საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
15 აპრილი 2020
Ge/Az
ირაკლი ჩიქოვანი - დღეს, 21:00 საათიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 10 დღის განმავლობაში იკრძალება
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დღეს, 15 აპრილის, საღამოს 9 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა, რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისებიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა იმ გამონაკლისებზე ისაუბრა, რაც თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 10 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები
„ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები, ხოლო 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან რეგისტრირებულნი სხვა მუნიციპალიტეტებში.
გარდა ამისა, შეზღუდვები არ ეხებათ:
1. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
2. საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს.
3. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
4. ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას.
5. ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობების ინკასაციას.
6. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის მიწოდების მიზნით გადაადგილებას.
7. ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას.
8. სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან.
9. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით მედია საშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას.
10. სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას - მიცვალებულის გადასვენებას ან დაკრძალვას.
11. ჰუმანიტარული მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას.
12. კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას.
13. იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს.
14. ასევე, მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერი გადაადგილებისას აუცილებელია მოქალაქეებმა თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნის მიმართვას, 2020 წლის 10 მაისამდე გაახანგრძლივოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა.
პრესსპიკერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ვემზადებით.
„როგორც იცით, გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა. დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით კი ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა. ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რა კავშირებიც უკვე ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ჩვენ პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად.
მნიშვნელოვანია ყველამ გავითვალისწინოთ და გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ყველა შეზღუდვა და აკრძალვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და ავარიდოთ COVID-19-ის ფართო გავრცელება. ასევე, ეს გადაწყვეტილებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმი დაბრუნდეს უფრო სწრაფად, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არ მივმართავთ ამ სპეციალურ ზომებს და ამ შეზღუდვებს. საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენს ქვეყანაში მყოფ ყველა ადამიანს, რომ მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები. დავრჩეთ სახლში და ამით დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
İrakli Çikovani - Bu gün, saat 21:00-dan etibarən Tbilisi, Rustavi, Kutaisi və Batumiyə giriş-çıxış 10 gün müddətinə qadağan olunur
Bu gün, aprelin 15-i, axşam saat 9-dan etibarən -Tbilisi, Rustavi, Kutaisi və Batumidə giriş-çıxış qadağan ediləcək, əlbəttə ki, istisnalar olacaq "- bunu Baş nazirin müşaviri, mətbuat katibi İrakli Çikovani bildirib.
Baş nazirin müşaviri, 10 gün ərzində Tbilisi, Rustavi, Kutaisi və Batumidəki istisnalar barədə danışdı. İrakli Çikovani, dünən hökumətin verdiyi qərara əsasən, mövcud fövqəladə vəziyyət çərçivəsində məhdudiyyətlərin daha da artacağını vurğuladı.
„Bu Munisipalitetlərdə qeydiyyatda olan vətəndaşlar həmin Munisipalitetlərə girə bilər , lakin 10 gün ərzində onlar bu Munisipalitetdən çıxa bilməzlər. Yalnız digər Munisipalitetlərdə qeydiyyatda olan şəxslər və vətəndaşlar bu Munisipalitetləri tərk edə biləcəklər.
Bundan əlavə, məhdudiyyətlər aid deyil:
1. İşgüzar fəaliyyətlərindən irəli gələrək, tibb müəssisələri əməkdaşlarının hərəkətinə.
2. Beynəlxalq və yerli yük daşımalarına.
3. İşgüzar fəaliyyətlərindən irəli gələrək, Gürcüstanda akkreditə olunmuş diplomatik korpusun nümayəndələrinə.
4. Təqsirləndirilən şəxslərin və məhkumların köçürülməsinə.
5. Nağd pul, qiymətli metal və digər dəyərlilərin toplanmasına.
6. Elektrik enerjisi, təbii qaz və su təchizatı üçün hərəkət edənlərə.
7. Eləcə də telekommunikasiya, poçt və tullantıların idarə olunması ilə əlaqədar xidmətlərin çatdırılması üçün hərətlərə.
8. Yalnız texniki hərəkətlə əlaqəli olan dəmir yolu nəqliyyatında hərəkətə.
9. Jurnalist fəaliyyətini həyata keçirmək üçün media vasitələri nümayəndələrinin hərəkətinə.
10. Ritual xidmətlər üçün hərəkət etmək - mərhumu aparmaq və ya dəfn etməyə.
11. Beynəlxalq təşkilatların humanitar məqsədlər üçün hərəkətinə.
12. Şəxsi təhlükəsizlik fəaliyyətini həyata keçirmək məqsədilə hərəkət etməyə.
13. Fövqəladə vəziyyət zamanı fəaliyyətləri çox vacib olan ictimai idarələrin əməkdaşlarının hərəkətinə.
14. Həmçinin, operativ qərargahla razılaşdırılmış siyahıda olan və hökumətin fövqəladə vəziyyət zamanı rəsmi vəzifələrini yerinə yetirməsi üçün hərəkəti olduqca vacib olan hökumət tərəfindən icazə verilən iqtisadi fəaliyyətlərini həyata keçirən təşkilatlara", - Baş nazirin mətbuat katibi bəyan etdi.
İrakli Çikovani ictimaiyyətə bir daha xatırlatdı ki, fövqəladə vəziyyət zamanı, hər hansı bir hərəkət vaxtı vətəndaşların şəxsiyyət vəsiqəsi üzərində olmalıdır.
Baş nazirin müşaviri, həmçinin bəyan etdi ki, Gürcüstan hökuməti ölkədə fövqəladə vəziyyət rejiminin 2020-ci il mayın 10-dək uzadılmasına dair saziş imzalaması üçün Gürcüstan Prezidentinə müraciət göndərəcək.
Mətbuat katibi, ölkədəki epidemioloji vəziyyətdən danışdı və epidemiyanın pik mərhələsinə girməyə hazırlaşdığımızı vurğuladı.
„Bildiyiniz kimi, ötən günə olan məlumata görə, ölkədə yoluxma hallarının ən yüksək artımı qeydə alınıb. Bu günə, 15 aprel tarixinə olan məlumata əsasən, Koronavirusa yoluxan cəmi 306 nəfərdir. Yeni hallar araşdırılır. Eyni zamanda, yeni yoluxmuş insanların əlaqələri müəyyənləşdirilir. Praktiki olaraq, ölkədə daxili qrupların əhəmiyyətli dərəcədə genişlənməsinə sahibik və əslində epidemiyanın pik mərhələsinə qədəm qoymağa hazırlaşırıq.
Hamımızın nəzərə almağımız və yüksək ictimai məsuliyyət nümayiş etdirməyimiz vacibdir. Fövqəladə vəziyyət zamanı tətbiq olunan bütün məhdudiyyətlər və qadağalar, hər bir həmvətənlimizin həyatını maksimal şəkildə qorumaq və COVID-19-un geniş yayılmasının qarşısını almaq məqsədi daşıyır. Bu qərarlar həmçinin Gürcüstan iqtisadiyyatının və gündəlik həyat ritminin, xüsusi tədbirlərə və məhdudiyyətlərə əl atmadan daha sürətli şəkildə geri gətirməyə xidmət göstərir. Gürcüstan hökuməti adından bir daha Gürcüstanın bütün vətəndaşlarını və ölkəmizdəki bütün insanları yalnız həddindən artıq zərurət olduğu halda evlərini tərk etməyə çağırıram. Evdə qalaq və beləliklə özümüzün və həmvətənlilərimizin təhlükəsizliyini qoruyaq", - deyə İrakli Çikovani bəyan etdi.