საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
03 ოქტომბერი 2023
ქალაქ მარნეულში, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
სამუშაო პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური და წყლის ახალი რეზერვუარები. პარალელურად გრძელდება წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშოები.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროექტი მასშტაბურია სამუშაოები 4 დამოუკიდებელ ლოტად ხორციელდება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და მისი დასრულების შემდგომ 24 საათიანი წყალმომარაგებით 22 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
სამუშაო პროცესს რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილე ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, როინ დეკანოიძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