საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
03 აპრილი 2020
„ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია“, - წერს Foreign Policy.
ამერიკული გამოცემა Foreign Policy სტატიას აქვეყნებს, რომელშიც იმ ქვეყნებზე საუბრობს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყნის წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა.
„თავის პოდკასტში Foreign Policy-ის ჟურნალისტმა ემი მაკკინონმა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს რეაგირება გამოყო. მიუხედავად მცირე ზომისა და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება დაიწყო თებერვლის ბოლოს, მათ შორის დაიხურა სკოლები და დიაგნოსტიკური ტესტები ჩატარდა. აქამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა დაფიქსირდა და არც ერთი გარდაცვლილი“, - წერს სტატიის ავტორი.
„ვფიქრობ, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს, ეს დაგვეხმარა. საქართველო მიჩვეულია კრიზისს, ეს ქვეყანაა, რომელმაც გამოიარა სამოქალაქო ომები, რუსეთის შემოჭრა 2008 წელს, მძიმე 90-იანები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, - ამბობს Foreign Policy-სთან საუბარში ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.
“Tayvan, Kanada, Cənubi Koreya, Gürcüstan və İslandiya nümunələri göstərir ki, koronavirusun dayandırılması mümkündür” – deyə Foreign Policy yazır.
Amerikan nəşri "Foreign Policy" koronavirusla mübarizədə uğur qazanmış ölkələr haqqında danışdığı məqalə dərc edir.
Məqalənin müəllifi qeyd edir ki, bəzi ölkələrin uğuru gözlənilməz oldu.
“Foreign Policy jurnalisti Emi Makkinon öz podkastında virusla mübarizədə Gürcüstanın reaksiyasını ayrı qeyd edib. Kiçik və çətin vəziyyətdə olan iqtisadiyyatına baxmayaraq, Gürcüstan fevralın sonunda ciddi tədbirlər görməyə başladı, o cümlədən məktəblər bağlandı və diaqnostik testlər edildi. İndiyə qədər Gürcüstanda 117 koronavirusa yoluxma halı qeydə alındı və ölüm halı yoxdur” – məqalənin müəllifi yazır.
“Düşünürəm ki, Gürcüstan Hökumətinin bu məsələyə əvvəldən ciddi yanaşması bizə kömək etdi. Gürcüstan böhranları alışmışdır, bu ölkə vətəndaş müharibələri, 2008-ci ildə Rusiyanın istilası, Sovet İttifaqı dağıldıqdan sonra ağır 90-cı illəri yaşamış ölkədir” - Foreign Policy ilə söhbət zamanı jurnalist Natalia Antelava deyib.
<< | დეკემბერი 2024 | >> | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სმ | ოთ | ხთ | პა | შბ | კვ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |