საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
14 ივნისი 2017
14 ივნისს, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციაში რუსთაველ მწერლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარის პირველი პირი უშუალოდ გაეცნო ადგილობრივ შემოქმედებს და მათგან პირადად მოისმინა ინფორმაცია სფეროში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ.
გრიგოლ ნემსაძის განმარტებით ქალაქში მოღვაწე მწერლები მათთვის განკუთვნილი ფართით სარგებლობას უახლოს მომავალში შეძლებენ.