სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

დმანისის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

02 აგვისტო 2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მისასვლელ გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ქალაქ დმანისში კოსტავას ქუჩის მოწყობის სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად მოინახულა.

პროექტის ფარგლებში სოფლების:  უსეინქენდის, მამიშლარის, პირველი და მეორე სალამალეიქის მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია დასრულებულია, ქალაქ დმანისის კოსტავას ქუჩის პროექტის დასრულების შემდგომ კი გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და სანიაღვრე სისტემა. გზების სრული რეაბილიტაციის შემდგომ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და მისი სრული ღირებულება შეადგენს 2 139 586 ლარს.

პროექტები რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

  • დმანისის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები