საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
19 მარტი 2020
ბროშურა “რეკომენდაციები მშობლების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის ” მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, თარგმნილია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე პროექტის “კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაციის გავრცელება ეთნიკურ უმცირესობებს შორის” ფარგლებში.
Yeni koronavirus nədir? (COVID-19) - alideynlər, tərbiyəçilər və maraqlı şəxslər üçün tövsiyələr - https://osgf.ge/publication/yeni-koronavirus-nədir-covid-19/?fbclid=IwAR1JPrcb4qJk8k-jwGTP9xwWhlWSFExm7eVJ2ZLHqwuORxFbydSUX9ZoHyU
Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը (COVID-19) - Խորհրդատվություններ ծնողների, դաստիարակների և հետաքրքրված անձանց համար - https://osgf.ge/ի՞նչ-է-նոր-կորոնավիրուսը-covid-19/?fbclid=IwAR1C2OAavcqsC0Kjk4Wctx23UMpmO9UuEqSKu1Titsq4G8A79z49sBlwlWg
რა არის ახალი კორონავირუსი? (COVID-19)
რეკომენდაციები მშობლებისთვის, აღმზრდელებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის
COVID-19 კორონავირუსების ახალი შტამია, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება პირველად 2019 წელს ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში დაფიქსირდა და დღეის მდგომარეობით ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც. ჯანმრთელობის ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ახალი ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია და ის ფაქტი, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება და განვითარდეს პნევმონია.
როგორ ვრცელდება COVID-19? ვირუსი ვრცელდება:
რა არის COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმტომები?
ვინ იმყოფება COVID-19-ით დაინფიცირების რისკის ქვეშ?
ავადებიან თუ არა COVID-19-ით ბავშვები?
დაიცავით ხელისა და რესპირაციული ჰიგიენის წესები, როგორიცაა ხელების რეგულარული დაბანა და დარწმუნდით, რომ ბავშვს ჩატარებული აქვს კალენდრით განსაზღვრული ყველა აცრა - რათა ბავშვი დაცული იყოს სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან!
უნდა გაუშვათ თუ არა ბავშვი ბაღში ან სკოლაში?
არსებობს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო მკურნალობა?
არის თუ არა ანტიბიოტიკი COVID-19-ის პრევენციის და მკურნალობის საშუალება?
როგორ შევამციროთ COVID-19-ით თქვენი და გარშემომყოფი ადამიანების
დაინფიცირების რისკი? COVID-19-ისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგადი რეკომენდაციები:
# 1. დაიბანეთ ხელები ხშირად - ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.
დაიბანეთ ხელები საპნითა და წლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით
# 2. დაიცავით სასუნთქი სისტემის ჰიგიენა:
# 3. შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია
# 4. არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს - ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული
# 5. მიიღეთ მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული და მოხარშული ხორცის და რძის პროდუქტები
# 6. ხშირად გაანიავეთ და დაალაგეთ სველი წესით საცხოვრებელი და სამუშაო გარემო, დეზინფექცია ჩაუტარეთ ნივთებს და მათ ზედაპირებს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას ახალი კორონავირუსი ზედაპირებზე. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ეს პერიოდი რამდენიმე საათია. ამიტომ, მიზანშეწონილია საგნების ზედაპირების (მაგ. სამუშაო და საწერი მაგიდები, საგნების (მაგ. ტელეფონი, კლავიატურა) რეგულარულად დასუფთავება. მარტივ სადეზინფექციო საშულებებს შეუძლიათ ვირუსის განადგურება, რის შემდეგაც ადამიანების დაინფიცირება აღარ ხდება
# 7. გადადეთ მოგზაურობა, თუ ამის აუცილებლობა არ არის. COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, მოერიდეთ მოგზაურობას განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებში (დღეის მდგომარეობით - ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია).
# 8. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს აღგენიშნებათ რესპირაციული სიმპტომები (სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება), დროულად მიმართეთ ექიმს. დაუყონებლივ აცნობეთ სამედიცინო დაწესებულებას ან დაუკავშირდით 112-ს, თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით პირთან, რომელმაც უახლოს პერიოდში იმოგზაურა მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში და აღენიშნებოდა რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:
1505 (24/7 განმავლობაში) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან ეწვიოთ ვებ-გვერდს: moh.gov.ge; https://www.facebook.com/mohgovge/
116001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00) - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ეწვიოთ ვებ-გვერდს: ncdc.ge; https://www.facebook.com/ncdcgeorgia/
საქართველოს მთავრობის კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ვებ-გვერდი: https://stopcov.ge/
დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა!
დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!