საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
21 მარტი 2023
გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს!
NOVRUZ BAYRAMINIZ MÜBARƏK!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მარნეულის მუნიციპალიტეტიდან მიულოცა.
„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენ ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს ყველგან, ჩვენს მოძმე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყველგან. ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მშვიდობა ჩვენს მოქალაქეებს, კეთილდღეობა, მეტი ბარაქა, მეტი სიხარული, სტაბილურობა და ყველაფერი საუკეთესო ჩვენს ხალხს. ეს მინდა ვუსურვო ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა დავუდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ძალიან მშრომელ ხალხს, ძალიან გონიერ ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე არის სიმბოლური იმითაც, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენს ხალხს სჭირდება“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჩემთვის დიდი პატივია ჩვენს მოძმე ერთან ერთად სახალხო დღესასწაულის „ნოვრუზ ბაირამის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება და მისი აღნიშვნა. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მათ და მშვიდობა, კეთილდღეობა ვუსურვო.
2010 წლიდან ნოვრუზ ბაირამი საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და ტრადიციულად წელსაც ქვემო ქართლის რეგიონში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა. ნოვრუზი - ,,ახალ დღეს“ ნიშნავს და დღესასწაულზე სწორედ ახალ სიცოცხლეს, დედამიწის გამოცოხლებას აღნიშნავენ“ - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.
ქვეყნისა და რეგიონის პირველმა პირებმა, დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი სივრცე დაათვალიერეს, სადაც განთავსებული იყო ეთნოკუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიმბოლური კოცონიც აანთეს და ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, საზოგადოებას პირადად მიულოცეს.
მარნეულში გამართულ ღონისძიებას პრემიერთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაესწრნენ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი და მოადგილე ილია ჯალაღანია, მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და კომპანია „სოკარის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მახირ მამედოვი.
Gürcüstanın baş naziri İrakli Qaribaşvili, Kvemo Kartli üzrə dövlət nümayəndəsi Giorgi Doxturişvili, eləcə də mərkəzi və yerli hakimiyyət orqanlarının nümayəndələri ilə birlikdə Marneuli bələdiyyəsindən əhalini milli bayram olan Novruz Bayramı münasibətilə təbrik edib.
“Bu gün hamınızı təbrik etmək istəyirəm, əziz həmvətənlərimizi, eləcədə etnik azərbaycanlı həmvətənlərimizi, bütün qardaşlarımızı və bacılarmızı, qardaşımız Azərbaycanda, Türkiydə, hər yerdə olan həmvətənlərmizi Novruz bayramı münasibətilə təbrik edirəm. Mən bu gün hamını təbrik etmək, vətəndaşlarımıza əmin-amanlıq, firavanlıq, daha çox bərəkət, xalqımıza daha çox sevinc, sabitlik və ən yaxşısını arzulayıram. Mən bunu həmvətənlərimizə arzulamaq istəyirəm. Mən Azərbaycanlı həmvətənlərimizə, çox zəhmətkeş insanlara, çox ziyalı insanlara böyük hörmət və məhəbbətimi ifadə etmək istəyirəm və bir daha qeyd etmək istəyirəm ki, sülh , firavanlıq, sevinç üçün ən yaxşı simvolik gün bu gündür. Bu gün ölkəmizə lazımdır və xalqımızın buna ehtiyacı var”, - Baş nazir İrakli Qaribaşvili bildirib.
“Qardaş xalqımızla birgə “Novruz bayramı”nda iştirak etmək və qeyd etmək mənim üçün böyük şərəfdir. Mən onları bir daha təbrik edirəm, sülh və firavanlıq arzulayıram.
2010-cu ildən Novruz Bayramı beynəlxalq gün elan edilib və bu il ənənəvi olaraq Kvemo Kartli regionunda çoxşaxəli proqramla qeyd olunub. Novruz “yeni gün” deməkdir və bu bayramda onlar yeni həyatı, yerin dirçəlişini qeyd edirlər” – Giorgi Doxturişvili, Kvemo Kartli üzrə dövlət nümayəndəsi.
Ölkənin və regionun birinci şəxsləri bayramla əlaqədar Marneulinin mərkəzi küçəsində təşkil olunmuş, etno guşədə, əl işləri sərgisində, müxtəlif idman və mədəni tədbirlərin keçirildiyi məkanda olublar.
Bayram proqramı çərçivəsində mərkəzi və yerli icra hakimiyyəti orqanlarının nümayəndələri rəmzi tonqal alovlandırıb, ictimaiyyəti Novruz bayramı münasibətilə şəxsən təbrik ediblər.
Marneulidə keçirilən tədbirdə Barışıq və Bərabərlik Naziri Tea Axvlediani, Hökumət Administrasiyasının Regional Əlaqələr Departamentinin rəhbəri Leri Barnabişvili, Kvemo Karti üzrə dövlət nümayəndəsinin birinci müavini Giorgi Şinjikaşvili və müavini İlia Jalaqania, Marneuli meri Kənan Ömərov, Marneuli şəhər şurasının sədri Amiran Qiorqadze , deputatlar Zaur Darğallı və Savalan Mirzəyev, Azərbaycanın ölkəmizdəki səfir Faiq Quluyev və “Sokar”ın Gürcüstan nümayəndəliyinin prezidenti Mahir Məmmədov iştirak ediblər.