Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
19 დეკემბერი 2022
ქალაქ თეთრწყაროსა და მუნიციპალიტეტში შემავალ 15 სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული.
სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია და პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება.
პროექტის ფარგლებში 2023 წელს წყალი სოფლებში ეტაპობრივად გაეშვება და 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას.
ქალაქ თეთრწყაროსა და მუნიციპალიტეტში შემავალი 15 სოფლის ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 75 მლნ. ლარია.