq 9 630 vətəndaş öz vətəninə qayıdıb, Gürcüstanın diplomatik nümayəndəlikləri isə - 18 857 Gürcüstan vətəndaşına yerində yardım edib.
İclasda həmçinin ölkədəki epidemioloji vəziyyət müzakirə edildi. Bu günə olan məlumatlara görə, Gürcüstanda Koronavirusa yoluxanların təsdiqlənmiş sayı 604 nəfər təşkil edir, onlardan 240 nəfər artıq sağalıb. 3 Gürcüstan vətəndaşı xaricdən tibbi müalicə almaq üçün vətənlərinə köçürülüb. 9 nəfər isə dünyasını dəyişib.
Yoluxmuş insanlar müvafiq olaraq müalicə olunur. Hazırda 4 919 nəfər karantindədir, 497 nəfər isə nəzarət altındadır.
İdarələrarası Koordinasiya Şurası koordinasiyalı addımlar atmaq məqsədilə, Baş nazirin rəhbərliyi altında öz iclaslarını intensiv şəkildə davam etdirəcəkdir.
Şuranın işində, sədr Arçil Talakvadzenin rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası fəal şəkildə iştirak edirlər.
#StopCoV #COVID19