საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
09 ნოემბერი 2022
Ge • Az
მარნეული 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს
გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთან, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატთან, ზაურ დარგალთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტის ფარგლებში 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური და ახალი წყლის რეზერვუარები.
პარალელურად გრძელდება წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშოები.
სამუშაოები 4 დამოუკიდებელ ლოტად ხორციელდება და ეტაპობრივად, 15 თვის განმავლობაში დასრულდება.
შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 22.000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ამასთანავე, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
სამუშაო ვიზიტს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილეები ესწრებოდნენ.
________
Marneuli 24 saatlıq fasiləsiz su təchizatından faydalanacaq
Qiorqi Doxturişvili, Marneuli Munisipalitetinin meri Kənan Ömərov, Marneuli-Qardabaninin majoritar deputatı Zaur Darğallı və Birləşmiş Su Təchizatı Kompaniyasının direktoru Aleksandre Tevdoradze ilə birlikdə, tikinti işlərinə baş çəkdilər.
Layihə çərçivəsində, 24 saatlıq fasiləsiz su təchizatının təmin edilməsi məqsədilə, su təchizatı şəbəkəsi tamamilə yenilənəcək, müasir nasos stansiyası və yeni su rezervuarları təşkil olunacaq.
Bununla yanaşı, kanalizasiya şəbəkəsinin tikinti işləri davam etdirilir.
İşlər 4 müstəqil mərhələdə aparılır və 15 ay ərzində,.
mərhələli şəkildə başa çatdırılacaq.
Nəticədə Marneuli Munisipalitetinin 22.000 benefisiarı 24 saatlıq su təchizatı ilə təmin olunacaq.
Eyni zamanda, ətraf mühitə təsirin azaldılması məqsədilə beynəlxalq standartlara uyğun, müasir tipli kanalizasiya təmizləyici qurğunun tikintisi davam etdirilir. Tikinti, beynəlxalq tenderdə qalib gələn şirkətlər tərəfindən həyata keçirilir.
Layihəyə, Asiya İnkişaf Bankının dəstəyi ilə 135 mln. laridən çox vəsait xərclənəcək.Nəticədə Marneuli Bələdiyyəsinin 22 min benefisiarı 24 saat su ilə təmin olunacaq.
İşgüzar səfərdə Kvemo Kartli üzrə dövlət nümayəndəsi Qiorqi Doxturişvili ilə birlikdə, yerli özünüidarəetmənin nümayəndələri və Birləşmiş Su Təchizatı Kompaniyasının direktor müavinləri iştirak edirdilər.