A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

მცირე მეწარმეებისათვის ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლიდან დაიწყო | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მცირე მეწარმეებისათვის ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლიდან დაიწყო

05 მარტი 2018


ფინანსთა სამინისტრომ, ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო. მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პირელი შეხვედრა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა 2 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართა. ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში, შეიმუშავა ახალი საგადასახადო ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას.

ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. (მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს). ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100,000 ლარისა.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით(ბრუნვის გადასახადი) ნაცვლად დღეს არსებული 5%-ისა.

მცირე ბიზნესისათვის შენარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.

მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები.

გადასახადის დეკლარირება/გადახდა მოხდება ყოველთვიურად და მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება.

მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად და შესაბამისად, ჩაითვალონ დღგ ან უკან დაიბრუნონ ავტომატურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.  

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის საქართველოში.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება.  საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.  

 

 


  • მცირე მეწარმეებისათვის ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლიდან დაიწყო
  • მცირე მეწარმეებისათვის ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლიდან დაიწყო
  • მცირე მეწარმეებისათვის ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლიდან დაიწყო
  • მცირე მეწარმეებისათვის ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლიდან დაიწყო