საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
30 მაისი 2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, წინანდალში გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს დაესწრო.
ფორუმი, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ, მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე და ეკონომიკურ პოტენციალზე.
საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმში 20-ზე მეტმა საერთაშორისო და 150-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა პანელზე, მეწარმეობის, ენერგეტიკისა და წარმოების მიმართულებებით სექტორული დისკუსიები და სესიები გაიმართა.