სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სახელმწიფო რწმუნებულმა დღის ბოლოს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება შეაჯამა

29 მარტი 2020


Ge/Az

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დღის ბოლოს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც უკვე მეშვიდე დღეა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, არსებული ვითარება შეაჯამა.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ტემპერატურული სკრინინგი 8 994-მა ადამიანმა გაიარა, ბოლნისში - 6 393-მა. მათგან, საველე ჰოსპიტალში გადაყვანილია 2, რომელთაც დაბალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ. ამ დრომდე საკარანტინო ზონებში თერმო სკრინინგით სულ 106 755 მოქალაქე შემოწმდა. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესამაბისი უწყებების თანამშრომლები მკაცრად აკონტროლებენ დადგენილი წესების შესრულების პროცესს.

სახელმწიფო რწმუნებულმა, გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ადამიანების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გაწეული საქმიანობის ეფექტურობა დიდწილად სწორედ მათზეა დამოკიდებული.

დღის განმავლობაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შოთა რეხვიაშვილმა, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კონკრეტული რეკომენდაციები გააცნო და სამოქმედო გეგმები განსაზღვრა.

 

Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi günün sonunda hökumət qərarı ilə elan olunan sərt karantin rejiminin yeddinci gününü keçirən Marneuli və Bolnisi munisipalitetlərində mövcud vəziyyətin icmalından danışdı.

Şota Rexviaşvilinin bəyanatına görə gün ərzində Marneuli munisipalitetində 8 994, Bolnisidə 6 393 insan temperatur skrininqindən (hərarət ölçmə) keçdi. Onlardan aşağı temperatur qeydə alınan iki nəfər sahə hospitalına aparıldı. İndiyə qədər karantin zonalarında termo skrininq ilə cəmi 106 755 vətəndaş yoxlanılıb. Munisipalitet ərazilərində muvafiq idarə əməkdaşları müəyyən edilmiş qaydaların yerinə yetirilməsi prosesinə ciddi nəzarət edirlər.

Dövlət Səlahiyyətlisi həyata keçirilən qabaqlayıcı tədbirlər çərçivəsində insanların yüksək vətəndaş məsuliyyətinin vacibliyinə diqqət çəkdi və qeyd etdi ki, həyata keçirilən fəaliyyətlərin effektivliyi əhəmiyyətli dərəcədə məhz onlardan asılıdır.

Gün ərzində Dövlət Səlahiyyətlisi Administrasiyasında munisipalitet merləri ilə işgüzar görüş keçirildi. Şota Rexviaşvili yerli hakimiyyət nümayəndələrinə konkret tövsiyələr təqdim etdi və zərurət olarsa, mövcud təcrübəyə əsaslanaraq onlarla birgə tədbirlər planını müəyyənləşdirdi.


  • სახელმწიფო რწმუნებულმა დღის ბოლოს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება შეაჯამა