საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
05 აპრილი 2020
Ge/Az
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული არიან კორონავირუსით ინფიცირებულ რუსთავის საკრებულოს წევრთან და ეროვნულ ბანკთან ჯერ-ჯერობით კორონავირუსის არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ.
როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის კუთხით ყველა შესაბამისი ზომაა მიღებული.
მისი თქმით, 9 მოქალაქეს, რომლებსაც ცხელება აეროპორტში დაუფიქსირდათ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
„მხარეში COVID19-ის ახალი გამოვლინების ფაქტი არ გვაქვს. რაც შეეხება ქალაქის საავადმყოფოში მოთავსებულ 9 მოქალაქეს, რომლებიც აეროპორტიდან ცხელებით შემოვიდნენ, მათთან გუშინ ჩამოსული იყვნენ ლუგარის ლაბორატორიიდან, შესაბამისი მასალა წაღებული იყო კვლევისთვის და ყველასთან უარყოფითი შედეგია.
რაც შეეხება იზოლაციაში მყოფ საკრებულოს წევრებს და იმ პირველ კონტაქტებს, რომლებიც ბანკსა და საკრებულოს წევრის ოჯახთან არიან დაკავშირებულნი, მეთერთმეტე დღეა და ვირუსის არავითარი სიმპტომი არ გვაქვს. პრევენციის კუთხით, რაც შეიძლებოდა ზომები მიღებულიყო, იმ არეალში, იმ კორპუსში მიღებული გვაქვს“,- აცხადებს რეხვიაშვილი.
ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდა. თავდაპირველად ინფექცია დაუდასტურდა საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
Şota Rexviaşvilinin bəyanatına görə Rustavi Sakrebulosunun (Şəhər Şurası) koronavirusa yoluxmuş deputatı və onun ailəsi ilə əlaqəli şəxslərdə hələlik koronavirus simptomları yoxdur
Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi Şota Rexviaşvilinin izahına görə koronavirusa yoluxmuş Şəhər Şurası (Sakrebulo) üzvü və Milli Bankla əlaqəsi olan insanlarda hələ ki, koronavirusun heç bir simptomu nəzərə çarpmır.
Rexviaşvilinin jurnalistlərə dediyinə görə prevensiya baxımından bütün tədbirlər görülmüşdür.
Onun sözlərinə görə hava limanında hərarəti olduğu qeydə alınan 9 vətəndaşda koronavirus aşkarlanmayıb.
“Bölgədə COVID-19 – un yeni təzahür faktı yoxdur. Hava limanından hərarət ilə gələn, şəhər xəstəxanasına yerləşdirilmiş 9 vətəndaşa gəldikdə, dünən Luqar laboratoriyasından onların yanına gəlmişdilər, tədqiqat üçün müvafiq material aparılmışdı və hər kəsin nəticəsi mənfidir.
Bank və sakrebulo üzvünün ailəsi ilə əlaqədar özünütəcrid vəziyyətində olan sakrebulo üzvləri və ilk təmasda olan şəxslərə gəldikdə, artıq özünütəcridin on birinci günüdür və virusun heç bir simptomu yoxdur. Öncədən tədbiralma baxımından o ərazidə və binada edilə biləcək nə var idisə, hər şey edilmişdir” – Rexviaşvili bəyan edir.
Bilgi üçün qeyd edək ki, Rustavi Şəhər Şurasının (sakrebulo) üzvü və onun atasında koronavirus təsdiqləndi. İlkin olaraq infeksiya sakrebulo üzvünün Milli Bankın əməkdaşı olan anasında aşkarlandı.