სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები

23 დეკემბერი 2022


ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილითან ერთად მოინახულა.

ვიზიტის ფარგელბში რუსთავის, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული პროექტების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ქალაქ რუსთავში რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ და კლდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს სამუშოები, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერს და აშენდება მედიათეკა.

სამუშაოების დასრულების შემდგომ შემოიღობება სკვერი, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, საფეხმავლო და ველობილიკი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ მინი სტადიონსა და საკალათბურთო მოედანს, მოეწყობა გარე განათების სისტემა, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები.

გარდა ამისა, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს კონსტიტუციის, ქაშაკაშვილისა და მშენებელთა ქუჩებზე.

აღნიშნული პროექტები ფინანსდება, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ისე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღთაკლიაში, შიდა გზების  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის 60% უკვე დასრულებულია და საერთო ჯამში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 5000-მდე მეტრის გზა.

????ბოლნისის მუნიციპალიტეტში ასევე აქტიურ ფაზაშია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სიონისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების და შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტების დასრულების შემდგომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და ორივე პროექტით, ჯამში 8 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

რწმუნებულთან და მინისტრის მოადგილესთან ერთად, პროექტები მოინახულეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და სხვა ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებმა.

#ქვემოქართლისმხარე


  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები
  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები
  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები
  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები
  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები
  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები
  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები
  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები
  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები
  • ქვემო ქართლის იმფრასტრუქტურული ფროექტები