სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრიფინგი

14 მარტი 2020


Ge/Az

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური გავლენების შესარბილებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მან ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.
გეგმა გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას, რომლის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება. კერძოდ:

1. ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას.
აღნიშნული პროცესის შედეგად მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით გამოთავისუფლდება 100 მლნ. ლარის ფინანსური რესურსი.
2. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკი მათ მისცემს შენატანის გადავადების საშუალებას.
3. იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს; სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვ.საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და საშემოსავლო გადასახადებს (1 ნოემბრამდე).
შედეგად, შეღავათი შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელს და 50,000 ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ. ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში
4. გარდა ამისა, კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო, კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს)
5. გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომელმაც პანდემიის შედეგად შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ. ლარით,

აღსანიშნავია, რომ მთავრობა უკვე მუშაობს საბანკო რეგულაციების ოპტიმიზაციის მიმართულებით, რაც დამატებითი სტიმული იქნება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის წახალისებისთვის.

ასევე, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ მიერ სპეციალურად გამოყოფილი ფონდებიდან რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.

Koronavirusun yayılması ilə meydana gələn mənfi təsirləri azaltmaq üçün Gürcüstan Hökumətinin hazırladığı iqtisadiyyata dəstək tədbirləri
Gürcüstanın baş naziri Qiorqi Qaxaria iqtisadi sahə üzrə komanda ilə birgə iqtisadiyyatı stimullaşdırma tədbirlərinin konkret planını açıqladığı brifinq həyata keçirdi.
Plan aşağıdakı tədbirlərin həyata keçirilməsini nəzərdə tutur ki, bunun nəticəsində ölkə iqtisadiyyatında əlavə olaraq 1 milyard laridən artıq maliyə mənbəyi meydana gələcək. Ətraflı olaraq :
1. Kreditin ödənməsi problemi yaranacaq olan bizneslərə banklar fərdi olaraq kreditin yenidən formalaşdırılmasını həyata keçirəcəklər.

Bu proses nəticəsində yalnız otel sənayesində təxminən 100 milyon lari maliyə mənbəyi sərbəst qalacaq.

2. Bundan əlavə olaraq, kreditin ödənməsini təxirə salmaq istəyən vətəndaşlara bank növbəti üç ay ərzində ödəniş üçün möhlət verəcək.

3. Turizmlə əlaqəli fəaliyyət göstərən şirkətlərə; otellər və restoranlara, turizm agentliklərinə, nəqliyyat şirkətlərinə, ekskursiya fəaliyyəti, mədəniyyət və idman tədbirləri təşkilatçıları və digərlərinə Gürcüstan Hökuməti növbəti 4 ay ərzində əmlak və gəlir vergisini təxirə salacaq (1 noyabradək).

Nəticədə, bu güzəşt 18 000 vergi ödəyicisinə və 50 000 – dən çox işçiyə şamil olunacaq, bu da 100 milyon laridən çox pulun iqtisadiyyatın bu sahəsində qalacağı deməkdir.

4. Bundan əlavə, şirkətləri maliyyə qaynaqları ilə təmin etmək üçün hökumət ƏDV qaytarılmasını iki dəfə artıracaq və ilin sonuna planlaşdırılan 600 milyon lari əvəzinə, Maliyyə Nazirliyi şirkətlərə 1,200 milyon (600 milyon lari daha çox) qaytaracaq.

5. Xüsusi dövlət proqramı hazırlanacaq, hansı ki, bütün Gürcüstan miqyasında 4-dən 50-ə qədər otaqlı otellərin 6 ayını birgə maliyələşdirmə ilə ödəyəcəkləri bank kreditləri götürə bilmələrini nəzərdə tutur. Bu isə bütün Gürcüstan ərazisində pandemiya nəticəsində maliyə baxımından ciddi ziyan görə biləcək 2000 otelə şamil olunacaq.

6. Yuxarıda qeyd olunanlardan əlavə olaraq, iqtisadiyyatın stimullaşdırılması üçün ölkədə kapital layihələrinə dəstək artırılacaq. Müvafiq olaraq, 2020-ci il büdcəsində nəzərdə tutulmuş kapital xərcləri 300 milyon lari artırılacaq.

Qeyd olunmalıdır ki, hökumət artıq bank qaydalarının optimallaşdırılması üzrə işlərə başlamışdır və bu da ölkədə iqtisadi aktivliyin artmasına təşviq üçün daha bir stimul olacaq.

Həmçinin, artıq beynəlxalq maliyə qurumları ilə onlar tərəfindən xüsusi olaraq ayrılmış qaynaqlardan istifadə etməklə əlaqədar danışıqlara başlanılmışdır.


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრიფინგი