სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავის N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია

01 ნოემბერი 2022


რუსთავის N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესს გიორგი დოხტურიშვილი ადგილზე გაეცნო.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ლევან სუხიტაშვილთან ერთად N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა, რომელსაც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

N22 საჯარო სკოლის პროექტი მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწო და 2023 წლის დასაწყისში დასრულდება მისი საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა.

 N22 საჯარო სკოლის პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება შენობის სახურავი, კიბის უჯრედი და მე-3 და მე-4 სართულები: გარემონტდება სასწავლო სივრცეები, სველი წერტილები და დერეფნები; გამოიცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი; მოეწყობა ელექტრო გაყვანილობის ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის ახალი სისტემა.

N18 საჯარო სკოლის პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება შენობის ორივე კორპუსს: რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი; იცვლება წყალსაწრეტი მილები; რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები; ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა; იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი; სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის; სკოლის შიდა ეზოში დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სარეკრეაციო გამწვანებული სივრცე.

N18 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწო და 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.

ორივე სკოლაში სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.

რუსთავის N22 საჯარო სკოლის განახლებული სივრცეებით სკოლის 1500-მდე მოსწავლე და 90 თანამშრომელი ისარგებლებს, ხოლო N18 საჯარო სკოლის სრულად რეაბილიტირებული სივრცეებით სკოლის 1017 მოსწავლე და 89 თანამშრომელი ისარგებლებს.

რეაბილიტაციის მიმდინარეობის პერიოდში N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰიბრიდული სწავლების მოდელით სარგებლობენ, ხოლო N18 საჯარო სკოლის მოსწავლეები რუსთავის N10 და N13 საჯარო სკოლებში აგრძელებენ სასწავლო პროცესს.

სამუშაო შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, ქალაქ რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი ესწრებოდნენ.


  • რუსთავის N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია
  • რუსთავის N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია
  • რუსთავის N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია
  • რუსთავის N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია
  • რუსთავის N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია
  • რუსთავის N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია
  • რუსთავის N22 და N18 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია