სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარია - ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას

04 მაისი 2020


Ge/Az

გიორგი გახარია - ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს სახელმწიფო იბრძვის ორ ფრონტზე და დროთა განმავლობაში ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ამ საკითხის მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს.

„დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო, მეორე ფრონტის - ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური, პრობლემური და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ ეკონომიკის გახსნასა და აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიწყო, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპაში და გლობალურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკაზეც ისაუბრა.

„ვუბრუნდებით მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია და რის საშუალებასაც ჩვენს გვაძლევს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ის, როგორ მართავს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ჯანდაცვის სამინისტრო. მიუხედავად ამისა, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ გამოწვევის მართვა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყოველ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მოგვიწევს დაწყება ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებებით და შემდგომ უკვე გადავალთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ეკონომიკა და ეკონომიკის აღორძინება.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა არის 593. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვემატა 4 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 223 და სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილი 9 მოქალაქე. ჩვენს მიერ მიღებულ ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და იმ მონაცემების სწორი ანალიზი, რომელსაც ყოველდღიურად გვაწვდიან პროფესიონალები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხვალიდან, გაიცემა შესაბამის ნებართვები, იმისათვის რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ.

„მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან, ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა კომპანიამ, რომელიც არის სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ასევე, ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულები არიან სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას 5 მაისიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ჯგუფები განაგრძობენ ყოველდღიურ შემოწმებას, თუ რამდენად იცავენ კომპანიები ეპიდემიის პირობებში დაწესებულ ვალდებულებებს.

„შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე შექმნილი გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს და მინდა, მოვუწოდო თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

„ეს მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ისე გადაზიდვებისთვის და ეს ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის შესაძლებლობაც ჩვენ დღეს გვაქვს,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პარალელურად, ეს შესაძლებლობა მთავრობას ექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არცთუ ისე სასიამოვნო, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა, ტურიზმის სექტორის აღდგენის.

„რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძრავის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. მე როგორც ვიცი, ეს გეგმა დასრულებულია და უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხვალიდან ბათუმში და ქუთაისში გადაადგილებებზე შეზღუდვა მოიხსნება. გიორგი გახარიას თქმით, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს, რაც ეპიდემიოლოგუირ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ მივიღეთ იძულებული ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი, შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება, თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში​ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ისაუბრა გამოწვევების ფონზე სოფლის მეურნეობის მიმართულებების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფერმერობის მხარდაჭერა გამოწვევების პარალელურად ახალ ფასეულობას იძენს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქმედითი და ეფექტური გეგმა შეიმუშავა.

„სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით და პირველადი პროდუქტებით ქვეყნის მომარაგების კუთხით. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური და ქმედითი გეგმა ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ფერმერებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მხრიდან იმ მოქალაქეების მხარდაჭერაზე, ვინც დაკარგა შემოსავალი და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ყველა ის ადამიანი, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს, მიიღებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან.

გიორგი გახარიას თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება სახელმწიფო სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მხარდაჭერას შეეხება.

„დღეს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას და ჩვენ მივიღებთ, დავაინიცირებთ როგორც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ასევე მთავრობის დადგენილებას. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომლებიც იქნა მიღებული საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რაც პირდაპირაა მიმართული იმისათვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც უკვე მივიღეთ და გულისხმობს როგორც 6 თვის განმავლობაში იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომელთაც სამსახური დაკარგეს, ისე მათ მხარდაჭერას, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები. ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივებთ ამ მექანიზმებს და მერწმუნეთ ყველა ის ადამიანი, ვინც საბოლოო ჯამში დაკარგა შემოსავალი მიიღებს ასეთ მხარდაჭერას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის მხარდაჭერას მიიღებენ სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, რომელთა ქულებიც არის 65 000- დან 100 000-მდე და ეს შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, რომლებიც 16 წლამდე არიან და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მოუწოდა მთავრობის წევრებს, საზოგადოების ყველა კითხვას უპასუხონ, იმისათვის, რომ დაცული იყოს საჯაროობის მაღალი პრინციპი

