სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ნათია თურნავა - მოვუწოდებთ მსხვილ სადისტრიბუციო-საბითუმო და საცალო ვაჭრობის კომპანიებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით

17 მარტი 2020


Ge/Az ნათია თურნავა - მოვუწოდებთ მსხვილ სადისტრიბუციო-საბითუმო და საცალო ვაჭრობის კომპანიებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, ნუ აიწყობენ ბიზნესგეგმებს საერთო გაჭირვებაზე - ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ

მოვუწოდებთ ყველა კომპანიას - იქნება ეს მსხვილი სადისტრიბუციო-საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კომპანია, არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით და არ აიწყოს ბიზნესგეგმები საერთო გაჭირვებაზე, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მსხვილ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსთან დაგეგმილი ბროძოლის პრევენციული ღონისძიებებისა და დაგეგმილი რეგულარული შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხები იყო, მათ შორის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებისა და არსებული ფასების შენარჩუნების საკითხი. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, კომპანიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მარაგის თვალსაზრისით, პრობლემა არ არსებობს.

„გავიარეთ ყველა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხი, რითიც შეიძლება გვერდში დავუდგეთ ამ კომპანიებს. მაგრამ სანაცვლოდ საკმაოდ მკაცრად მოვთხოვეთ, რომ მარაგების შევსება მოხდეს შეუფერხებლდ და სწრაფად. მივიღეთ დაპირება, რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ასევე მთავარი თემა იყო ფასები. მოვუწოდებთ ყველა კომპანიას - იქნება ეს მსხვილი სადისტრიბუციო-საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კომპანია, არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟური მოთხოვნით და არ აიწყოს ბიზნესგეგები ამ საერთო გაჭირვებაზე. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რეალურ რეჟიმში ახორციელებს იმის მონიტორინგს, რომ არ მოხდეს საკვები პროდუქტისა და სხვა პირველადი მოხმარების საგნებზე შეფერხება. მისი თქმით, ამ მხრივ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვინმემ არ ისარგებლოს ბოროტად არსებული სიტუაციით და სპეკულატიური ფასები არ არსებობდეს. ამაზე ვიქნებით ძალიან მკაცრები, პრინციპულები და მომთხოვნები. მოვუწოდებთ ყველას, რომ ამისგან თავი შეიკავოს, რადგან ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

Natia Turnava - Biz, böyük distribusiya-topdansatış və pərakəndə şirkətlərinə müraciət edirik, mövcud vəziyyətdən yararlanaraq ümumi çətinliklər üzərində öz biznesplanlarınızı qurmayın - buna ciddi nəzarət edəcəyik. Böyük distribusiya-topdansatış və pərakəndə şirkətlərinə müraciət edirik, heç kim mövcud vəziyyətdən, təlaşlı tələbdən yararlanıb, ümumi çətinliklər üzərində öz biznesplanlarını qurmasın, - bunu Iqtisadiyyat və Davamlı Inkişaf naziri - Natia Turnava, distribusiya şirkətləri ilə baş tutmuş görüşdən sonra bəyan edib. İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf naziri bu gün, Ətraf Mühitin Mühafizəsi və Kənd Təsərrüfatı naziri - Levan Davitaşvili ilə birgə - böyük distribusiya və idxal şirkətləri ilə görüşdü. Görüşdə həmçinin, Maliyyə Nazirliyinin Gəlirlər Xidmətinin rəhbəri - Levan Kakava və Biznesombudsman - Mixeil Dauşvili iştirak etdilər. Görüş, Baş nazirin rəhbərliyi ilə yaradılmış Idarələrarası Koordinasiya Şurası tərəfindən, Koronavirusa qarşı mübarizə üçün planlaşdırılmış profilaktik tədbirlər və mütəmadi görüşlər çərçivəsində keçirildi. Görüşün əsas mövzusu maliyyə və logistik məsələlər olub, həmçinin ərzaq məhsulları, zəruri əşyaların tədarükü və mövcud qiymətlərin saxlanılması məsələsi. Natia Turnavanın görüşdən sonra qeyd etdiyi kimi, şirkət nümayəndələri tədarük baxımından problem olmadığını bir daha vurğuladılar. „Bu şirkətlərə kömək edə biləcəyimiz bütün maliyyə və logistik məsələləri gözdən keçirdik. Lakin, bunun müqabilində tədarüklərin problemsiz və tez bir zamanda doldurulmasını sərk şəkildə tələb etdik. Bu mövzuda problem olmayacağına dair bizə vəd verildi. Həmçinin, əsas mövzu qiymətlər idi. Böyük distribusiya-topdansatış və pərakəndə şirkətlərinə müraciət edirik, heç kim mövcud vəziyyətdən, təlaşlı tələbdən yararlanıb, ümumi çətinliklər üzərində öz biznesplanlarını qurmasın, - deyə Natia Turnava bəyan edib. Levan Davitaşvilinin qeyd etdiyi kimi, dövlət, öz növbəsində qida məhsullarının və digər zəruri əşyaların gecikmələrinin qarşısını almaq üçün real rejimdə monitorinqlər aparır. Onun sözlərinə görə, bu mövzuda çaxnaşmaya heç bir əsas yoxdur. „Həmçinin ikinci önəmli məsələdə odur ki, heç kim yaranmış vəziyyətdən sui-istifadə edərək spekulyativ qiymətlər yaratmasın. Bununla bağlı biz çox sərt, prinsipial və tələbkar olacağıq. Belə hallardan hər kəsi çəkinməyə çağırırıq, çünki cavabımız çox sərt olacaq", - deyə Levan Davitaşvili bildirib.


  • ნათია თურნავა - მოვუწოდებთ მსხვილ სადისტრიბუციო-საბითუმო და საცალო ვაჭრობის კომპანიებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით