საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
18 მაისი 2023
რუსთავის სარაგბო კლუბი „ხარები“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.
გიორგი დოხტურიშილი რუსთავის ცენტრალურ პარკში, მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად მათი გამარჯვებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო და საზეიმო
მიღება ქალაქის მერთან, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან იოსებ ტყემალაძესთან და ,,ხარების“ მთავარ მწვრთნელთან ირაკლი ნატრიაშვილთან ერთად გახსნა.
რუსთავის "ხარები”, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბია. გუნდი 1990 წელს ჩამოყალიბდა და ის ალექსანდრე ლობჟანიძემ დააარსა. მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, რუსთაველებს ყველა სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული. პირველად 1993 წელს გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, 1994 წელს ვერცხლის პრიზიორები. 1997 წელს კი, ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ. დიდი 10-ის ტურნირი, კი 6 მაისს ავჭალის სტადიონზე ,,ბათუმთან“ გამარჯვებით მოიგეს და ოცდაათწლინი პაუზის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
„ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ გამარჯვებას. მიხარია რომ საქართველოს ჩემპიონი გუნდი სწორედ ჩვენი რეგიონიდანაა. მე ამაყი ვარ და მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოიპოვებს სარაგბო კლუბი „ხარები“. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ გვერდში დგომისა და დახმარებისთვის“ - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, ჩემპიონი კლუბის მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ნატრიაშვილს რუსთავის მერიის სპეციალური ჯილდო გადასცა.
საღამოს რწმუნებულთან და მერთან ერთად, რუსთავის მეირის მოადგილეები: კახა გურული, ბესიკ ტოგონიძე, ოთარ ტატალაშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, რუსთავის საკრებულოს წევრი, მამუკა ხელაია, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე, რუსთავის სარაგბო კლუბი „ხარების“ წარმომადგენლები, მწვრთნელი, ირაკლი ნატრიაშვილი და ვეტერანი მორაგბეები ესწრებოდნენ