საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
15 აპრილი 2020
Ge/Az
ვის აქვს უფლება შევიდეს ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში ან გავიდეს ამ მუნიციპალიტეტებიდან?
▪ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში რეგისტრირებული პირები 15 აპრილის 21:00 საათიდან ვერ დატოვებენ ამ ქალაქების (მუნიციპალიტეტების) ტერიტორიას.
▪შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტებში (მაგალითად ხაშურში). თუმცა, ის პირები, რომლებიც დატოვებენ ზემოაღნიშნულ ქალაქებს (მუნიციპალიტეტებს) და გაემართებიან რეგისტრაციის ადგილას, ვეღარ შეძლებენ ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) დაბრუნებას.
▪ ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) არიან რეგისტრირებულნი (და არა ფაქტობრივად მცხოვრებნი).
▪ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ან რეგისტრირებული არიან ჩაკეტილ ქალაქებთან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) მოსაზღვრე ან მასთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირის მქონე დასახლებებში (მაგალითად წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები და ა.შ.) გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (144)
რა ვადით მოქმედებს შეზღუდვები?
▪ შეზღუდვა მოქმედებს 10 დღის ვადით, თუმცა, შეზღუდვის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
როგორ მოვიქცე თუ მესაჭიროება სამედიცინო მომსახურება ჩაკეტილ ქალაქში (მუნიციპალიტეტში)?
▪ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (11505).
გვჭირდება გადაადგილება სამსახურებრივი მიზნით. ვის მივმართოთ?
▪ სამსახურებრივი მიზნით, საგამონაკლისო წესით, გადაადგილება დასაშვებია. ასეთი საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულებები, საწამოები, ეკონომიკური სუბიექტები მიმართავებს შესაბამისი დარგის სამინისტროებს, რომლებიც თავის მხრივ, გადაადგილების უფლების მქონე პირთა სიას ათანხმებს ოპერაციულ შტაბთან.
რა ტიპის დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, რომ შემიშვან ჩაკეტილ ქალაქში (მუნიციპალიტეტში)?
▪ უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად ექიმი, ადვოკატი და ა.შ.) საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობა.
Kim, bağlı Munisipalitetlərə girmək və ya bu Munisipalitetləri tərk etmək hüququna malikdir?
Tbilisi, Rustavi, Kutaisi və Batumi şəhərlərində qeydiyyatda olan şəxslər 15 aprel, saat 21:00-dan etibarən bu şəhərlərin (Munisipalitetlərin) ərazisini tərk edə bilməyəcəklər.
Məhdudiyyət qüvvəyə mindikdən sonra, Tbilisi, Rustavi, Kutaisi və Batumi şəhərlərini yalnız digər Munisipalitetlərdə (məsələn, Xaşuridə) qeydiyyatda olan şəxslər tərk etmək hüququna malikdirlər. Lakin, yuxarıda adı çəkilən şəhərləri (Munisipalitetləri) tərk edib qeydiyyatda olduqları yerə gedən şəxslər artıq bu şəhərlərə (Munisipalitetlərə) qayıda bilməyəcəklər.
Tbilisi, Rustavi, Kutaisi və Batumi şəhərlərinə, yalnız bu şəhərlərdə (Munisipalitetlərdə) qeydiyyatda olanlar (faktiki olaraq yaşayanlar deyil) daxil ola bilərlər.
Faktiki olaraq bağlı şəhərlərlə (Tbilisi, Kutaisi, Batumi, Rustavi) sərhəddə və ya sıx iqtisadi əlaqələri olan məntəqələrdə (məsələn Tsodoreti, Mukhattskaro, Napetvrebi və s.) yaşayan və ya qeydiyyatda olan vətəndaşlar hərəkət etmək istədikləri zaman qaynar xəttə (144) zəng etməlidirlər.
Məhdudiyyətlər neçə müddət davam edəcək?
Məhdudiyyət 10 gün müddətində fəaliyyət göstərəcək, məhdudiyyətin fəaliyyət müddəti epidemioloji vəziyyətdən asılıdır.
Bağlı şəhərdə (Munisipalitetdə) tibbi yardıma ehtiyacım varsa nə etməliyəm?
Vətəndaşlar, tibbi yardım almaq üçün hərəkət etməli olduqda, qaynar xəttə (11505) zəng etməlidirlər.
İşgüzar məqsədlə hərəkət etmək üçün kimə müraciət etməliyik?
İşgüzar məqsədlər üçün, müstəsna şərtlə, hərəkətə icazə verilir. Bu cür ehtiyac olduqda, aidiyyəti qurumlar, müəssisələr, təsərrüfat subyektləri müvafiq nazirliklərə müraciət edir, onlar da öz növbəsində köçürülmə hüququ olan şəxslərin siyahısını əməliyyat qərargahı ilə razılaşdırırlar.
Bağlı şəhərə (Munisipalitetə) daxil olmaq üçün keçid məntəqəsinə hansı sənədləri təqdim etməliyəm?
Şəxsiyyət vəsiqəsi, işgüzar səbəbdən (məsələn, həkim, vəkil və s.) hərəkət etmək lazım olduqda isə, fəaliyyətini təsdiq edən müvafiq bir arayış təqdim etməlisiniz.