სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე - უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი - პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, უახლოეს დღეებში მიიღებს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას

02 აპრილი 2020


Ge/Az

გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე - უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი - პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, უახლოეს დღეებში მიიღებს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას

არავის არაფერი არ აუკრძალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად და ამის შემდგომ შესაბამის შტაბში მივიღოთ მუშაობის ნებართვა, აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს და ვერ იარსებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და დაინერგოს მომსახურების დისტანციური ფორმები.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომსახურების სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ, როგორც „ბექში“, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ამიტომ, აქ, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან, ისევე, როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ელემენტარული პირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. საერთოდ, ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე საკარანტინო პირობებზე, რაღაც შეზღუდული პერიოდით. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი, ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეების განმავლობაში ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სახლში ჯდომა, სამწუხაროდ. ჩვენ ყველას ერთად, რამდენადაც გამომწვევი არ უნდა იყოს ეს სიტუაცია, მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი დადგება ძალიან მალე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი პრინციპია - მინიმალური ზიანი ეკონომიკას.

„ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ყველა შემთხვევაში ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე, მაინც გამოვდივართ კოვიდ-19-დან იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას. მაგრამ, რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს არის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. ამ პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში გამოცხადებულია კარანტინის საკმაოდ მძიმე ფორმა, მაგრამ ეს არ არის სრული კარანტინი, დღის განმავლობაში, იმ დარგებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაშვებულია, სამსახურშიც მოძრაობენ, მათ გადაადგილების არანაირი პრობლემა არ აქვთ. დღეს, ევროპის უმრავლეს დედაქალაქში, უბრალოდ სახლიდან გამოსვლა წუთებით შეზღუდულია და ამას სპეციალური ნებართვები სჭირდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომელთა გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, მუშაობას გააგრძელებენ.

„მათ ექნებათ კონკრეტული პირობები უსაფრთხოების და პირველ რიგში, ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. ისინი იღებენ ამ პასუხისმგებლობას, რომ დააკმაყოფილებენ ამ პირობებს, დაწყებულს თავიანთი თანამშრომლების ტრანსპორტირებით, შემდგომ - ადგილზე შრომის პირობებით, თანამშრომელთა ჯანმრთელობის კონტროლის, ტემპერატურული სკრინინგის და კიდევ ბევრი რამის ჩათვლით. ამ პირობებში, სისტემური საწარმოები აგრძელებენ მუშაობას და ეს ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა სამშენებლო სექტორსა და სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება გაგრძელდება.

„მშენებლობის სექტორი და სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული როგორ სწრაფად განვითარდება ეკონომიკა პოსტკრიზისულ პერიოდში, რა თქმა უნდა, ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ისევე, როგორც სისტემურ დარგებთან ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათაც არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში. ამასთან ერთად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დისტანციური მომსახურების ზოგიერთი ფორმა მოითხოვს „ბექ ოფისში“ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანის შრომას. ჩვენ ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურებაზე გადალაგდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე გარკვეული შეღავათების კუთხით და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Qiorqi Qaxaria onlayn satışlar haqqında - təhlükəsizliyin qorunması mühüm dərəcə vacibdir – şəxsən zəmanət verirəm ki, o şərtlərə əməl edən hər bir şirkətə yaxın günlərdə fəaliyyətini davam etdirmək icazəsi veriləcək

Heç kim heç nəyi qadağan etməyib, ancaq yenə də məsuliyyət ilə Səhiyyə Nazirliyinə və ya Xəstəliklərə Nəzarət Mərkəzinə gedib bizim işçilərimiz və müştərilərin sağlamlığının təhlükəsizliyini qorumaq üçün hansı şərtlərin vacib olduğunu öyrənmək və bundan sonra müvafiq qərargaha gedib işləmək icazəsi almağımızda heç bir problem yoxdur və ola da bilməz – bu barədə Gürcüstanın Baş Naziri Qiorqi Qaxaria “İmedi” TV şirkətinin efirində onlayn satışlar haqqında danışarkən bildirib.
Baş nazirin sözlərinə görə hökumətin əsas məqsədi iş yerlərinin qorunub saxlanması və distant xidmət formalarının tətbiq edilməsidir.

“Nəzərə almalıyıq ki, xidmət sahəsi ən çox insanın necə ki, arxa cəbhədə, eləcə də müştərilərlə, bizim vətəndaşlarımızla ən çox təmasda olduğu sahədir. Buna görə dövlətin üzərinə qoyulmuş öhdəliklərdən, həmçinin biznes məlusiyyətindən irəli gələrək elementar təhlükəsizlik şərtlərinin qorunması kritik dərəcə önəmlidir. Bu şərtlərə əməl edən bütün şirkətlərin yaxın günlərdə bənzər fəaliyyətlərini davam etdirmək icazəsi alacaqlarına şəxsən zəmanət verirəm. Ümumiyyətlə, məhdud bir müddət üçün ağır karantin şərtlərindən danışırıq. Biz hamımız yaxşı anlayırıq ki, bizim maliyyə ehtiyatlarımız böyük deyil, təəssüf ki, nə Britaniya, nə Almaniya deyilik ki, aylar ərzində vətəndaşlarımızın evdə oturmasını maliyyələşdirək. Bu situasiya necə olur olsun, biz hamımız birgə işləməyə başlayacağıq və bu dövr çox tez gələcək” – Baş nazir dedi.

Baş nazirin qeyd etdiyi kimi hökumətin əsas prinsipi iqtisadiyyata minimal zərərdir.

“Biz istəsək də, istəməsək də istənilən halda biznes, iş yerləri, iqtisadiyyat haqqında danışarkən söhbətimiz kovid-19 - a keçir, çünki bu bizim indi içində olduğumuz mübarizəmizdir. Əsas olan ürəkdən istəməkdir. Bizim əsas prinsipimiz iqtisadiyyata minimal zərərdir. Ancaq dəfələrlə demişik ki, bunlar bugün lazım olan və müvəqqəti məhdudiyyətlərdir. Hətta bu şəraitdə, ölkədə yetərincə sərt karantin forması elan olduğu vaxtda, bu tam karantin deyil, gün ərzində icazə verilən sahələrdə işləyən Gürcüstan vətəndaşları işə gedirlər, onların hərəkətində heç bir problem yoxdur. Bugün Avropanın əksər paytaxlarında sadəcə evdən çıxmaq dəqiqələrlə məhdudlaşdırılmışdır və buna xüsusi icazə tələb olunur” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazir vurğuladı ki, işinin dayandırılması iqtisadiyyata ciddi zərbə olacaq böyük sistemli müəssisələr, əlbəttə ki, fəaliyyətini davam etdirəcəkdir.
“Onlar üçün təhlükəsizliyin və ilk növbədə sağlamlıq təhlükəsizliyinin qorunması barədə konkret şərtlər olacaq. Onlar öz işçilərinin daşınmasından başlayaraq, daha sonra iş yerində şərait, işçilərin sağlamlığına nəzarət, temperatur skrininqi və bir çox digərləri daxil olmaqla şərtlərə əməl etmək məsuliyyətini üzərlərinə götürürlər. Bu şəraitdə sistemli iri müəssisələr iş fəaliyyətlərin davam etdirirlər və bu iqtisadiyyatın kifayət qədər böyük bir hissəsidir” – dedi hökumət başçısı.

Baş nazir həmçinin inşaat sektoru və sistemli infrastruktur layihələri haqqında da danışdı, onların həyata keçirilməsi davam etdiriləcək.

“Böhrandan sonrakı dövrdə iqtisadiyyatın necə sürətlə inkişaf edəcəyinin birbaşa asılı olduğu inşaat sektoru və sistemli infrastruktur layihələri də həmçinin, fəaliyyətlərini davam etdirirlər, ancaq insan sağlamlığının qorunması şərtlərinə tam əməl edərək. Həmçinin, sistemli sahələrlə birbaşa ünsiyyətimiz var və hər şeyi edirik ki, onların da işlərinə maneə yaranmasın. Bununla bərabər, hamımız yaxşı anlamalıyıq ki, distant xidmətin bəzi forması “bek ofisdə” (arxa ofisdə) kifayət qədər çox sayda insan əməyi tələb edəcək. Biz böyük ticarət şəbəkələrinin distant xidmətə keçməsini alqışlayırıq və buna müxtəlif yollarla kömək olacağıq, o cümlədən qanunvericilik səviyyəsində müəyyən güzəştlər baxımından və sairə” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.


  • გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე - უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი - პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, უახლოეს დღეებში მიიღებს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას