სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო

01 აპრილი 2020


Ge/Az

✅✅გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა.
„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულია ეკონომიკის მხარდასაჭერად.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად.

„პირველ რიგში გვესმის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მთავრობა იძულებულია, გაატაროს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ეს ზიანი, ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს კრიზისი, ყველა სხვა კრიზისისგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როგორც ხანგრძლივობის, ისევე, ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის სწორი შეფასების თვალსაზრისით, იძულებული ვართ და ყველა სხვა ფაქტორისგან განსხვავებით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე, ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღიდგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა.

„ამ მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს, გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით, ჩვენ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებული გვაქვს 2 მილიარდი ლარი. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი იმ მონაცემებით, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული დროის შემდგომ, შესაძლებელია ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს 2 მილიარდი არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართულ და გამოყოფილ თანხას covid 19-ის წინააღმდეგ, რომელიც 351 მლნ ლარს შეადგენს.
„ეს არის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ისე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს მთავრობა თითოეული მოქალაქის პირდაპირ დახმარებას დღევანდელ ეტაპზე.

ამ მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება რომელზე გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, პირდაპირ არის მიმართული თითოეულ მოქალაქეზე. გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის 2 მლრდ ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი covid 19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა დღეს მუშაობს და მთავარია, რომ თანხები მიმართულია, რათა მაქსიმალურად ეფექტური ბალანსი იყოს შენარჩუნებული როგორც ინფექციასთან ბრძოლის, ისე ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით.
„საბოლოო ჯამში ყველას გვესმის, რომ ჩვენი მიზანია, გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი და გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის ზიანი იყოს მინიმალური და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური. მინდა თითოეულ უწყებას მოგიწოდოთ, ის რესურსები, რომლებიც დღეს არის მობილიზებული კრიზისულ ბიუჯეტში თქვენი უწყებების მიმართულებით, მაქსიმალურად რაციონალურად იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ მიმდინარე ხარჯების რადიკალურ შემცირებაზე, რასაც ითვალისწინებს ასევე კრიზისული ბიუჯეტი და აქ ასობით მილიონზეა საუბარი. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძირითადი გამოწვევა მდგომარეობს შემდგომში, რომ რთულია კონკრეტული და ძალზედ მაღალი ხარისხის პროგნოზების გაკეთება. ამიტომ, ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე გვიწევს ფუნქციონირება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახლდეთ რაციონალური, ეფექტური მოქმედება მენეჯმენტის და ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში და ასევე, ეფექტური მოქმედება ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

✅✅Qiorqi Qaxarianın qərarına görə, iqtisadiyyata birbaşa yardım göstərmək məqsədilə hökumət tərəfindən 2 milyard lari ayrılıb.

Gürcüstanın Baş naziri hər bir vətəndaşa, xüsusilə Tbilisi sakinlərinə, Gürcüstan miqyasında dünən saat 21:00-dan sonra həyata keçirilən tədbirlərdə göstərdikləri anlayışa görə təşəkkür etdi, - bunu Gürcüstanın Baş naziri Qiorqi Qaxaria, Koronavirusla bağlı Koordinasiya Şurasının iclasında bəyan etdi.

Hökümət başçısının sözlərinə görə, bu, vətəndaşların ortaq bir məsuliyyət hissi daşıdıqlarını göstərir.

„Bu, bizim üçün son dərəcə önəmlidir, çünki bizim ortaq bir məsuliyyətimiz olduğunu, təkcə hökumətin deyil, bu ölkənin hər bir vətəndaşının və ilk növbədə bir-birimizin, valideynlərimizin, bizim yaşlı nəslin qarşısında məsuliyyət daşıdığımızı göstərir.
Bu problemi tez bir zamanda həll etməyimiz üçün yeganə vasitədir", - deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Hökumət başçısı iqtisadiyyatı dəstəkləmək üçün qəbul edilən qərarlar barədə danışdı.

Hökumətin qərarına əsasən, iqtisadiyyata birbaşa yardım məqsədilə - 2 milyard lari ayrılıb.

Baş nazirin qiymətləndirməsinə görə bu, iş yerlərinin saxlanmasına, şirkətlərin saxlanmasına, şirkətlərin davam edən istehsalına, mövcud müəssisələrin saxlanmasına yönəldiləcək bir yardımdır.
„İlk növbədə vətəndaşlarımızın sağlamlığını qorumaq məqsədilə hökumətin məcburi tədbirlər görməsi ilə yanaşı, hər bir vətəndaşımızın birbaşa iqtisadi ziyan gördüyünü başa düşürük. Bu zərər, çox vaxt birbaşa və əhəmiyyətli olur. Bir çox hallarda insanlar iş yerlərini və gəlirlərini itirdilər.

Buna görə, bu mərhələdə və bu böhranın bütün digər böhranlardan fərqli olduğunu nəzərə almaqla, müddətini və iqtisadiyyata vurduğu zərərin düzgün qiymətləndirilməsi baxımından dəqiq bir proqnoz vermək mümkün olmadığına görə, bütün digər amillərdən fərqli olaraq, bu gün əlimizdə olan bu az imkanlarımızla iqtisadiyyatımızdan səmərəli və rasional şəkildə istifadə etmək bizim məsuliyyətimizdir", - deyə hökumət başçısı bəyan etdi.
Qiorqi Qaxarianın sözlərinə görə bu qərar, böhran bitən kimi Gürcüstan iqtisadiyyatının başlanğıc mövqelərini bərpa etməsi və sürətli inkişafa hazır olması üçün son dərəcə əhəmiyyətlidir.

„Bu istiqamətdə, biz birmənalı olaraq belə qərara gəldik ki, sağlamlıq təhlükəsizliyi şərtləri altında böyük, sistemli infrastruktur layihələrini qorumaq üçün sistem istehsalının fəaliyyətini davam etdirməyə və sistem iqtisadiyyatına mümkün qədər töhfə və dəstək vermək üçün əlimizdən gələni edək. Bu sahədə biz, bu günə olan vəziyyətə görə büdcəyə 2 milyard lari səfərbər etdik. Bu günə olan məlumata görə", - deyə baş nazir bəyan etdi.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, müəyyən mərhələdə və müddətdən sonra ölkə elə çətinliklərlə üzləşə bilər ki, biz bu yardımı daha da artırmalı olarıq.
Baş nazir vurğuladı ki, bu 2 milyard dollar, sağlamlıq baxımından Covid 19-a qarşı büdcədən birbaşa ayrılan 351 milyon lari vəsaitə daxil deyil.

„Bu, böhran büdcəsinə həmvətənlərimizin sağlamlığı üçün mübarizə aparmaq və infeksiyanın miqyasının, coğrafi yayılmasının sürətlə artmasının qarşısını almaq məqsədilə hər şeyi etmək üçün ayrılan bir məbləğdir. Bu məbləğ, yüksək dərəcədə rasionallaşdırılmış bir şəkildə istifadə olunmalıdır", - deyə baş nazir qeyd edib.

Qiorqi Qaxarianın qiymətləndirməsinə görə, ən əhəmiyyətlisi, hökumətin bu mərhələdə hər bir vətəndaşa, birbaşa olaraq hansı yardımı göstərə bilməsidir.

Bu məqsədlə hökumət, ayda 200 kilovat-dan az elektrik enerjisi istehlak edən və eyni zamanda 200 m3-dən az təbii qaz istehlak edən hər bir vətəndaşımızın 3 ay - Mart, Aprel və May aylarında tam maliyyələşdirilməsinə qərar verdi.

„Bura, təmizliklə yanaşı su vergisidə daxildir. Hökumət çərçivəsində qərara aldığımız bu yardım, birbaşa olaraq hər bir vətəndaşa yönəlib və bunun kifayət etməyəcəyini başa düşürük. Əlbətdə biz başa düşürük ki, işini itirmiş hər bir vətəndaşı müəyyənləşdirdikdən sonra, onlara birbaşa yardım etmək üçün xüsusi tədbirlərimiz olacaq. Bundan əlavə, bir daha vurğulamaq istərdim ki, bizim vəziyyətimizdə hər bir larini səmərəli istifadə etmək son dərəcə əhəmiyyətlidir. Bunun səfərbər edilməsi nəticəsində, bu günə olan məlumata görə, iqtisadiyyat sahəsində, vətəndaşlara birbaşa yardım baxımından - 2 milyard lari və səhiyyə sahəsində COVID-19-la birbaşa mübarizə kontekstində - 351 milyon lari təşkil edir", - deyə Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Baş nazirin sözlərinə görə, ən əhəmiyyətlisi bu gün hökumətin fəaliyyət göstərdiyi böhran büdcəsidir və ən başlıcası, vəsaitlərin həm infeksiyaya nəzarət, həm də iqtisadi potensial baxımından ən səmərəli tarazlığı qorumağa yönəldilməsidir.

„Nəticədə hamımız başa düşürük ki hədəfimiz, virusla mübarizə aparmaq üçün iqtisadiyyatın sürətli böyümə potensialını qorumaq və virusa qarşı elə bir mübarizə aparmaqdır ki, iqtisadiyyatımıza vurulacaq zərər və iş yerlərinin itkisi minimal dərəcədə olsun. Mən hər bir İdarəni, bu gün İdarələriniz üçün böhran büdcəsində səfərbər olunan mənbələrdən ən səmərəli şəkildə istifadə etməyə çağırıram. Əlbəttə ki, böhran büdcəsi tərəfindən nəzərdə tutulmuş cari xərclərin köklü azalması barədə danışacağıq və burada söhbət yüz milyonlardan gedir. Lakin, hamımız başa düşməliyik ki, konkret və çox yüksək keyfiyyətli proqnozlar vermək çətindir. Bu səbəbdən, əslində hər gün yeni problemlərlə üzləşməli olacağıq və bizim əsas məqsədimiz rasional şəkildə, idarəetmə və büdcə xərcləmələrinin bir hissəsində səmərəli fəaliyyət göstərmək, eyni zamanda viruslarla mübarizədə səmərəli olmaqdır", - deyə Baş nazir qeyd etdi.


  • გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო