A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია

26 ივლისი 2023


მარტყოფის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

????,,ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულების ეტაპზეა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან მარტყოფის N1 საჯარო სკოლის 633 მოსწავლე და 57 თანამშრომელი სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო სივრცეებით შეძლებს სარგებლობას. მინდა, შეგახსენოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტის შესახებ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ მუნიციპალიტეტში, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, რომლის შედეგადაც ჩვენი შვილები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო სივრცეებში სრულფასოვანი განათლების მიღებას“ - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი.

✅ქვემო ქართლის რეგიონში ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ამჟამად აღჭურვის ღონისძიებები მიმდინარეობს. 1 845 000 ლარზე მეტი ღირებულების სარებილიტაციო სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.

????პროექტის ფარგლებში:

ჩატარდა ოთხსართულიანი შენობის სახურავის, ფასადისა და ინტერიერის რეაბილიტაცია;

გარემონტდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე;

გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი;

მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა;

ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის ჭიშკარსა და ღობეს, მოეწყო მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი;

სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

ახლად რეაბილიტირებული სკოლა რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ლევან სუხიტაშვილმა მოინახულეს


  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია
  • მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია