სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა

18 ივლისი 2023


კოდის დევნილთა დასახლების 400-ზე მეტი ოჯახი უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს.

გიორგი დოხტურიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მზის ელექტროსადგურის გახსნის პრეზენტაციას საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან  და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაესწრო.

ლიეტუვის მთავრობის და ლიეტუვური კომპანია „სოლეტ-ტექნიკსის“ ხელშეწყობით კოდაში დამონტაჟდა 375 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური, რომელიც 400-ზე მეტ ოჯახს  უფასო ელექტროენერგიით მოამარაგებს.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ლიეტუვის მთავრობას და თითოეულ ადამიანს ვინც ამ სოციალურ პროექტში იყო ჩართული. მზის ელექტროსადგური ტექნოლოგიების შედეგად შექმნილი ეკომეგობრული დანადგარია. ის მოიხმარს ამოუწურავ, ბუნებრივ ენერგიას და რაც მთავარია, მისი გამოყენებით არ ზიანდება გარემო. შესაბამისად ის, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას’’ - აღნიშნა შეხვედრის დროს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

„აღნიშნული პროექტით გრძელდება საქართველოსადმი მხარდაჭერა. ვიმედოვნებთ, რომ მზის ელექტროსადგური გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. ლიეტუვის რესპუბლიკა 2017 წლიდან ახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს და ეს არის კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და ლიეტუვას შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის“ - ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა.

პროექტი დაფინანსებულია ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს მიერ, რომელიც ხორციელდება ლიეტუვური შუამავალი კომპანიის "სოლეტ ტექნიკსის" მეშვეობით. პროექტის პარტნიორია ქართული კომპანია შპს ,,სოლარ ენერჯი ჯორჯია’’. მისი სრული ბიუჯეტი  400 000 ევროზე მეტს შეადგენს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობაში ფინანსური თანამონაწილეობა მიიღეს ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებმა. პროექტის მეშვეობით დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიეწოდებათ ეკოლოგიურად სუფთა, უფასო ელექტროენერგია.

პრეზენტაციას რწმუნებულთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, მერის მოადგილეები: დევი მუხაშავრია და ლია ზურებიანი,  ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ოთარ ცოტნიაშვილი, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ნუგზარ კახნიაშვილი, ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სემეკის,  კომპანია სოლეტ ტექნიკსისა და შპს სოლარ ენერჯი ჯორჯიას წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.


  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა
  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა
  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა
  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა
  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა
  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა
  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა
  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა
  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა
  • კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის გახსნა