სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა

10 აპრილი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება. ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში 112-ის მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 112 დღეს COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი გახდა, რადგან ის მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია და გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს.

სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ინფორმაცია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ე.წ. „ცხელების კლინიკების“ და COVID 19-ით ინფიცირებულების მიმღები კლინიკების მზაობის შესახებ.

პრემიერის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენისა და მართვის სისტემის ეფექტურობას.

საქართველოს მასშტაბით გრძელდება კლინიკების აქტიური მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მონიტორინგის შედეგებზე მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რაც სისტემატურად გადამოწმდება. პროცესში აქტიურად ერთვებიან მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალურ შტაბთან სრული კოორდინაციით ხორციელდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება, რაც შეეხება დამატებით შეძენილ სამედიცინო აღჭურვილობას, მათ შორის პირადი დაცვის საშუალებებს, ისინი უახლოეს დღეებში საქართველოში იქნება.

აღინიშნა, რომ რეგიონებში, მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე აქტიურად გრძელდება კონტროლი, მათ შორის მოსახლეობის თერმოსკრინინგი. აქვე ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შემდგომი განვითარებისა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციების შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ანალოგიური გადაწყვეტილება საბჭომ სხვა ქალაქებთან მიმართებაშიც მიიღოს.

ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, დღემდე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 158 კომპანიაში, რომელთაგან 20-ში ხარვეზები დაფიქსირდა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 150-მდე სხვადასხვა მშენებლობა. 92 ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გაგრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ.

ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

საქართველოს და აშშ-ის მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველი მოსწავლე, რომელიც აშშ-ში იმყოფებოდა, საქართველოში ბრუნდება. დღეს შედგება რეისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დოჰაში, რომლის უზრუნველყოფას ახდენს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში, 79 არასრულწლოვნის ჩამოყვანას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობა სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მთავრობას და ამერიკის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს გაწეული დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თანდათან რთულდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ინფიცირების შემთხვევების ზრდის მოლოდინი, ამიტომ საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 54 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი თანმდევი და ქრონიკული დაავადებების გამო, გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 429 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

Videokonfrans formatında, Baş nazirin sədrliyi ilə Koordinasiya Şurasının iclası keçirildi

Gürcüstandakı epidemioloji vəziyyətin inkişafına əsasən, 112-yə olan zənglərin sayı artır, bu zənglər ailə və ya kənd həkiminə göndərilir. Baş nazir - Qiorqi Qaxarianın rəhbərlik etdiyi videokonfrans formatında keçirilmiş İdarələrarası Koordinasiya Şurasının bugünkü iclasında, teletibb xidmətinin gücləndirilməsi və COVID-19-la mübarizədə 112-nin mühüm roluna xüsusi diqqət yetirildi.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, 112 bu gün COVID-19-la mübarizənin ilk xəttinə çevrildi, çünki vətəndaşa simptomlar yaranan kimi yüksək peşəkar məsləhət almaq, evdə qalmaq və ya xəstəxanaya getməli olduğunu aydınlaşdırmağa imkan verilir.

İclasda, Səhiyyə Nazirliyi, ilkin tibbi yardım sistemi - "Qızdırma Klinikaları" adlanan yer və COVİD 19-a yoluxanları qəbul edən klinikalar barədə məlumat təqdim etdi.

Baş nazirin sözlərinə görə, Koronavirusun yeni hallarının aşkarlanması və idarəetmə sisteminin səmərəli keçməsinə böyük əhəmiyyət verilir.

Gürcüstan miqyasında, Parlamentin Səhiyyə və Sosial Məsələlər Komitəsinin sədri - Dimitri Xundadzenin rəhbərliyi ilə klinikalarda aktiv monitorinqlər davam edir. İdarələrarası Şuranın iclasında, monitorinq nəticələrinə sürətli və səmərəli cavab verilməsinə və sistematik olaraq yoxlanılmasına dair qərar verildi. Prosesdə, majoritar deputatlar və yerli hökumət nümayəndələri fəal iştirak edirlər. Nəzarət, Səhiyyə Nazirliyi və Xüsusi Qərargahla tam koordinasiya şəraitində aparılır.

Koordinasiya Şurasının iclasında, ərzaq və tibbi ləvazimat baxımından ölkədə mövcud vəziyyət müzakirə edildi. Ətraf Mühitin Müdafiəsi və Kənd Təsərrüfatı naziri - Levan Davitaşvili qeyd etdi ki, ölkədə ərzaq tədarükü ilə bağlı heç bir problem yoxdur və onun daimi doldurulması problemsiz aparılır, həmçinin əlavə olaraq alınmış tibbi avadanlıqlar, o cümlədən fərdi qoruyucu vasitələr yaxın günlərdə Gürcüstanda olacaq.

Bildirildi ki, regionlarda, Munisipalitetlərin girişlərində qurulmuş xüsusi buraxılış məntəqələrinə, o cümlədən əhalinin termoskrininqinə nəzarət fəal şəkildə davam edir. Həmçinin qeyd olundu ki, epidemioloji vəziyyətin daha da inkişaf etdirilməsi və tibb sahəsindəki mütəxəssislərin tövsiyələrinə uyğun olaraq, Şuranın digər şəhərlərdə də analoji qərar verməsi istisna olunmur.

Videokonfrans zamanı, fövqəladə vəziyyət rejiminin tətbiq etdiyi məhdudiyyətlər və Səhiyyə Nazirliyinin tövsiyələrini- fəaliyyətini davam etdirən və ya İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf Nazirliyinə müraciət edən müəssisələrdə yerinə yetirilməsi müzakirə edildi. Nazir - Natia Turnavanın sözlərinə görə, Gürcüstanın 158 şirkətində Səhiyyə Nazirliyinin Əmək Müfəttişliyi ilə birlikdə yoxlamalar aparılıb, onlardan 20-si nöqsanlı olub, onlara Səhiyyə Nazirliyinin tövsiyələrini yerinə yetirmək, iş prosesinə və ətraf mühitə uyğunluğu təmin etmək üçün vaxt verildi. Analoji nəzarət tikinti obyektlərindədə həyata keçirilir. Tbilisinin meri - Kaxa Kaladze Şuraya məlumat verdi ki, paytaxtda artıq 150-yə yaxın müxtəlif tikinti işləri yoxlanılıb. Müvafiq standartların yerinə yetirildiyi 92 obyektdə iş prosesi davam edəcək. Təhlükəsiz tədbirlərinin yalnış aparılması aşkarlanan tikililər isə bu mərhələdə dayandırılıb.

Gürcüstan miqyasında, aqrar bazarlarda əmək təhlükəsizliyinə nəzarət davam edir. Administrasiyaları, Milli Qida Agentliyinin xüsusi məcburi protokolunu tam şəkildə qarşılayacaq bazarlar öz işlərini bərpa edə biləcəklər.

Eyni zamanda xaricdəki Gürcüstan vətəndaşlarının vətənə qaytarılması prosesi davam edir. Bu məqsədlə, Beynəlxalq Səhiyyə Təşkilatının tövsiyələrinə uyğun olaraq müxtəlif ölkələrdən xüsusi reyslər həyata keçirilir.

Gürcüstan və ABŞ hökumətlərinin birgə qərarına əsasən ABŞ-da olan - 79 gürcü tələbə Gürcüstana qayıdır. Bu gün, Amerika Birləşmiş Ştatları tərəfindən Dohaya uçuş reysi baş tutacaq və Gürcüstan hökuməti Dohadan - 79 azyaşlı uşağı Tbilisiyə gətirəcək. Gürcüstan hökuməti strateji tərəfdaşına, ABŞ hökumətinə və ABŞ-ın Gürcüstandakı səfiri - Keli Deqnana göstərdikləri köməyə görə bir daha təşəkkür edir.

İclasda həmçinin ölkədə tədricən çətinləşən epidemioloji vəziyyət də müzakirə edildi. Qeyd olundu ki, ölkədə yoluxma hallarının artması ilə bağlı gözləntilər var, buna görə Koordinasiya Şurası bir daha vətəndaşları müəyyən olunmuş qaydalara ciddi əməl etməyə və yalnız həddindən artıq zərurət olduğu an evdən çıxmağa çağırır.

Bu günə olan məlumatlara görə, Gürcüstanda koronavirus infeksiyasının - 230 təsdiqlənmiş halı var, onlardan 54 nəfər artıq sağalıb. Təəssüf ki, insan həyatı üçün çox sayda təhlükəli və xroniki xəstəliklər səbəbindən 3 nəfər dünyasını dəyişdi.

Yoluxmuş insanlar müvafiq şəraitdə müalicə olunur. Bu mərhələdə - 4908 nəfər karantində, 429 nəfər isə nəzarət altındadır.

İdarələrarası Koordinasiya Şurası, koordinasiyalı addımlar atmaq məqsədilə öz iclaslarını, Baş nazirin rəhbərliyi altında, videokonfrans formatında intensiv şəkildə davam etdirəcək.

Şuranın işində, sədr Arçil Talakvadzenin rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası fəal şəkildə iştirak edir.


  • პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა