სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ირაკლი ჩიქოვანი - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიზნით მოქალაქეებს შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ და საღამოს 18:00-დან 19:00-მდე დაბრუნდნენ რეგიონალურ შტაბებთან შეთანხმებით

22 აპრილი 2020


Ge/Az

ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ქვეყანა მზად შეხვდეს პიკის ეტაპს.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12:00 სთ-დან, 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გვინდა ავუხსნათ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, შეზღუდვა და ყველა რეკომენდაცია ემსახურება მხოლოდ ერთს - მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შესაძლებელია COVID 19-მა მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს. ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა.

დღეს სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების კიდევ ერთი ახალი ფაქტი და ჯამში 5 შემთხვევა. ასევე, საერთო ჯამში გვაქვს ინფიცირების 411 ფაქტი, აქედან ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დაბალი ციფრები განპირობებულია იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობით და დროულობით, რომელიც ჩვენ აქამდე გავატარეთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ციფრები შესაძლებელია, ოპტიმიზმში გადაითარგმნოს, მაგრამ როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები, ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად, პრაქტიკა მიუთითებს, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნეულდეს ახალი ვირუსით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიუხედავად, ეტაპობრივად შემსუბუქდება შეზღუდვები, იმისათვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა წარადგინა ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში, რომ ერთი თვით გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქებთ შეზღუდვებს და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ

„მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:00-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება არის მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება და ნებართვებით უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტზე და რეგიონულ საკოორდინაციო შტაბებზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა იმ დაწესებულებებისა და პირების ჩამონათვალი განმარტა, რომლებზეც საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ.

„საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, თუ ვინ სარგებლობს დღეს იმ ნებართვებით, რომელიც მათ მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების აღსრულება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში არის ხელშეუხებელი და ამიტომ, ჩვენ გვჭირდებოდა შესაბამისი ნებართვის დაშვება ამ კონკრეტულ პირთა წრისთვის.

აღნიშნული ნებართვები გააჩნია - საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი") გაწევის მიზნით თანამშრომლები:

მაგალითისთვის ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ მუშაობას აფთიაქები, რომელთაც აქვთ გადაადგილების ნებართვა და რომელთა რაოდენობა გახლავთ 2 835, მათ შორის 4 დიდი სააფთიაქო ქსელი, რომელსაც გააჩნია 901 ობიექტი.
რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, ქვეყანაში ნებართვით ფუნქციონირებს 5000 -ზე მეტი სასურსათო მაღაზია; ასევე, 1300 პურ-ფუნთუშეულის საცხობი, საწარმო, მაღაზია;

ქვეყანაში 1000-მდე სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 300-ზე მეტი საავადმყოფო და მათი თანამშრომლები;

სამედიცინო მომსახურების გაწევის, ან მიღების მიზნით გადაადგილება;
ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მედიასაშუალებების წარმომადგენლები;
საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვები;
შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;
ბანკომატების, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილება და ინკასაცია;
კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილება;
საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილება;
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნით გადაადგილება;
ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის, გაზის, ელექტროენერგიის, ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;

საჯარო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული პირები, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; სახელმწიფომ თავიდანვე მიიღო გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გადავსულიყავით დისტანციური რეჟიმით მომსახურებაზე, მაგრამ არიან ადამიანები და საჯარო მოხელეები, რომლებსაც აუცილებლად უწევთ გადაადგილება ავტომობილით. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად ეხმარებიან ათასობით ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის მოხუცებს, რომ ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით.

