საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
25 სექტემბერი 2018
25 სექტემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო რუსთავის აკადემიურ ქალაქში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, თემაზე - „განათლება საზღვრების გარეშე“.
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ინიციატივით გაიმართულ ღონისძიებაში, ადგილობრივებთან ერთად, უკრაინიდან მოწვეულმა პედაგოგებმა, ოფიციალური სტუმრის სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.
სიმპოზიუმზე, განათლების სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიურ მიღწევებზე და ინოვაციური მიდგომების დანერგვის საჭიროებაზე გამახვილდა ყურადღება, დაისახა ამ მიმართულებით, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები.
ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილე მხარეები სპეციალური სიგელებითა და სიმბოლური მედლებით დასაჩუქრდნენ.