ჩვენი წარმატების საფუძველი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და გამოწვევის დაძლევა, ეკონომიკის ეფექტური, სწრაფი აღდგენა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა დავიცვათ საჯაროობის და ტრანსფარენტობის მაღალი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ვმოქმედებთ ყოველდღიურად, საგანგებო მდგომარების პირობებში და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი კანონი გვაძლევს საშუალებას, გარკვეული დაშვებები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებების თვალსაზრისით, ასე თუ ისე, ეფექტურობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, დროში გადავდოთ, მაგრამ მე, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ის შესაძლებლობა, აღარ ვართ ფორსმაჟორში, ვმართავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ვიწყებთ უკვე ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება, როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიძლება იყოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვას, სხვადასხვა სახის შეკითხვები შეიძლება იყოს, რატომ ჩაიკეტა ეს ქალაქი და არ ჩაიკეტა სხვა, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი შეხედვით მკაცრი შეზღუდვები. თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, აბსოლუტურად ღიად და ტრანსფარენტულად, ყველა ამ შეკითხვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გავცეთ პასუხი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ან რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი, ყველა მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როგორიც თანაბრად მიეწოდება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა სახელმწიფო რწმუნებულებს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს მთავრობა, თანაბრად იყოს გადანაწილებული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ან რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი, თითოეული მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როგორიც იქნება ჯანდაცვის, ეკონომიკის მიეწოდება თანაბრად.

„მოგეხსენებათ, რომ ისეთი საიტი, როგორიცაა Stopcov.ge არის თარგმნილი სამ ენაზე. მინდა მოვუწოდო პირველ რიგში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა იმისთვის, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს დეტალურად მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია, ყველა ის შეღავათი, რომელიც წესდება, სახელმწიფოს მიერ სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯები, რომელიც გადადგმულია. გარდა ამისა მინდა, დავავალო გუბერნატორებს, რომ ამ მიმართულებით გადადგან ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს მთავრობა, თანაბრად იყოს გადანაწილებული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Qiorqi Qaxaria - Təqdim edəcəyimiz bütün imtiyazlar yalnız hər bir vətəndaşın gündəlik həyatına və fəaliyyətinə məsuliyyət ilə yanaşdığı təqdirdə təsirli olacaqdır

Baxmayaraq ki, bizim təqdim etdiyimiz 6 mərhələli iqtisadiyyatın açılış planının bir hissəsini daha erkən başlaya bilərik, ancaq hamımız anlamalıyıq ki, təqdim edəcəyimiz hər bir imtiyaz yalnız hər bir vətəndaşın, hər bir şirkətin gündəlik həyatına və fəaliyyətinə məsuliyyət ilə yanaşdığı təqdirdə təsirli olacaqdır - bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumətin iclasında bəyan edib.

Hökumət başçısının qeyd etdiyi kimi, bugün dövlət iki cəbhədə mübarizə aparır və zaman keçdikcə iqtisadiyyatın bərpası və canlanması məsələsi ön plana keçir və bu məsələnin həlli daha ertələnməməlidir.

“Bugün biz iki cəbhədə mübarizə aparırıq və yaxşı anlayırıq ki, zaman keçdikcə, hər gün daha da çox ikinci cəbhənin – iqtisadiyyatın bərpası və canlanması məsələsi birinci sıraya keçir və bu məsələ getdikcə daha da aktual, problemli olur və onun həlli məsələsi ertələnməməlidir. Ancaq hamımız yaxşı başa düşməliyik ki, Səhiyyə Nazirliyinin necə ki, bizim gündəlik həyatımız, eləcə də şirkətlərin gündəlik iş fəaliyyəti qaydalarında dəyişikliklər barəsində verdiyi bütün tövsiyələr yerinə yetirilməzsə, bizim üçün iqtisadiyyatın bərpasından danışmaq çətin olacaq.

Baxmayaraq ki, bizim təqdim etdiyimiz 6 mərhələli iqtisadiyyatın açılış planının bir hissəsini daha erkən başlaya bilərik, ancaq hamımız anlamalıyıq ki, təqdim edəcəyimiz hər bir imtiyaz yalnız hər bir vətəndaşın, hər bir şirkətin gündəlik həyatına və fəaliyyətinə məsuliyyət ilə yanaşdığı təqdirdə təsirli olacaqdır. Bu halda biz iqtisadiyyatın açılışı və canlandırılmasında təsirli ola bilərik və gözümüzün önündə necə ki, bizə qonşu olan ölkələrdə, eləcə də Avropada və qlobal olaraq başlamış rəqabətə tab gətirə bilərik” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazir hökumət iclasında koronavirusun ölkədəki statistikasından da danışdı.

“Normal iş rejiminə qayıdırıq, bu vacibdir və bu imkanı bizə ölkədə mövcud epidemioloji vəziyyət və Səhiyyə Nazirliyinin epidemioloji vəziyyəti bu cür idarə etməsi verir. Buna baxmayaraq, hər birimiz anlamalıyıq ki, biz bu çağırışı, çətinliyi idarə etməyi öyrənməliyik. Bu kritik önəmə sahibdir və hər hökumət iclasını biz epidemiya ilə mübarizənin təsirli tədbirlərilə başlamalı olacağıq və sonra iqtisadiyyat və iqtisadiyyatın canlanması kimi vacib mövzulara keçəcəyik.

Bugünə olan vəziyyətə görə Gürcüstanda yoluxmuş insanların sayı 593-dür. Son 24 saat ərzində 4 yeni hal əlavə olundu. Sağalmışların sayı 223-dür və təəssüf ki, 9 həyatını itirmiş vətəndaşımız var. Atdığımız hər bir addımdakı yeganə təsirli alət ölkədə mövud epidemioloji vəziyyətin və gündəlik olaraq profesionalların bizə çatdırdığı məlumatların düzgün analizidir” - deyə Qiorqi Qaxaria bildirib.

Baş nazirin sözlərinə görə tikinti sektorunda fəaliyyət göstərən bütün şirkətlərin işlərini bərpa etməsi üçün sabah müvafiq icazələr veriləcək.

“Verilən məlumatların təhlili əsasında deyə bilərik ki, 5 maydan, sabahdan tikinti sektorunda fəaliyyət göstərən bütün şirkətlər və tikinti materialları istehsal edən bütün şirkətlərin iş fəaliyyətlərini bərpa etmələri üçün müvafiq icazələr verəcəyik. Həmçinin tikinti biznesi ilə müxtəlif şəkildə əlaqəli olan şirkətlər 5 maydan etibarən iş fəaliyyətlərini bərpa edə biləcəklər” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Onun sözlərinə görə Səhiyyə və İqtisadiyyat Nazirliyinin bazasında yaradılan qruplar gündəlik olaraq şirkətlərin epidemiya şəraitində qoyulmuş öhdəliklərini nə dərəcədə yerinə yetirdiklərini yoxlamaqda davam edirlər.

“Səhiyyə və İqtisadiyyat nazirliklərinin bazasında yaradılmış qrupun həyata keçirdiyi yoxlamalar gündəlik şəkildə davam etdiriləcək və hər bir şirkətin sahibi və rəhbərini gündəlik fəaliyyətlərinə və Səhiyyə Nazirliyi tərəfindən qoyulan öhdəliklərə məsuliyyətlə yanaşmağa çağırıram” - hökumət başçısı qeyd etdi.

Qiorqi Qaxarianın bəyanatına görə sabahdan etibarən avtomobil təmiri şirkətlərinin işinə icazə veriləcək.

“Bu həm loqistika biznesi, həm də daşınmalar üçün vacibdir və bu bugün bizim ata biləcəyimiz bir addımdır” – Baş nazir qeyd etdi.

Qiorqi Qaxarianın bəyanatına görə iqtisadiyyatın canlanması, iqtisadiyyatın açılışı və böhransonrası idarəetmə hökumətin bir nömrəli priorietinə çevrilir.

Baş nazirin sözlərinə görə yalnız və yalnız Səhiyyə Nazirliyinin epidemiya menecmentini effektiv şəkildə idarə etdiyi təqdirdə hökumətin paralel olaraq bu imkanı olacaq.

“Bu çox vacibdir və eyni zamanda, hər bir vətəndaşımız başa düşməlidir ki, tibbi maska, sosial distansiya kimi elə də xoş olmayan yeni hadisələr həyatımızın bir hissəsinə çevrilir. Bunu bir daha vurğulayaraq təkrar edirəm, çünki iqtisadi rəqabətə dözməyimiz və iqtisadiyyatın bərpasında təsirli ola bilməyimiz üçün yeganə yol və vasitə budur” - Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, İqtisadiyyat Nazirliyinə turizm sektorunun bərpasının strateji planını hazırlamaq tapşırığı verilib.

“Bir neçə gün əvvəl İqtisadiyyat Nazirliyinə ən çox zərər görmüş və iqtisadiyyatımızın ən vacib aparıcı mühərriklərindən biri olan turizm sektorunun bərpasının strateji planının hazırlanması tapşırığı verildi. Bildiyimə görə bu planın hazırlanması başa çatmışdır və yaxın günlərdə bunu müzakirə edəcəyik” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Hökumət başçısının sözlərinə görə sabahdan Batumi və Kutaisiyə gediş-gəliş ilə bağlı məhdudiyyət qaldırılacaq. Qiorqi Qaxarianın dediyinə görə həftənin sonuna qədər Tbilisi və Rustavinin açılması məsələsi də epidemioloji vəziyyətdən asılı olaraq müsbət şəkildə  həll oluna bilər.

“Bildiyiniz kimi bir neçə həftə əvvəl müəyyən böyük şəhərləri bağlamaq üçün məcburi tədbirlər görmüşdük və bugün deyə bilərik ki, sabahdan Batumi və Kutaisi kimi böyük şəhərlərdə yerdəyişməyə qoyulan məhdudiyyətlər qaldırılacaq, Tbilisi və Rustavidə müəyyən məhdudiyyətlər qalacaq və bu birbaşa qonşu rayonlardakı epidemioloji vəziyyət ilə bağlıdır, ancaq Tbilisi və Rustavidə də yaxın günlərdə epidemioloji situasiyaya müvafiq olaraq qərarlar qəbul ediləcək. Ümid edə bilərik ki, həftənin sonunadək Tbilisi və Rustavinin açılması məsələsi də müsbət həll ediləcək” - deyə Baş nazir bəyan edib.

Qiorqi Qaxaria çağırışların, çətinliklərin fonunda kənd təsərrüfatı istiqamətlərinin əhəmiyyətindən danışdı və qeyd etdi ki, fermerliyin dəstəklənməsi çağırışlara paralel olaraq yeni dəyər qazanır.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, fermerlərə dəstək olmaq üçün Ətraf Mühitin Mühafizəsi və Kənd Təsərrüfatı Nazirliyi təsirli və səmərəli plan hazırlamışdır.

“Ərzaq təhlükəsizliyi və ölkəyə ilkin məhsulların tədarükü baxımından gündəlik olaraq qarşılaşdığımız çətinliklərə paralel olaraq kəndin dirçəlməsi, canlanması, fermerliyə dəstək bugün yeni dəyər və ölçü qazanır. Kənd Təsərrüfatı Nazirliyi fermerlərə dəstək üçün tamamilə təsirli və səmərəli plan hazırlamışdır, hansı ki, yaxın günlərdə əhaliyə və ilk növbədə fermerlərə təqdim ediləcək” - Baş nazir qeyd etdi.

Baş nazir hökumət tərəfindən gəlirlərini itirmiş vətəndaşlara dəstəyə diqqət çəkdi və qeyd etdi ki, yekun olaraq, gəlirini itirmiş hər bir vətəndaş dövlət tərəfindən dəstək alacaq.

Qiorqi Qaxarianın dediyinə görə Vergi Məcəlləsinə edilən dəyişikliklər iş yerlərinin qorunub saxlanılması məqsədilə gəlir vergisinə dövlət subsidiyasına şamil olunacaq və hökumətin sərəncamı o sosial tədbirlərə istiqamətlənəcək, hansı ki, gəlirsiz qalmış insanlara dəstəkləməyə aid ediləcək.

“Bugün bizim hökumətin ən vacib müzakirə mövzularından biri bizim artıq planladığımız və ictimaiyyətə təqdim etdiyimiz sosial-iqtisadi tədbirlər olacaq və biz necə ki, Vergi Məcəlləsindəki dəyişiklikləri, eləcə də hökumət sərəncamını qəbul edəcəyik və təşəbbüs göstərəcəyik. Vergi Məcəlləsində dəyişikliklər birbaşa ölkədə iş yerlərinin maksimal dərəcədə qorunmasına yönəldilmiş olan, şirkətlər üçün gəlir vergisinə subsidiyalar baxımından stimullaşdırıcı tədbirlərə şamil ediləcək. Hökumət sərəncamı isə artıq qəbul etdiyimiz və 6 ay ərzində necə ki, işlərini itirmiş vətəndaşların, eləcə də özünü işlə təmin etmiş, hazırda işsiz qalmış vətəndaşların dəstəyini nəzərdə tutan sosial tədbirlərin təsdiqinə yönələcək. Biz bu mexanizmləri maksimal dərəcədə asanlaşdıracağıq və mənə inanın, yekunda gəlirini itirmiş bütün insanlar dəstək alacaqlar. Bundan əlavə, bilirsiniz ki, sosial cəhətdən çətin vəziyyətdə olan, balları 65 000 - dən 100 000 - ə qədər olan ailələr 6 ay ərzində 600 lari miqdarında dəstək alacaqlar və bu çoxuşaqlı ailələrə, 16 yaşa qədər əlilliyi olan şəxslərə və ilk növbədə dövlət tərəfindən dəstəyə ehtiyacı olan hər kəsə şamil ediləcək” – Baş nazir bəyan etdi.

Qiorqi Qaxaria hökumət üzvlərini yüksək aşkarlıq prinsipinin qorunması üçün ictimaiyyətin bütün suallarına cavab verməyə çağırdı.

“Uğurumuzun əsası, əlbəttə ilk növbədə epidemioloji vəziyyətin və çətinliyin öhdəsindən gəlmək, iqtisadiyyatın təsirli, sürətli bərpasıdır, ancaq eyni zamanda biz gündəlik iş rejimində özümüzə rəhbər tutduğumuz yüksək aşkarlıq və şəffaflıq prinsipinə riayət etməliyik. Son aylar ərzində biz fövqəladə vəziyyət şəraitində yaşayır, işləyir və gündəlik fəaliyyət göstəririk və baxmayaraq ki, qanunumuz bizə ictimaiyyət qarşısında hesabat baxımından, səmərəlilik baxımından mövzuları sonraya ertələmək üçün müəyyən icazələr verir, ancaq mən hər birinizə demək istəyirəm ki, bizim artıq buna imkanımız var, artıq fors-major vəziyyətində deyilik, epidemioloji vəziyyəti idarə edirik və iqtisadiyyatın bərpası planının həyata keçirilməsinə başlayırıq, hər birinizi, cəmiyyətin bütün suallarına, fövqəladə vəziyyət şəraitində qəbul edilmiş bütün qərarlar, konkret olaraq hər hansı qərar, bu və ya digər şirkətə niyə icazə verilməsi və digərinə niyə icazə verilməməsi barəsində suallara, bir şəhərin niyə bağlandığı və ya digərinin bağlanmadığına aid, ya da ilk baxışda vətəndaşlara sərt görünən məhdudiyyətlərə aid suallara cavab verməyə çağırıram. Hər birinizi bu sualların kimdən gəldiyinə baxmayaraq bütün bu suallara açıq və şəffaf şəkildə cavab verməyə çağırıram” – Qiorqi Qaxaria bəyan edib.

Hökumət başçısının sözlərinə görə etnik mənşəyindən və ya hansı bölgədə yaşadığından asılı olmayaraq, fövqəladə vəziyyət şəraitində bütün xidmətlər bütün vətəndaşlara bərabər şəkildə çatdırılacaq.

Baş nazir, həmçinin dövlət səlahiyyətlilərinə dövlətin həyata keçirdiyi bütün tədbirlərin hər bir Gürcüstan vətəndaşı arasında bərabər bölünməsi üçün bu istiqamətdə təsirli addımlar atılmasını tapşırdı.

Etnik mənşəyindən və ya hansı bölgədə yaşadığından asılı olmayaraq, fövqəladə vəziyyət şəraitində hər bir tibbi, iqtisadi xidmət hər bir vətəndaşımıza bərabər formada göstəriləcəkdir.

“Bildiyiniz kimi Stopcov.ge saytı üç dilə tərcümə olunmuşdur. İlk növbədə yerli munisipalitetləri hər bir vətəndaşa dövlət tərəfindən müəyyən olunan hər bir imtiyaz, atılan sosial dəstək addımları haqqında məlumatın çatdırılması üçün maksimal dərəcədə əməklərini ikiqat artırmağa çağırıram. Bundan əlavə, dövlətin həyata keçirdiyi bütün tədbirlərin hər bir Gürcüstan vətəndaşı arasında bərabər bölünməsi üçün qubernatorlara bu istiqamətdə təsirli addımlar atmağı tapşırmaq istəyirəm” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

 


  • გიორგი გახარია - ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას