Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
03 ოქტომბერი 2023
ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და რუსთვის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:
რუსთაველის ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
დეკორატიული ფილებით ტროტუარების, სარწყავი სისტემის, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურებისა და გაზონების მოპირკეთება;
გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის ლითონის დეკორატიული ღობის მონტაჟი;
ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება დეკორატიული განათებები.
უნდა აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს შენობების ისტორიული იერსახის შენარჩუნებას.
რუსთაველის ქუჩის, მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინანსდება როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი სრული ღირებულება შეადგენს 6 მილიონამდე ლარს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რუსთავის მერიამ 2021 წელს განახორციელა.