სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში

16 მაისი 2023


გიორგი დოხტურიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს, რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინნიკოვს მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

„დღეს, დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის, ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად ორი წლის ვადით არჩევის ღონისძიებას დავესწარით და ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა ჩვენთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე. დღევანდელი ვიზიტის მიზანიც სწორედ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარებაა. მჯერა, სამომავლოდ, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ვფიქრობ, უამრავი სასიკეთო სიახლის მომტანი იქნება ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

„ჩემი კოლეგების მსგავსად, მეც ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია საელჩოები ეწვიონ მთელ საქართველოს, მოინახულონ რეგიონები და შეხვდნენ მოსახლეობას.

ვთვლი, რომ მოსახლეობისათვის ნატოზე ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენი ვიზიტის მიზანია მხარი დავუჭიროთ მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა.

„საქართველომ დიდი ხანია ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა. სწორედ ამიტომ, რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან ერთად მუშაობს რათა მიაღწიოს ამ მიზანს. ჩვენი სურვილია საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდეთ და მოსახლეობას ავუხსნათ თუ რა არის ნატო და როგორ არის შესაძლებელი საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“- განაცხადა რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მარნეულში ჩემს კოლეგებთან, ბრიტანეთის და რუმინეთის ელჩებთან ერთად ვიმყოფები, ჩვენ აქ ვართ, რათა შევხვდეთ ადგილობრვ თვითმმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდებს და განვიხილოთ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის საკითხები. ეს არის გასვლითი რეგიონალური შეხვედრების ნაწილი, რომლის ჩატარებასაც საქართველოს ყველა რეგიონში ვგეგმავთ. გვსურს მოსახლეობას ჰქონდეს პირდაპირი ინფორმაცია ნატოსა და საკონტაქტო საელჩოების წარმომადგენლებისაგან თუ რა სარგებლის მოტანაა შესაძლებელი საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობით“ - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინნიკოვმა.

გიორგი დოხტურიშვილმა, შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს ქვემო ქართლის რეგიონი გააცნო და ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონი აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ისაუბრა რეგიონში მიმდინარე არაერთ მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების აგრარულ, ტურისტულ და ზოგადად, ეკონომიკურ განვითარებას.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, დელეგაციის წევრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის შენობის წინ გამართულ ღონისძიებას"მოძრავი საელჩო" დაესწრო, რომლის ფარგლებშიც აღინიშნა დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის, ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად არჩევა ორი წლის ვადით.

საკონტაქტო საელჩოების ფუნქციის შესრულებისას, გაერთიანებული სამეფო და რუმინეთი იმუშავებენ ალიანსსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაზე.

სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, როინ დეკანოიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრეულოს თავმჯდომრე ამირან გიორგაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, პოლიტიკური ოფიცერი სოფიო ბერიშვილი, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინნიკოვი, რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ და მისი მოადგილე სილვიუ დამიანი ესწრებოდნენ.


  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში
  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში
  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში
  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში
  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში
  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში
  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში
  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში
  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში
  • დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრა მარნეულში