სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს

27 მარტი 2020


Ge/Az

მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მინისტრის ინფორმაციით, ასევე ინტენსიურად კონტროლდება საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი, რომელთა დარღვევისთვის კანონით დაწესებული ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავებმა უკვე გამოწერეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, გუშინ, 26 მარტს, ჩამოფრინდა გეგმური ჩარტერული რეისი ვენიდან, რომლის ბორტზე მყოფი საქართველოს 180-მდე მოქალაქე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოძიებულ ერთ-ერთ სასტუმროში სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის.

ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტიდან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია 5 ინფიცირებულის მდგომარეობა. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ „ცხელების ცენტრები“. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე გამოყოფილია კახეთის რეგიონში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკების მობილიზაცია ქვემო ქართლში, რაც ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება. ინფორმაცია ამ მიზნით გამოყოფილი კლინიკების შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით განთავსდება, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - www.stopcov.ge, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.moh.gov.ge.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

Hökumət, fövqəladə vəziyyətlə bağlı tətbiq edilmiş məhdudiyyətlərin icrasına nəzarəti gücləndirir

Gürcüstanın Baş naziri - Qiorqi Qaxarianın rəhbərliyi altında, Koronavirusla bağlı mövcud İdarələrarası Koordinasiya Şurasının növbəti iclası keçirildi.

Şuranın iclasında, Gürcüstanın hər yerində mövcud fövqəladə vəziyyət nəticəsində tətbiq edilmiş məhdudiyyətlərin, o cümlədən Marneuli və Bolnisi Munisipalitetlərində karantin rejiminin tətbiq edilməsi məsələləri müzakirə etdi.

Daxili işlər naziri - Vaxtanq Qomelauri, hüquq-mühafizə orqanları nümayəndələri - 24 saatlıq rejimdə, fövqəladə vəziyyət nəticəsində tətbiq edilmiş qadağalara riayət olunmasına sərt şəkildə nəzarət edir və hər hansı bir pozuntu zamanı, qanunda nəzərdə tutulmuş tədbirlərə əl atacaqlarını qeyd etdi.

Nazirin sözlərinə görə, Gürcüstan miqyasında fövqəladə vəziyyət nəticəsində tətbiq edilmiş məhdudiyyətlərin icrasına da intensiv şəkildə nəzarət olunur, hüquq-mühafizə orqanları, bəzi hallarda həmin məhdudiyyətlərin pozulması zamanı qanunla tətbiq olunmuş cərimələri artıq müəyyənləşdiriblər.

İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasında, Gürcüstan vətəndaşlarının xaricdən vətənə qayıtması prosesinin davam etdiyi qeyd edildi. Xarici İşlər Naziri - David Zalkalianinin sözlərinə görə, dünən - 26 Mart tarixində Vyanadan planlaşdırılmış çarter reysi ilə qayıtmış 180 Gürcüstan vətəndaşı, İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf Nazirliyinin Milli Turizm Administrasyası tərəfindən müəyyən edilmiş oteldə, 14 gün karantində qalacaqlar. 

Həmçinin, İdarələrarası Şuranın bu gün keçirilmiş iclasında qeyd edildi ki, Gürcüstanda koronavirusa yoluxmuş - 81 pasiyentdən, 13-ü artıq sağalıb. 5 yoluxmuş şəxsin vəziyyəti sabit olsa da, nisbətən ağırdır. Onların hamısı, müvafiq müalicə alır. Hazırda karantində - 4505, stasionar nəzarətdə isə - 247 nəfər var. 

Bununla yanaşı, İdarələrarası Şuranın qərarına əsasən, Gürcüstanın bütün bölgələrində - "Qızdırma Mərkəzləri" adlı məkanlar hazırlanacaq. Sözü  gedən klinikalara yüksək hərarəti olan pasiyentlər müraciət edəcəklər. Gürcüstanın İşğal Olunmuş Ərazilərindən olan Məcburi Köçkünlər, Əmək, Səhiyyə və Sosial müdafiə naziri - Ekaterine Tikaradzenin verdiyi məlumata görə, Kaxeti bölgəsində bənzər mərkəzlər artıq mövcuddur. Bu mərhələdə, Kvemo Kartlidə klinikalar artıq səfərbər edilir və tədricən bütün bölgələrdə tətbiq ediləcək. Bu məqsədlə təyin olunmuş, Koronavirusla bağlı klinikalar barədə məlumat, dövlət tərəfindən Koronavirusla  bağlı yaradılmış xüsusi  www.stopcov.ge veb səhifədə və Səhiyyə Nazirliyinin rəsmi internet səhifəsində - www.moh.gov.ge yerləşdiriləcək.

İdarələrarası Koordinasiya Şurası, razılaşdırılmış addımlar atmaq məqsədilə, Baş Nazirin rəhbərlik etdiyi iclasları mütəmadi olaraq davam etdirir. 

Gürcüstan Prezidentinin Administrasiyası və Parlamentin müvafiq Komitəsi, Şuranın işində fəal iştirak edir.


  • მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს