Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
06 დეკემბერი 2022
დამოუკიდებლობის სკვერის გახსნას გიორგი დოხტურიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად დაესწრო.
დიდების ხეივნის სახელით ცნობილ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში აღდგენილია სკვერში არსებული, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა დროს დაღუპულ გმირთა ყველა მემორიალი.
დამოუკიდებლობის სკვერის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ასევე მწუხარება გამოხატეს უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
დამოუკიდებლობის სკვერი, 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება და გრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა, მეორე მსოფლიო ომში, ასევე სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ჯარისკაცების და 9 აპრილის მემორიალებით. გმირთა მემორიალების გარდა, საფეხმავლო და ველობილიკი, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი, რუსთავის მერიის და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.
დამოუკიდებლობის სკვერის გახსნას ადგილობრივ მცხობვრებლებთან ერთად, ასევე რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ციბაძე ესწრებოდნენ.