სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით

20 აპრილი 2020


Ge/Az

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ერთობლივ მოქმედებებს, რომელსაც ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებენ. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის, მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან ახლო მეგობრები და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის იმედი, რაც დადასტურდა კრიზისის პერიოდში მჭიდრო თანამშრომლობით და კონკრეტულ, ხელშესახებ ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც ექსპერტულ დონეზე, ასევე - ფინანსური კუთხით.

ვიდეოკონფერენციისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ, შესაბამისად, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა და ევროპული სოლიდარობა. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც მკაფიო და შეუქცევადი იქნება.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესს. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებზე. ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, მათ შორის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

ვიდეოკონფერენციისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აჩენს. ამ თვალსაზრისით აღინიშნა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა და არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს.

საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში, აპრილში იგეგმებოდა, პანდემიის გამო ვერ განხორციელდა და გლობალური გამოწვევის დამარცხების შემდეგ შედგება. ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა მზადყოფნა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ, ამჯერად ახალ ამპლუაში ეწვიოს საქართველოს.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდნენ.

Avropa Komissiyasının prezidenti Ursula Fon der Lyayen COVID-19 qlobal pandemiyasının öhdəsindən gəlmək və ölkədə davam edən iqtisadi və siyasi islahatlar baxımından Gürcüstan Hökumətinin addımlarını yüksək qiymətləndirir  - Avropa Komissiyasının prezidenti bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria ilə həyata keçirilən video konfrans zamanı bəyan edib.

Pandemiya ilə mübarizə baxımından həyata keçirilən tədbirlər və Avropa İttifaqı ilə Gürcüstanın bu istiqamətdə birgə həyata keçirdiyi fəaliyyətlərdən danışıldı. Baş nazir Avropa İttifaqına Gürcüstana verdiyi əhəmiyyətli maliyyə yardımına görə təşəkkür etdi və Avropa İttifaqının Gürcüstanın ən böyük donorlarından biri, dəstəkçisi olaraq həlledici əhəmiyyətini vurğuladı.

Avropa Komissiyasının prezidenti qeyd etdi ki, Gürcüstan və Avropa İttifaqı çox yaxın dostdurlar və Gürcüstan Avropa İttifaqının güclü dəstəyinə ümid edə bilər, bu böhran dövründə sıx əməkdaşlıq və konkret, maddi maliyyə dəstəyi ilə özünü göstərdi. Ursula Fon der Lyayen qeyd etdi ki, Avropa Komissiyası gələcəkdə də necə ki, mütəxəssis səviyyəsində, eləcə də maliyyə baxımından Gürcüstana dəstək olmağa hazırdır.

Video konfrans zamanı Gürcüstanın işğal olunmuş ərazilərində mövcud vəziyyətə diqqət yönəldildi. Baş nazir orada mövcud çətin vəziyyəti barəsində ətraflı danışdı və bəyan etdi ki, dünyanın pandemiya ilə mübarizə apararkən işğalçı qüvvələr “borderizasiya” adlanan prosesi davam etdirirlər, müvafiq olaraq Avropanın dəstəyi və Avropa həmrəyliyi heç vaxt olmadığı kimi vacibdir. Avropa Komissiyasının prezidenti Avropa İttifaqının Gürcüstanın ərazi bütövlüyü və suverenliyinə verdiyi daimi dəstəyi təsdiqlədi və qeyd etdi ki, bu dəstəq gələcəkdə də aydın və dönməz olacaq.

Danışıqlarda, həmçinin ölkədə aparılan islahatlara da toxunulub. Baş nazir iqtisadi və siyasi islahatlar baxımından davam edən proseslər haqqında ətraflı danışdı. Gürcüstan hakimiyyətinin, həmçinin seçki prosesi il əlaqədar səyləri Avropa Komissiyasının prezidenti tərəfindən yüksək qiymətləndirildi.

Video konfrans zamanı tərəflər, həmçinin assosiasiya gündəminin icrasından, habelə assosiasiya sazişinin verdiyi imkanlardan danışdılar. Bu baxımdan Qara dəniz bölgəsindəkı əməkdaşlıq və Gürcüstanı Avropa İttifaqı ilə əlaqələndirən mövcud infrastruktur layihələri qeyd olundu.

Söhbət zamanı Gürcüstan Baş nazirinin Brüsselə aprel ayında planlaşdırılan rəsmi səfərinin pandemiya səbəbiylə baş tutmadığı və qlobal çağırışın öhdəsindən gəlindikdən sonra reallaşacağı qeyd edildi. Avropa Komissiyasının prezidenti ilk imkan olan kimi yenidən, bu dəfə başqa ampulada Gürcüstana səfər etməyə hazır olduğunu təsdiq etdi.

Video konfransda Gürcüstan Xarici İşlər naziri Davit Zalkaliani, Gürcüstanın Belçika Krallığı və Böyük Luksemburq Hersoqluğundakı səlahiyyətli səfiri və Gürcüstanın Avropa İttifaqındakı nümayəndəliyinin rəhbəri Nata Sabanadze və Baş nazirin beynəlxalq əlaqələr üzrə müşaviri İrakli Çikovani iştirak edirdilər.

 


  • ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით