საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
27 მარტი 2020
Ge/Az
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, საკარანტინო ზონებში არსებული ვითარება შეაჯამა. როგორც შოთა რეხვიაშვილმა მედიასთან საუბრისას განცხადა, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილზე პირადად გაეცნო საწარმოო პროცესს ისეთი მნიშვნელობის ობიექტებზე, როგორიცაა წისქვილკომბინატი, ასევე, მსხვილი სასურსათო მაღაზიები და სადისტრიბუციო ქსელები. მისივე განცხადებით, საკარანტინო ზონებში საჭირო რაოდენობის საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და საწვავის მარაგია. მხოლოდ დღეს, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, თერმოსკრინინგი 15 000 ადამიანს ჩაუტარდა. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს როგორც სადეზინფექცო პროცედურები, ასევე მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სპეციალური ფლაერები ურიგდებათ.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში, უკვე მეხუთე დღეა რაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს და ამ ეტაპამდე, სპეციალური ჯგუფების მიერ, თერმოსკრინინგის პროცედურით, 70 000-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა.
Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi karantin zonalarında mövcud vəziyyətin icmalından danışdı. Şota Rexviaşvilinin media ilə söhbəti zamanı bəyan etdiyinə görə bugün yerli hakimiyyət nümayəndələri ilə birgə Marneuli munisipalitetində Dəyirman Kombinatı, həmçinin irimiqyaslı ərzaq mağazaları və distribusiya şəbəkələri kimi vacib obyektlərdə istehsal prosesi ilə şəxsən tanış oldu. Onun sözlərinə görə karantin zonalarında kifayət qədər qida məhsulları, medikomentlər və yanacaq ehtiyatı var. Yalnız bugün Bolnisi və Marneuli munisipalitetlərində 15 000 insana termoskrininq (hərarətin yoxlanılması) edildi. Bölgədə necə ki, dezinfeksiya prosesləri, eləcədə geniş miqyaslı məlumatlandırma kampaniyaları həyata keçirilir, bu kampaniya çərçivəsində etniki azlıq nümayəndələrinə xüsusi məlumat vərəqələri paylanılır.
Qeyd edilməlidir ki, Kvemo Kartlinin iki munisipalitetində artıq beşinci gündür ki, sərt karantin rejimi mövcuddur və bu vaxta qədər xüsusi qruplar tərəfindən termoskrininq proseduru ilə 70 000-ə qədər insanın sağlamlıq vəziyyəti yoxlanılmışdır.