საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
04 აპრილი 2020
Ge/Az
ჩვენ ძლიერ, გადამწყვეტ ქმედებებს მივმართეთ ადრევე, ყოყმანის გარეშე. ყველა ჩამომსვლელის არა მხოლოდ თერმოსკრინინგი დავიწყეთ, არამედ 28 იანვრიდან ავკრძალეთ ფრენა ყველა ქვეყანასთან, როგორც კი ისინი გლობალური ეპიდემიის ცხელ წერტილებად იქცნენ, რასაც მოჰყვა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სრული აკრძალვა.
შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ – გავრცელება შეჩერდა, თუმცა მაქსიმალური გავაკეთეთ, რათა ვირუსის გავრცელების მრუდე გაგვესწორებინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკულ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„გვჯერა, რომ სიტუაცია სტაბილურდება. თუმცა, არ შეგვიძლია, ზედმეტი რეაგირება მოვახდინოთ ან გაუფრთხილებლად ვიმოქმედოთ. გავაგრძელებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებთან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის „გავხსნათ ხელახლა” საქართველო“.
ტელეკომპანია „ფოქს ნიუსმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებისა და ვირუსის შეჩერების მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული ზომების შესახებ ჩაწერა.
ბმული : https://www.foxnews.com/world/georgia-coronavirus-few-cases
Biz elə əvvəldən tərəddüd etmədən güclü və həlledici tədbirlər gördük. Bütün ölkəyə gələnlərə yalnız termo skrininq etməklə qalmadıq, 28 yanvardan qlobal epidemiyanın qaynar xəttinə çevrilən bütün ölkələrdən uçuşları qadağan etdik, bunun ardınca beynəlxalq səyahət üçün ölkəyə girişin tamamilə qadağan edilməsi baş verdi.
Yayılma dayandı deməkdən hələ uzağıq, ancaq virusun yayılma əyrisini düzəltmək üçün maksimal dərəcədə hər şeyi etdik – bu barədə Gürcüstanın Baş Naziri Qiorqi Qaxaria amerikan teleşirkəti “Fox News”-a müsahibəsi zamanı bəyan edib.
“İnanırıq ki, vəziyyət stabilləşir. Ancaq həddindən artıq reaksiya verə və ya ehtiyatsız davrana bilmərik. Gürcüstanın Milli Xəstəliklərə Nəzarət Mərkəzinin, Luqar Laboratoriyasının mütəxəssisləri və Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı ilə işləməyə davam edəcəyik ki, Gürcüstanı nə vaxt “yenidən açmağı” müəyyənləşdirək”.
“Fox News” teleşirkəti Gürcüstanın Baş Naziri ilə dünyada koronavirusun yayılması və virusun dayandırılması istiqamətində Gürcüstanın gördüyü tədbirlər haqqında müsahibə qeydə aldı.
Bağlantı (link) : https://www.foxnews.com/world/georgia-coronavirus-few-cases