სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარია - მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში

09 აპრილი 2020


Ge/Az

გიორგი გახარია - მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან - ეს არის COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად, დღეს 112-ში და 144-ის ქოლ-ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის მუშაობის პროცესს გაეცნო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქოლ-ცენტრი - 144, რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაირთო, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ მოქალაქეებს გასცეს პასუხი.

„სულ რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაერთო ერთი ქოლ-ცენტრი - 144, რომლის ძირითადი ამოცანა გახლავთ საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ ჩვენს მოქალაქეებს გასცეს პასუხი. ეს ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებს და ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა 112-ის მნიშვნელობაზე ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და აღნიშნა, რომ 112 გახდა COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი, რადგან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია და გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს.

„შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ 112 სრულიად ახალი ხაზით აეწყო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და პირველად, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, რაც ნიშნავს ოჯახის და სოფლის ექიმს. ეს არის COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი, იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, როგორც კი რაიმე ელემენტარული სიმპტომი ექნება - სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია აიღოს ტელეფონი, აკრიფოს 112.

112 მას მაშინვე დააკავშირებს მის ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. ე.ი. ზარი შემოდის თბილისში, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე „ჩეკ ლისტის“ შესაბამისად ტარდება კონსულტაცია. თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარზე, მაშინ ის გადაჰყავთ რეგიონულ ცხელების ცენტრში, სადაც ის არის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ მას უტარდება ტესტირება და იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ სტაციონარში გადაიყვანენ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს მოქალაქეს, პირველივე სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე და მიიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ტელემედიცინის მომსახურება. მეორე - ვიცავთ ჩვენს სასწრაფო დახმარების ქსელს, რომლის რესურსიც ახლა დასაზოგია და რა თქმა უნდა, ჩვენს სტაციონარებს. შემოსული 400 ზარიდან დაახლოებით 5-6 პროცენტი ბრუნდება უკან 112-ზე, რომ გადავიდეს სასწრაფო მომსახურების დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ოჯახის და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს, რომლითაც მათ ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირველი ხაზი COVID-19-თან ბრძოლის. სწორედ ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას, მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID-19, თუ სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას, ის სტაციონარები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით COVID-19-თან საბრძოლველად არის გამოყოფილი, იყოს მიზნობრივად დატვირთული. მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Qiorqi Qaxaria- hər kəsə müraciət etmək istəyirəm, əgər hərarətiniz varsa, nəfəs almaqda çətinlik çəkirsinizsə etməli olduğunuz ilk şey, Gürcüstanın hər yerindən 112-yə zəng etməkdir - bu COVID-19-la mübarizənin ilk döyüş xəttidir.

Vətəndaşlar, fövqəladə vəziyyətin qanuni xüsusiyyətlərini artıq, ətraflı şəkildə bildikləri üçün - 144 nömrəli Çağrı Mərkəzinə edilən zənglərin sayı xeyli azalıb, - bu barədə, Gürcüstanın baş naziri Qiorqi Qaxaria jurnalistlərə məlumat verib.

Hökumət başçısı, Daxili İşlər naziri - Vaxtanq Qomelauri ilə birlikdə bu gün 112 və 144 nömrəli Çağrı Mərkəzinə baş çəkərək, hökumətin vahid qaynar xəttinin işləmə prosesi ilə tanış oldu.

Hökumət başçısı qeyd etdi ki - 144 nömrəli Çağrı Mərkəzi qısa müddət oncə, zərurətdən açıldı və əsas vəzifəsi fövqəladə vəziyyətin şərtləri və qanunvericilik xüsusiyyətləri barədə vətəndaşlara cavab verməkdir.

„144 nömrəli Çağrı Mərkəzi qısa müddət oncə, zərurətdən açıldı və əsas vəzifəsi fövqəladə vəziyyətin şərtləri və qanunvericilik xüsusiyyətləri barədə vətəndaşlara cavab verməkdir. Bu Çağrı Mərkəzi fəaliyyət göstərir və zənglərin sayı xeyli azalıb. Vətəndaşlar, fövqəladə vəziyyətin qanuni xüsusiyyətlərini artıq, ətraflı şəkildə bilirlər“, - deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazir, ölkədəki vəziyyətdən irəli gələrək 112-nin əhəmiyyətindən danışdı və qeyd etdi ki, 112, COVID-19-la mübarizənin ilk xəttinə çevrildi, çünki vətəndaşlara simptomlar görünən kimi - yüksək peşəkar məsləhət almaq, evdə qalmalı və ya xəstəxanaya getməli olduqlarını bilmək imkanı verir.

„Mən rəsmi olaraq elan edə bilərəm ki, 112, Səhiyyə Nazirliyi və ilk dəfə olaraq tibbi xidmətlərlə tamamilə yeni bir xəttdə qurulubdur, bu ailə və kənd həkimi deməkdir. Bu, COVID-19-la mübarizənin ilk xəttidir, çünki vətəndaşlarımızın hər biri elementar simptomları - hərarət, nəfəs almaqda çətinlik çəkmək, müşahidə etdikləri an telefonu götürüb 112 yığa bilərlər.

112 onu dərhal ailə və ya kənd həkiminə qoşacaq. Beləliklə, Gürcüstanın istənilən bölgəsindən Tbilisiyə gələn zəng, coğrafi olaraq qayıdır zəng edilən əraziyə, vətəndaşımızı ailə və ya kənd həkimi ilə bağlayır. Sonra "Check List"a uyğun məsləhətləşmə aparılır. Vətəndaşın xəstəxanaya aparılması lazımdırsa, onu, 24 saat nəzarət altında olacağı bir Regional Qızdırma Mərkəzinə köçürəcəklər sonra müayinə ediləcək və hansı xəstəxanaya köçürüləcəyi barədə qərar qəbul ediləcək. Vətəndaşlarımızı qorumağımız üçün bu vacibdir, simptomların ilk müşahidəsində, 112 nömrəsinə zəng edərək çox keyfiyyətli teletibb xidməti əldə edə bilərlər. İkincisi - resursları indi qənaətli şəkildə olan təcili yardım şəbəkəmizi və əlbətdə ki xəstəxanalarımızı qoruyuruq. Daxil olan 400 zəngin 5-6 faizi təcili xidmət səviyyəsinə keçmək üçün 112-yə qayıdır, bu da bizim ailə və kənd həkimlərimizin, vətəndaşlarımızın onlara müraciət etdikləri ilk əlamətləri artıq evdə idarə etdiklərini göstərir. Bu, COVID-19-la mübarizənin ən əhəmiyyətli ilk xəttidir. Teletibb, vətəndaşa simptomlar görünəndən sonra yüksək peşəkar bir məsləhət almağa, evdə qalmağının, xəstəxanaya getməyinin və ya Qızdırma Mərkəzinə getməsinin lazım olduğunu tapmaq üçün bir fürsətdir, dərhal test həyata keçirilərək onun COVID-19 və ya başqa bir şey olub olmadığı müəyyən ediləcək, sonra xəstəxanaya yerləşdiriləcək. Bu, ölkə miqyasında mövcud xəstəxanaların COVID-19-la mübarizə aparmaq üçün məqsədyönlü şəkildə yüklənməsinə imkan verir. Hər kəsə müraciət etmək istəyirəm, ilk simptomlar görünən kimi - hərarətiniz varsa, nəfəs almaqda çətinlik çəkirsinizsə etməli olduğunuz ilk şey, Gürcüstanın hər yerindən 112-yə zəng etməkdir“, - deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

 


  • გიორგი გახარია - მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში