სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დავალებები მისცა

03 აპრილი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დავალებები მისცა

ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება უახლოესი 2 დღის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი დატვირთვა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს და ჰოსპიტალურ სექტორზე გადადის.

„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა, ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე.

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს მთავრობა ფაქტობრივად ორ ფრონტზე იბრძვის - პირველი არის ჯანდაცვა, მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა.

„დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე.

„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზისულ პერიოდში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ადრე დავიწყეთ ბევრთან შედარებით ეპიდემიასთან ბრძოლა, დღეს უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კრიზისის შემდეგ გლობალური კონკურენცია დაიწყება ქვეყნებს შორის, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.

„ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის იმპორტის, არათუ შეზღუდვის, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა ის კომპანია, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.

„მოთხოვნა არის დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს. დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე - ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ, პრიორიტეტების დაყენება დღეს უკვე არ იქნება სწორი. ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში.

„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ ინიციატივას, პოლიტიკოსების მხრიდან, ისევე, როგორც პარლამენტარების მხრიდან, მთავრობის მხრიდან, მათი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე და, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მასობრივი მოძრაობა არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების.

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერიის მიერ ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოები პოზიტიურად შეაფასა და მსგავსი ღონისძიებების მსხვილ რეგიონულ ქალაქებში ჩატარება სოზარ სუბარსაც დაავალა

მთავრობის მეთაურმა რეგიონულ საკითხებში მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდეს.

„მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა ბატონ სოზარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც რომ ჩატარდეს. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ, ეს არის ის მარტივი, სწორი ნაბიჯები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Baş nazir Səhiyyə, İqtisadiyyat və Maliyyə Nazirliklərinə tapşırıqlar verdi

Səhiyyə Nazirliyi, bu gün növbəti 2 gündə xəstəxana sektorunun əsas klinikalarının tam hazırlığını yoxlamaq tapşırığı aldı,- bu barədə, Gürcüstanın Baş naziri Qiorqi Qaxaria, Koordinasiya Şurasının iclasında bəyan etdi.

İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasında, hökumət başçısı, koronavirusla bağlı mövcud vəziyyətdən danışdı və bu gün əsas yükün - Səhiyyə Nazirliyi və xəstəxana sektorunun üzərinə düşdüyünü vurğuladı.
„Təəssüf ki, bu gün - 18 yeni təsdiqlənmiş halımız var, bu göstərici dünən - 15 idi. Vəziyyətin getdikcə pisləşməsi ilə yanaşı tempdə sürətlənir. Bunlardan irəli gələrək, bu gün biz əsas yükün Səhiyyə Nazirliyinin və xəstəxana sektorunun üzərinə düşdüyünü aydın şəkildə görürük“, - deyə naş nazir bəyan etdi.

Hökumət başçısı, Səhiyyə Nazirliyindən virusla mübarizənin birinci xəttində hazırlıqların necə aparıldığı barədə ətraflı məlumat tələb etdi.

„1200-ə yaxın kənd həkimi və 2000-ə yaxın ailə həkimimiz var. Nəticə etibarilə bu insanlar harada yaşayırlar, nə edirlər, nə dərəcədə hazırdılar və bu məlumatlar necə yayılır. İlk növbədə bu insanlara, hərarət problemlərinin öhdəsindən necə gəlmək lazım olduğu barədə təlimlər keçirilməlidir. Bu, son dərəcə vacibdir, çünki səhiyyə sisteminə, xəstəxana sisteminə təzyiqi azaldacaq yeganə sığortadır“, - deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazirin qeyd etdiyi kimi, bu gün hökumət əslində iki cəbhədə mübarizə aparır, birincisi - səhiyyə, vətəndaşların sağlamlığı və həyatı, ikincisi - iqtisadiyyat.
“Bu gün biz iki cəbhədə mübarizə aparırıq - birincisi səhiyyə, vətəndaşlarımızın sağlamlığı və həyatı, ikincisi iqtisadiyyat; Əgər bu iki cəbhədən birində məğlub olsaq, digərində tam qələbə qazanmağımızın heç bir əhəmiyyəti qalmaz “, - deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, iqtisadiyyata daha çox diqqət yetirilməlidir.
„Qərarımıza əsasən, Maliyyə və İqtisadiyyat Nazirliyi, böhrandan sonrakı mərhələdə kredit zəmanət sistemlərinin işə salınması üçün tapşırıq aldı. Burada bizim tərəfdaş donor təşkilatlarımız kömək edə bilərlər. Bizim biznesin, bunların kredit zəmanəti sxemləri olacağını bilməsi önəmlidir, bununla biz şirkətlərə, böhrandan sonrakı mərhələdə daha sürətli böyümələri üçün kömək edəcəyik. Vurğulayım ki, böhrandan sonrakı dövrdə, hesablamalarımıza əsasən, deyə bilərəm ki söhbət, təxminən 2 milyard kredit zəmanəti sxemlərinin yardımından gedir.

Hər birimiz yaxşı başa düşməliyik ki, necə ki epidemiya ilə mübarizəni bir çoxlarından öncə başladıq, eləcə də bu gün böhrandan sonrakı iqtisadi proqram yaratmağa başlamalıyıq və böhran dövründə etdiyimizlə böhrandan sonrakı dövrdə etdiklərimiz arasında aydın bir fərq olmalıdır“, - deyə baş nazir bəyan etdi.

