საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
16 აპრილი 2020
Ge/Az
საქართველოში სამედიცინო პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაიწყო - ფონდი „ქართუ“ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.
წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.
„მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა Covid-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, StopCoV-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო.
„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს.
„დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს რესპირატორი, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელს მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Gürcüstanda tibbi maskaların yerli istehsalı başladı- “KARTU” Fondu, səhiyyə sektoru üçün 4 milyon tibbi maska alacaq.
Gürcüstan hökumətinin dəstəyi ilə, gürcü şirkəti tibbi maskaların istehsalına başladı. Ölkənin səhiyyə sistemini təmin etmək məqsədilə yerli istehsalın ilk 4 milyon tibbi məhsulu “KARTU” Fondu tərəfindən alınaraq tamamilə dövlətə təhvil veriləcək.
Gürcüstanın Baş naziri - Qiorqi Qaxaria, səhiyyə naziri - Ekaterine Tikaradze və “KARTU” Fondunun Müşahidə Şurasının sədri - Nikoloz Çxetiani ilə birgə, istehsalın başlanması prosesi ilə tanış oldu.
Hökumət başçısı, Bidzina İvanişviliyə və “KARTU” Fonduna təşəkkür edərək, tibbi maskaların bu gün Covid-19-la mübarizənin ön cəbhəsində olan tibb işçiləri tərəfindən istifadə ediləcəyini qeyd etdi.
„Bildiyiniz kimi, Covid-19 gündəlik həyatımıza bir çox yeni, kədərli xəbərlər gətirən qlobal bir çağırışdır. Təəssüf ki, müəyyən bir müddət ərzində gündəlik olaraq əlcək və tibbi maskalar ilə yaşamağa alışmalıyıq. Bununla yanaşı, bu gün tibbi maska kimi elementar bir şeydə qlobal defisitin yaranması da bu çətinliyin nəticəsidir. Gürcü şirkəti bizə və həkimlərimizə lazım olan birdəfəlik tibbi maska istehsal etməyə imkan verən bir avadanlıq gətirdi. Şirkət, yaxın gələcəkdə daha bir əlavə xətt işə salacaq və gündə təxminən 250 000 birdəfəlik maska istehsal edə biləcək. “KARTU” qrupunun, bu müəssisədə istehsal olunan ilk 4 milyon maskanı, dövlət və hökumətə hədiyyə etməsi əhəmiyyətli bir faktdır. Əlbətdə ki, sözü gedən tibbi maskaları ilk növbədə bizim Covid-19-la mübarizənin ön cəbhəsində olan tibb sektorumuz istifadə edəcək. “KARTU”-ya təşəkkür edirəm. O, həmişə olduğu kimi, dövlətin yanındadır və hər zaman ən çox ehtiyac duyduğumuz yerdə bizə kömək edir. Covid-19-la mübarizədə istifadə ediləcək StopCoV-fonduna 100 milyon köçürdüyünə görə, cənab Bidzina İvanişviliyə təşəkkür edirəm,“- deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Gürcü şirkəti "Respirator" üç qatlı, ən yüksək keyfiyyətə malik, beynəlxalq standartlara uyğun olan 200 000- 250 000 tibbi maska istehsal edə biləcək. Şirkət direktorunun qeyd etdiyi kimi, bu gün dünyada, belə maskalar hazırlamaq üçün lazım olan xammalın çatışmazlığına baxmayaraq, şirkət Gürcüstan hökumətinin və diplomatik korpusun dəstəyi ilə müvafiq materialları Gürcüstana gətirə bildi.
„Bu, dünyada maskaların ümumi çatışmazlığı baxımından Gürcüstandakı vəziyyəti xeyli yaxşılaşdıracaq. “KARTU”- Fondunun böyük töhfəsini qeyd etməmək mümkün deyil. “KARTU” daha bir analoqu olmayan addım ataraq 4 milyon maskanı dövlətə pulsuz olaraq təhvil verir, bu da Covid-19 infeksiyası ilə mübarizə nəticəsində bu gün üzərimizə düşən yükü əhəmiyyətli dərəcədə azaldacaq“,- deyə İşğal Olunmuş Ərazilərindən olan Məcburi Köçkünlər, Əmək, Səhiyyə və Sosial müdafiə naziri - Ekaterine Tikaradze bəyan etdi.
“KARTU” Fondunun Müşahidə Şurasının sədri - Nikoloz Çxetiani, Gürcüstanda tibbi maskaların istehsalının dövlətlə özəl sektor arasındakı əməkdaşlıq nəticəsində mümkün olduğunu qeyd etdi və bu işdə Səhiyyə, Ədliyyə və Xarici İşlər nazirliklərinin töhfəsini də xüsusi vurğuladı.
„Bu gün bütün ölkə yeni, görünməz bir düşmənlə, dünya pandemiyası Covid-19-la mübarizə apararkən, bu mübarizəyə öz töhfəmizi vermək fürsətimiz yaranıb. “KARTU” Fondu, Gürcüstanda istehsal olunan 4 milyon tibbi maskanı satın alaraq dövlətə təhvil vermək qərarına gəldi. MMC "Respirator", Gürcüstanda bu xətti ən qısa müddətdə yaradan və qaydaya salan ilk istehsalatdır. “KARTU” Fondu, bildiyiniz kimi, bir neçə gün öncə Covid-19-la Mübarizə Fonduna - 100 milyon köçürdü və bununla yanaşı dövlətə növbəti yardımı göstərir. Yuxarıda göstərilən məhsulları bu istehsalatdan alaraq, onu səhiyyə sahələrində və digər həyati əhəmiyyətli obyektlərdə istehlak etməsi üçün dövlətə təhvil verəcəyik. Ümid edirik ki, bu dünyada və təbii ki Gürcüstanda tibbi baxımdan mövcud olan defisiti aradan qaldıracaq “, - deyə Nikoloz Çxetiani bəyan etdi.
Yüksək keyfiyyətli, üç qatlı tibbi maskalar Xəstəliklərə Milli Nəzarət Mərkəzi tərəfindən sertifikatlaşdırılıb və beynəlxalq standartlara tam uyğundur.
"Respirator" şirkəti bir komanda tərəfindən yaradılaraq "Gürcüstanı istehsal et" adlı dövlət proqramının dəstəyi ilə 2017-ci ildən bəri inkişaf edərək, yeni bir istiqamətə - UV texnologiyası ilə rəqəmsal çapa sahibdir və bu gün yüksək keyfiyyətli tibbi maskalar istehsal edir.