სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები მედიას გააცნო

17 მარტი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები მედიას გააცნო

გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითიზოლაციაში რჩება, ის სამკურნალო დაწესებულებიდან არის გასული. ეს არის პირველი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. პირიქით. დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა ინფექციის განვითარების იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა. და ჩვენ ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესის მენეჯმენტი და მიდგომები უნდა შეიცვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე.

„ეს გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ სისტემა სრულად უნდა იყოს მზად პაციენტების გაზრდილი რაოდენობის მომსახურებისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა. ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს.

გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ პროცესის მენეჯმენტის - ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპის შეზღუდვები ეფექტურად გავატარეთ, დაწყებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სავაჭრო ობიექტებიდან, რესტორნებიდან და კიდევ სხვა ბევრი გადაწყვეტილებები, პენიტენციალურ სისტემაში სრულად იყო გადალაგებული მენეჯმენტი, მოხდა დისტანციურ შრომაზე გადასვლა და შეზღუდვები - ოფისებში თანამშრომლების სიარულთან დაკავშირებით. ბევრი რამ იყო გაკეთებული და ახლა გამოწვევები უფრო იზრდება, შესაბამისად, მთავრობის პასუხიც იქნება მკაცრი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დისკომფორტს იწვევდეს, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა.

„ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. შესაბამისად, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი, ისევე, როგორც მეტრო, მაგრამ, მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ტრანსპორტის დეზინფექცია, შესაბამისად, აქ ჩვენ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება.

„დღეს შესაბამის უწყებებს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, სრულად დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა მათაც მიეცეს საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ ხელისუფლება შეზღუდულია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი და იგივე დახმარება გაუწიოს, რასაც საქართველოს სხვა მოქალაქეები იღებენ.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათაც მივცეთ საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, შეუძლებელია, რომ ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული. შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის დავალებით, შეიქმნება მექანიზმი რისკჯგუფებისთვის იმ მომსახურების გასაწევად, რომელიც მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ

მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, თითოეულის. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას დაევალა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული და შეუძლებელია, ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თოთოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. ერთმნიშვნელოვნად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Baş nazir İdarələrarası Şuranın yeni qərarlarını mediaya təqdim etdi

“İlk sağalmış insanın xəstəxanadan buraxıldığı barədə xoş xəbərimiz var. Baxmayaraq ki, o özünütəcrid vəziyyətində qalmaqdadır, amma o, tibb müəssisəsindən çıxmışdır. Bu ilk haldır və əlbəttə biz bunun üçün tibb sahəsində çalışanlarımıza təşəkkür etməliyik. Bu o demək deyil ki, rahatlaşmaq üçün əsasımız var. Əksinə. Biz bugün artıq açıqca deyə bilərik ki, hökumət və şuranın son həftələr ərzində virusun inkişafı, ölkəyə daxil olması və yayılmasına qarşı səmərəli şəkildə işlər həyata keçirməsinə baxmayaraq, biz hazırda virusun yayılması mərhələsinə keçirik və bu da yoluxma hallarının artacağı deməkdir. Bu obyektiv reallıqdır və biz bu barədə açıq danışmalıyıq” – bu barədə bugün Hökumət Aministrasiyasında koronavirusun yayılmasının qarşısının alınması tədbirləri ilə əlaqədar İdarələrarası Koordinasiya Şurasının növbəti iclası bitdikdən sonra baş nazir Qiorqi Qaxaria danışıb.

Hökumət başçısının sözlərinə görə prosesin idarəedilməsi və yanaşmalar dəyişməlidir, bir halda ki, biz epidemiyanın qarşısının alınması mərhələsindən yayılması mərhələsinə keçirik.

“Bu keçid çox önəmlidir və ilk növbədə səhiyyə sistemi olmaqla, biz bunun üçün hazır olmalıyıq. Səhiyyə sisteminin hazır olması o deməkdir ki, sistem çox sayda arta biləcək xəstələrə xidmət göstərə bilmək üçün tamamilə hazır olsun. Bu tapşırıqlar bugün verildi. Səhiyyə sistemi yarana biləcək problemlərə lazımı cavab verə bilmək üçün yetərincə yaxşı vəziyyətdədir.

Bundan başqa, hamınız bilirsiniz ki, biz bu prosesin idarəedilməsinin – virusla mübarizənin birinci mərhələsinin məhdudiyyətlərini təsirli şəkildə həyata keçirdik, təhsil ocaqlarından başlamış, ticarət mərkəzləri, restoranlar və bir çox digər mövzularda qərarlar qəbul etdik, penitensiar xidmət tamamilə qaydaya salınmışdı, uzaqdan işləmə rejiminə keçildi və ofislərə işçilərin gəlməsi ilə əlaqədar məhdudiyyətlər qoyuldu. Çox işlər görüldü və indi çətinliklər daha da artır, müvafiq olaraq, hökumətin buna cavabı da sərt olacaq,” – deyə baş nazir qeyd etdi.

Onun sözlərinə görə bəzi məhdudiyyətlər narahatlığa səbəb ola bilər, ancaq yaxşı anlamalıyıq ki, vətəndaşların sağlamlığı kritik önəmə sahibdir.

Baş nazirin elanına görə, sabahdan “marşrut-taksiləri”nin hərəkəti qadağan olunur. Onun dediyinə görə bu virusun ən vacib yayılma ocaqlarından biridir.

“Buna görə də bu qərar qəbul edildi və sabahdan “marşrut-taksiləri” qadağan olunacaq. Nəticə etibarilə, şəhərdə metro və icra hakimiyyətinin nəqliyyat vasitəsi qalacaq, amma onlara da tapşırılacaq və öhdəlikləri olacaq ki, hər gün nəqliyyat vasitəsi dezinfeksiya olunsun, bu şəkildə biz riskləri daha yaxşı idarə edə bilərik” – deyə baş nazir bildirdi.

Hökumət rəhbərinin qeyd etdi ki, idman zalları və SPA mərkəzlərinin fəaliyyətinə tamamilə məhdudiyyət qoyulacaq.

“Bugün aidiyyatı qurumlara tapşırıldı ki, hökumət tərəfindən qəbul edilən qərarların necə yerinə yetirildiyinə nəzarət etsinlər. Hər nazirlikdə bənzər mexanizmlər yaradılacaq və bu bizim yaranmış vəziyyətə adekvat cavab verə bilməyimizə imkan verəcək” – dedi Qiorqi Qaxaria.

Baş nazirin sözlərinə görə, Gürcüstan hakimiyyəti işğal olunmuş ərazilərdə yaşayan vətəndaşlarına bu qlobal sınağın öhdəsindən gələ bilmələri üçün yardım etməyə hazır olduğunu bildirib.

Hökumət başçısının sözlərinə görə təəssüf ki, hakimiyyətin işğal olunmuş ərazilərdə yaşayan vətəndaşlara müvafiq və digər vətəndaşlara etdiyi yardımların eynisini etmək imkanları məhduddur.

“Buna baxmayaraq, işğal altında olan vətəndaşlarımıza harda imkanımımız olarsa, bu qlobal problemin öhdəsindən gəlməkdə yardım etməyə hazır olduğumuzu bir daha bildiriri” – dedi Qiorqi Qaxaria.

Baş nazirin sözlərinə görə, hökumətin təkcə bu qlobal problemin öhdəsindən gəlməsi mümkünsüzdür və hər bir vətəndaşın vətəndaş anlayışı və məsuliyyəti vacibdir.

“Hər birimiz yaxşı anlamalıyıq ki, hökumətin resursları məhduddur. Mümkün deyil ki, hökumət bu qlobal problemə tək cavab versin. Hər bir vətəndaşımızın vətəndaş anlayışı və vətəndaş məsuliyyəti çox mühümdür” – deyə Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Baş nazirin tapşırığı ilə risk qruplarına gündəlik ehtiyac duyduqları xidmətləri göstərəcək bir mexanizm qurulacaq.

Hökumət 70 yaşı keçmiş vətəndaşların hər birinə özünü təcrid etmiş vəziyyətdə olmağı tövsiyə edir. Bu çox mühümdür və hər birimiz anlamalıyıq ki, bu bizim borcumuzdur. Bu tapşırığın öhdəsindən düzgün gəlmək üçün bugün İqtisadiyyat Nazirliyi və Gürcüstan Poçtuna tapşırıldı ki, Səhiyyə Nazirliyi ilə birgə sosial yardıma ehtiyacı olanlara və 70 yaşı keçmiş təqaüdçülərə gündəlik ehtiyacları olan xidmətləri göstərə bilmək üçün mexanizm hazırlasınlar – bu barədə Gürcüstanın baş naziri koronavirusun yayılmasının qarşısının alınması tədbirləri ilə əlaqədar İdarələrarası Koordinasiya Şurasının növbəti iclası bitdikdən sonra keçirdiyi brifinqdə danışıb.

Hökumət başçısı bir daha qeyd edib ki, hər birimizin anlayışlı və məsuliyyətli olması həddən artıq vacibdir.

“Hər birimiz yaxşı anlamalıyıq ki, hökumətin resursları məhduddur və mümkün deyil ki, hökumət bu qlobal problemə tək cavab versin. Hər bir vətəndaşımızın vətəndaş anlayışı və məsuliyyəti həddən artıq vacibdir. Birmənalı olaraq, anlamalıyıq ki, ilk növbədə yaşlıların qeydinə qalmalıyıq. Bu kritik önəmə sahibdir, xüsusilə də 70 yaşı keçmiş vətəndaşlar olmaqla” – deyə Qiorqi Qaxaria qeyd etdi.


  • პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები მედიას გააცნო