Qiorqi Qaxarianın sözlərinə görə, bu çox əhəmiyyətlidir, çünki böhrandan sonra ölkələr arasında, iqtisadi problemləri necə tez aradan qaldıracaqlarları barədə qlobal rəqabət başlayacaq.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, iqtisadi proqramlar kontekstində əsas diqqət, yerli istehsalın inkişafına yönəldilib.
„İqtisadiyyat Nazirliyi artıq hökumət tərəfindən təsdiq edilmiş və əsas diqqətin Gürcüstan istehsalının yenilənməsinə yönəldilmiş bir plan təqdim etdi, məsələn, “Agar şəkəri”-nin yenidən istehsalı, çünki tələb və təklif strukturu təkcə iqtisadiyyatımızda tamamilə dəyişmir, həm də bölgədə dəyişir, buna görə də, məsələn, bir neçə ay əvvəl səmərəliliyi baxımından əhəmiyyəti olmayan məhsullar bu gün başqa bir yük qazanır. Nəticə etibarilə, İqtisadiyyat Nazirliyi yerli istehsalın kreditləşdirilməsi üçün əhəmiyyətli dərəcədə təkmilləşdirilmiş meyarların qurulduğu, yerli istehsala dəstək sxemlərinin işlənib hazırlanmasına cavabdeh olan yalnız "Gürcüstanda istehsal et" proqramı çərçivəsində deyil, həm də digər istiqamətlərdə. Buraya idxal, məhdudiyyət , daxili məhsulumuzla öz tələbatımızı ödəmək üçün müxtəlif vasitələrin istifadəsinin təşviqi daxildir. Bu çox vacibdir və bu gün bunun üçün zəmin hazırlamalıyıq“, - deyə Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Baş nazir, onlayn satış zamanı təhlükəsizlik standartlarına riayət edilməsinin zəruriliyindən danışdı, bu təhlükəsizlik standartlarına cavab verdiyini təsdiqləyən bütün şirkətlər fəaliyyətini davam etdirmə fürsətinə sahib olduğunu qeyd etdi. Qiorqi Qaxaria, hökumətin, ölkədə çatdırılma xidmətlərinin inkişafını alqışladığını vurğuladı.

Baş nazirin sözlərinə görə, bu çox vacibdir və bu təhlükəsizlik standartlarına cavab verdiyini sübut edə bilən hər hansı bir şirkət, əlbəttə ki, fəaliyyətini davam etdirə biləcək. Qiorqi Qaxaria, hökumətin, ölkədə çatdırılma xidmətlərinin inkişafını alqışladığını vurğuladı.

„Tələb, Səhiyyə Nazirliyi tərəfindən qoyulmuş elementar təhlükəsizlik standartlarına cavab verməkdir. Bu gün iki cəbhədə mübarizə aparırıq, biri - vətəndaşlarımızın sağlamlığı və həyatı, digəri isə - iqtisadiyyatdır. Hər birimiz aydın şəkildə anlamalıyıq ki, bu gün burada prioritetləri təyin etmək düzgün deyil. Hər iki cəbhə son dərəcə vacibdir“, - deyə baş nazir bəyan etdi.

Hökumət başçısı - "Gürcü Arzusu"-nun aylıq əmək haqqı hesabından vəsaitlərin müvafiq fonda köçürülməsi təşəbbüsünü şərh edərək, bunun ən mühüm həmrəylik aktlarından biri olduğunu qeyd etdi.
Baş nazirin sözlərinə görə, "Gürcü Arzusu"-nun aylıq əmək haqqı hesabından vəsaitləri müvafiq fonda köçürmək qərarı, dövlət qurumlarının necə qurulduğunu və bu cür çətinliklər qarşısında ölkənin necə gücləndiyinin daha bir sübutudur.
„Gürcü Arzusu"-nun təşəbbüsünə - siyasətçilər, Parlament üzvləri və hökumət tərəfindən, onların aylıq əmək haqqının müvafiq fonda köçürülməsi ilə bağlı cavab vermək istərdim və əlbətdə bunu ən mühüm həmrəylik aktlarından biri hesab edirəm və mən əminəm ki, bu kütləvi hərəkət təkcə bizim komanda nümayəndələri tərəfindən olmayacaq.

Bu, dövlət qurumlarının necə yaradıldığının və bu cür çətinliklər qarşısında ölkənin necə gücləndiyinin daha bir sübutdur“, - deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazir, Tbilisi Meriyasının apardığı dezinfeksiya işlərini müsbət qiymətləndirdi və Sozar Subariyə, bənzər tədbirlərin regionlardaki böyük şəhərlərdə də keçirilməsini tapşırdı.
Hökumət başçısı, bölgə işləri üzrə müşaviri - Sozar Subariyə, bənzər tədbirlərin regionlardaki böyük şəhərlərdə də keçirilməsini tapşırdı.
“Mən Tiflis meriyasının küçələrdə dezinfeksiya edilməsi təşəbbüsünü alqışlamaq istərdim. Çox düzgün bir tədbirdir, xoş qarşılanandır və cənab Sozardan xahiş edirəm ki, regionlardaki böyük şəhərlərdə də bənzər tədbirlər keçirilsin. Bu son dərəcə vacibdir, çünki bunlar - infeksiyanın yayılmasının qarşısını almaq üçün edə biləcəyimiz ən sadə və doğru addımlardır“, - deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

#StopCoV #COVID19


  • პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დავალებები მისცა