ამ ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ', - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერმა განმარტება გააკეთა ასევე საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედი ცხელი ხაზის შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდა, საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებზე დაუკავშირდნენ მხოლოდ და მხოლოდ 144 , ხოლო 112-ს გადაუდებელი შემთხვევებისას.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, რეგულაციის ამოქმედების პირველი 2 დღის განმავლობაში ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე განსაკუთრებული აქტივობა მოჰყვება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა, ეს არის სახელმწიფო სამთავრობო ცხელი ხაზის 144-ის ფუნქციონირება. გუშინ დღის განმავლობაში 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა აღნიშნულ ნომერზე და შესაბამისად სწორედ ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც ინფორმაციის მიღებასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციის ამოქმედების პირველ 2 დღეს არის განსაკუთრებული აქტივობა და ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას რაიმე ფორმის შეფერხებისთვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ მაქსიმალურად, მივაწვდით ჩვენს თანამოქალაქეებს ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლის შემთხვევებზე, რომლითაც მათ შეუძლიათ სარგებლობა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები ვერ იღებენ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას 144-ზე, ისინი მიმართავენ 112-ს. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში 112 ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მაშინ როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება. მინდა უმორჩილესად გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ 144 დავუკავშირდეთ ,ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის თავიდანვე ფუნქციონირებდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა უყურადღებოდ დაგვრჩეს არცერთი შემთხვევა, რომელიც იქნება ყურადსაღები, როგორც მედიკოსებისთვის ასევე, პოლიციელებისთვის. მოგმართავ უმორჩილესად, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოვიყენოთ ცხელი ხაზი 144", განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, მოქალაქეების უკეთ ინფორმირებისთვის, ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია შეზღუდვებთან, დღის ბოლომდე ვებ-გვერდზე www.StopCoV.ge-ზე აიტვირთება.
„მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, იმ პირების, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, მაგალითად კლინიკების თანამშრომლები თუ ექიმები, ფარმაცევტული ობიექტების თანამშრომლები, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები თუ სხვა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ თავად ობიექტების ხელმძღვანელობას აქვს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი თანამშრომლების, თუ, თუნდაც იმ პაციენტების, ვინც მკურნალობდა მათ კლინიკაში და გაეწერება, დასაშვებია ყველა ამ პირის შეუფერხებელი გადაადგილება ავტომობილი., ამ ადამიანების უკეთ ინფორმირების მიზნით, ეს პირობები გამოქვეყნდება, ვებ-გვერდზე www.StopCoV.ge დღის განმავლობაში ეს იქნება ამ ვებგვერდზე ატვირთული და თითოეულ თქვენგანს ექნება, რომ დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

Irakli Çikovani – Kənd təsərrüfatı işləri məqsədilə vətəndaşlar regional qərargahlar ilə razılaşdırılmış şəkildə səhər 06:00-dan 08:00-a qədər hərəkət edə və axşam 18:00-dan 19:00-a qədər qayıda biləcəklər

Bütün tənzimləmələrin, bütün məhdudiyyətlərin məqsədi hər bir vətəndaşımızın həyatını qorumaq, COVID 19-un yayılmasının qarşısını almaq və qəhrəman həkimlərimizə bütün həmvətənlərimiz üçün yüksək keyfiyyətli xidmətlər göstərmək və həyatları üçün mübarizə aparmağa imkan verməkdir – bu barədə Baş nazirin müşaviri, mətbuat katibi İrakli Çikovani bəyan edib.

Baş nazirin mətbuat katibinin qeyd etdiyinə görə Gürcüstan hələ pik mərhələdə deyil, bu hələ gözləniləndir və ölkənin bu pik mərhələni hazır şəkildə qarşılaması üçün maksimal şəkildə ən təsirli və səmərəli tədbirlər görülməlidir.

“Bildiyiniz kimi ölkədə COVID 19-un yayılmasının qarşısını almaq üçün Koordinasiya Şurası tərəfindən qərar qəbul edildi və fövqəladə vəziyyət çərçivəsində minik avtomobillərinin hərəkətinə aid olan məhdudiyyət 17 aprel saat 12:00-dan aprelin 27-i günün sonunadək uzadıldı. Vətəndaşlarımıza bir daha bildirmək istəyirik ki, hakimiyyətin həyata keçirdiyi hər bir tədbir, məhdudiyyət və bütün tövsiyələr yalnız bir şeyə - COVID 19-un vətəndaşlarımıza vura biləcəyi zərərləri minimuma endirməyə xidmət edir. Bütün tənzimləmələrin, bütün məhdudiyyətlərin məqsədi hər bir vətəndaşımızın həyatını qorumaq, COVID 19-un yayılmasının qarşısını almaq və qəhrəman həkimlərimizə bütün həmvətənlərimizə yüksək keyfiyyətli xidmətlər göstərmək və onların həyatları üçün mübarizə aparmaq imkanl verməkdir.

Bugün təəssüf ki, daha bir ölüm faktı var və ölənlərin sayı 5 olmuşdur. Həmçinin, ümumilikdə 411 yoluxma halı var, onlardan 3-ü son 24 saat ərzində qeydə alınmışdır, bu aşağı sayda göstəricilər bizim bugünə qədər vaxtında gördüyümüz təsirli qabaqlayıcı tədbirlərin nəticəsidir. Anlayırıq ki, bir çox hallarda bu rəqəmlər nikbinliyə səbəb ola bilər, ancaq bizim epidemioloqlarımız, bizim tibb sahəsi nümayəndələri və ümumən təcrübə göstərir ki, Gürcüstan hələ pik mərhələdə deyil, bu hələ gözləniləndir və             müvafiq olaraq, maksimal dərəcədə təsirli və səmərəli tədbirlər görməliyik ki, pik mərhələni mümkün qədər hazır qarşılayaq və maksimal dərəcədə az vətəndaş yeni virusa yoluxsun” – İrakli Çikovani bəyan etdi.

Baş nazirin müşavirinin qeyd etdiyi kimi, fövqəladə vəziyyətin davam etməsinə baxmayaraq, gündəlik həyat və iqtisadi fəaliyyətin adi ritminə qayıtması üçün mərhələli şəkildə məhdudiyyətlər yüngülləşdiriləcək.

“Fövqəladə vəziyyətin bir ay uzadılması üçün Gürcüstan Hökuməti və Baş nazirin Prezidentə müraciət etməsinə və Prezidentin bu qərarı Gürcüstan Parlamentinə təqdim etməsinə baxmayaraq, biz bu dövr ərzində addım-addım və müsbət dinamikamızın olacağını nəzərə alaraq, məhdudiyyətləri yumşaltmaq və gündəlik həyatımızın, iqtisadi aktivliyin adi ritminə qayıtmasına şərait yaratmaq niyyətindəyik” – İrakli Çikovani bəyan etdi.

Baş nazirin müşavirinin qeyd etdiyinə görə vətəndaşların kənd təsərrüfatı işləri ilə məşğul olmalarında problem yaranmaması üçün bölgələrin munisipalitetlərində onların səhər saatlarında öz işləri üçün getmək və axşam saatlarında qayıtmaq imkanı olacaq.

“Munisipalitetlərdə vətəndaşlar kənd təsərrüfatı işləri aparmaq üçün səhər 06:00-dan 08:00-dək müvafiq iş görəcəkləri yerə gedə və axşam 18:00-dan 19:00-dək öz evlərinə qayıda biləcəklər. Bu avtomobil ilə hərəkəti nəzərdə tutur. Qeyd olunan qərar Koordinasiya Şurası tərəfindən qəbul edilmişdir və bu qərarın dərhal birbaşa icrası hər bir munisipalitet və regional koordinasiya qərargahlarına aiddir”  - deyə Çikovani bəyan etdi.

Baş nazirin müşaviri avtomobil hərəkəti məhdudiyyətinin aid edilmədiyi qurumların və şəxslərin siyahısını izah etdi. İrakli Çikovaninin brifinqdə dediyi kimi, məhdudiyyət fəaliyyət göstərməsi mühüm əhəmiyyətə sahib olan qurumlara aid edilmir.

Baş nazirin mətbuat katibinin bəyanatına görə avtomobillərin hərəkətinə Daxili İşlər Nazirliyi tərəfindən çox ciddi nəzarət olunur və bu icazələrdən sui-istifadə edilməməsi üçün nazirlik nümayəndələri hər gün 24 saatlıq rejimdə işləyirlər.

“Cəmiyyətdə yaranan suallara cavab olaraq, onlara minik avtomobilindən istifadə etmək imkanı verən icazələrdən kimlərin yararlandığını bir daha izah etmək istəyirəm.

Ölkədə fövqəladə vəziyyət olmasına baxmayaraq, mühüm əhəmiyyətli infrastrukturanın fəaliyyəti və mühüm əhəmiyyət təşkil edən funksiyaların icrası bizim ölkədə, eləcə də istənilən ölkədə vacibdir və bizim konkret şəxslər dairəsinə müfaviq icazəni vermək ehtiyacımız var.

Qeyd olunan icazələr məhsul, ərzaq və tibbi təyinatlı malların/farmaseptik məhsulların çatdırılma xidmətini yerinə yetirən (sözdə “deliveri servis”) işçilərə verilir:

Məsələn, ölkə miqyasında avtomobillə hərəkət etmək icazəsi olan 2 835 aptek aktiv şəkildə fəaliyyətini davam etdirir, o cümlədən 901 obyektə sahib olan 4 böyük aptek şəbəkəsi var.

Ərzaq mağazalarına gəlincə, ölkədə 5000-dən çox ərzaq mağazası icazə ilə fəaliyyət göstərir; həmçinin 1300 un məmulatları (bulka, şirniyyat) bişirilən fırın, müəssisə, mağaza var;

Ölkədə 1000-dək tibb müəssisəi fəaliyyət göstərir, onlardan 300-dən çoxu xəstəxana və onların işçiləridir;

Tibbi xidmət göstərmək və ya qəbul etmək üçün avtomobillə hərəkət;

Jurnalist fəaliyyəti üçün media vasitələrinin nümayəndələri;

Beynəlxalq və yerli yük daşımaları;

Binaların ümumi təmizlənməsi və dezinfeksiya işləri məqsədilə hərəkət, yerdəyişə;

Bankomatların, sürətli ödəmə aparatlarının və terminalların davamlı işləməsi üçün tələb olunan işləri görmək üçün avtomobillə hərəkət və inkassasiya xidməti;

Şəxsi mühafizə işlərini həyata keçirmək üçün avtomobillə hərəkət;

Dünyasını dəyişmiş şəxsi torpağa basdırmaq üçün avtomobillə hərəkət;

Poçt və ya kuryer xidmətləri məqsədilə hərəkət;

Elektrik enerjisi, təbii qaz, su təchizatı, həmçinin telekommunikasiya və tullantıların idarə edilməsi xidmətləri üçün hərəkət;

Texniki təhlükə daşıyan obyektlərin (o cümlədən liftlər, qaz boru kəmərləri və s), habelə su, qaz, internetin təmir edilməsi xidmətləri məqsədilə hərəkət;

Dövlət qurumları tərəfindən işlərini görmək üçün hərəkəti mühüm önəm daşıyan şəxslər; dövlət ən başdan maksimal dərəcədə distant işə keçmək qərarı almışdır, ancaq yenə də vəzifələrini yerinə yetirmək üçün avtomobil ilə hərəkət etməsi məcbur olan şəxslər var. O cümlədən munisipalitetlərdə minlərlə vətəndaşlarımıza, yaşlılara ərzaq məhsulları və medikamentlərlə təmin olunmaları üçün yardım edən şəxslər var.

Bu avtomobillərin hərəkətinə Daxili İşlər Nazirliyi tərəfindən cidd qaydada nəzarət olnur. DİN əməkdaşları hər gün 24 saatlıq iş rejimində işləyirlər ki, bu insanlar icazədən sui-istifadə etməsinlər” – deyə İrakli Çikovani bəyan etdi.

Baş nazirin mətbuat katibi fövqəladə vəziyyətlə bağlı mövcud qaynar xəttə aydınlıq gətirdi və vətəndaşları fövqəladə vəziyyətlə bağlı qoyulan məhdudiyyətlərlə bağlı yalnız və yalnız 144-ə zəng etməyə çağırdı, ancaq 112-ə təcili yardım lazım olduğu halda zəng edilməlidir.

İrakli Çikovaninin sözlərinə görə tənzimləmənin qüvvəyə mindiyi ilk 2 gün ərzində hökumətin vahid qaynar xəttində xüsusi aktivlik olacaq.

“Diqqət yetirmək istədiyim vacib ünsürlərdən biri dövlətin vahid hökumət qaynar xətti 144-ün fəaliyyətidir. Dünən gün ərzində 260 mindən çox zəng daxil olmuşdu və məhz bu məlumatın alınmasında gecikmələrə səbəb oldu. Biz yaxşı anlayırıq ki, tənzimləmələrin qüvvəyə mindiyi ilk 2 gün ərzində xüsusi aktivlik var və biz bunun öhdəsindən gəlməyə hazırıq. Hər hansı maneələr və ya gecikmələrə görə hər kəsdən üzr istəyirəm, ancaq bu xətt işinə davam edir və biz maksimal şəkildə vətəndaşlarımıza mövcud olan məhdudiyyətlər və onların yararlana biləcəyi istisnalar haqqında məlumat verəcəyik.

Buradaca qeyd etmək istəyirəm ki, vətəndaşlarımız 144-dən fövqəladə vəziyyətlə bağlı məlumat ala bilmədikdə 112-ə müraciət edirlər. Bilirsiniz ki, ölkədə 112 xüsusi hallar üçün fəaliyyət göstərir, bu vətəndaşlarımızın təcili tibbi yardım və ya polis ilə əlaqə saxlamaq istədikdə baş vuracaqları qaynar xətdir. Hər kəsdən təvazökarlıqla xahiş edirəm ki, fövqəladə vəziyyətlə bağlı yalnız və yalnız 144-ə müraciət edəsiniz, 112-ni isə onun elə əvvəldən də fəaliyyət göstərdiyi kimi, vacib və təcili hallar üçün saxlayaq, çünki biz istəmirik ki, tibb işçiləri və ya polis üçün diqqətəlayiq hər hansı məlumat diqqətdən kənar qalsın. Təvazökarlıqla xahiş edirəm ki, fövqəladə vəziyyət şəraitində mövcud məhdudiyyətlərlə əlaqədar 144 qaynar xəttindən istifadə edin” – İrakli Çikovani bəyan etdi.

İrakl Çikovaninin qeyd etdiyinə görə vətəndaşların daha yaxşı məlumatlandırılması üçün məhdudiyyətlərlə əlaqədar məlumatlar günün sonunadək www.StopCoV.ge saytında yerləşdiriləcəkdir.

“Sakinlər, xüsusən də yuxarıda sadalanan şəxslər, məsələn klinika işçiləri və ya həkimlər, farmaseptik obyekt işçiləri, ərzaq mağazaları işçiləri və ya başqaları baxmayaraq ki, müəssisə rəhbərlərinin məlumatı var ki, onların işçilərinin və ya onların klinikalarında müalicə almış pasiyentin maneəsiz avtomobillə hərəkəti icazə veriləndir, bu insanların daha yaxşı məlumatlandırılması məqsədilə bu şərtlər www.StopCoV.ge saytında gün ərzində yayımlanacaqdır və sizlərdən hər birinizin yararlana biləcəyiniz bu məlumatlarla tanış olmaq imkanınız olacaq” – İrakli Çikovani bəyan etdi.

 


  • ირაკლი ჩიქოვანი - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიზნით მოქალაქეებს შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ და საღამოს 18:00-დან 19:00-მდე დაბრუნდნენ რეგიონალურ შტაბებთან შეთანხმებით