სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა მუღანლოში

24 იანვარი 2023


გიორგი დოხტურიშვილმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, გარდაბანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუღანლოს დასახლებაში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

მუღანლოს დასახლებაში, პირველად მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა. 2023 წლის თებერვლის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობისათვის მრავალწლიანი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება და 6000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისაგელებს.

პროექტი მასშტაბურია და ჯამში 5 998 000 ლარს შეადგენს.

 ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის ჩართულობით, მუღანლოს დასახლებაში მოწესრიგდება და მოეწყობა სანიაღვრე და სარწყავი სისტემები.

მოსახლეობასთან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი, დავით კიკოლაიშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, აკაკი მშვიდობაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#ქვემოქართლისმხარე

Giorgi Doxturişvili Qardabanidə yerli sakinlərlə işgüzar görüşdə cari və gələcək layihələri müzakirə edib.

Qardabni bələdiyyəsində, Sartıçal kənd inzibati ərazi vahidində, Muğanlo qəsəbəsində Gürcüstanın Birləşmiş Su Təchizatı Şirkəti su təchizatı sisteminin bərpası və tikintisi layihəsini həyata keçirir.

Əhalinin istəkləri nəzərə alınaraq Muğanlo qəsəbəsində ilk dəfə olaraq su xətti təşkil olunacaq. 2023-cü ilin fevral ayında yerli əhalinin çoxillik problemi nəhayət həll olunacaq və 6000 benefisiar 24 saat su ilə təmin olunacaq.

Layihə irimiqyaslıdır və ümumi dəyəri 5.998.000 laridir.

 Kvemo Kartli meliorasiya xidmətinin cəlb edilməsi ilə Muğanlo qəsəbəsində drenaj və suvarma sistemləri təşkil olunacaq.

Əhali ilə görüşdə Kvemo Kartlidə dövlət müvəkkilinin müavini, İlia Jalagania, Qardabani meri, Davit Qarqarateli, Rustavi və Qardabaninin 10 icmasının majoritar deputatı, İrakli Şatakişvili, Qardabani sakrebulosunun sədri, Mixeil Qedexauri, Kvemo Kartli melioracia xidmətinin direktoru, Davit Kikolaişvili, su təchizatı kompaniyasının direktor müavini, Akaki Mşvidobadze və yerli hakimiyyət nümayəndələri iştirak etmişdir.


  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში
  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში
  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში
  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში
  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში
  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში
  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში
  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში
  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში
  • სამუშაო შეხვედრა მუღანლოში