სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მობილური იუსტიციის სახლი

17 მარტი 2023


„მობილური იუსტიციის სახლი“ ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას მოემსახურება.
 
 „მობილური იუსტიციის სახლი“ ქვემო ქართლის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მცხოვრებ 23 000-მდე  მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის.
 
„მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობას მიაწოდა.

 მომსახურების გაცემის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე პირადად დააკვირდნენ და მოქალაქეებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრნენ.

,,დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი, ადგილობრივ მოსახლეობას, მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს და გაუმარტივებს საჭირო სერვისების მიღების შესაძლებლობას. „მობილური იუსტიციის სახლი“ 23 000-მდე მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის. დღეს კი პირველი სერვისი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობამ მიიღო" - გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული.
 
„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის  რეგიონებს მოიცავს.
 
„მობილური იუსტიციის სახლის“ 20 ავტომანქანა წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.

#ქვემოქართლისრეგიონი


  • მობილური იუსტიციის სახლი
  • მობილური იუსტიციის სახლი
  • მობილური იუსტიციის სახლი
  • მობილური იუსტიციის სახლი
  • მობილური იუსტიციის სახლი
  • მობილური იუსტიციის სახლი
  • მობილური იუსტიციის სახლი
  • მობილური იუსტიციის სახლი
  • მობილური იუსტიციის სახლი
  • მობილური იუსტიციის სახლი