Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
05 დეკემბერი 2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და მისი შემდგომი განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან მამაცაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ზრდა“-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საჯარო და არასამთავრობო სექტორის წევრებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ამ მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, ვრცლად ისაუბრა სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით გამართული თემატური აქტივობებისა და ღონისძიებების - კონფერენციების, საინფორმაციო და მედია-ტურებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების შესახებ. რუსუდან მამაცაშვილმა კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პრეზენტაცია გააცნო, სადაც დეტალურად განიხილა სფეროს განვითარების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის შესაძლებლობები.
საუბარი შეეხო რეგიონში დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) დაფუძნების საჭიროებას. DMO-ს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID – Zrda-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა ჩართულობის გზით განისაზღვროს რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტები მისი უკეთ წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით. დაიგეგმა, მუნიციპალიტეტების ჩართულობით, სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებებლი ღონისძიებები.