Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
13 ოქტომბერი 2022
გიორგი დოხტურიშვილი, თეთრიწყარო - ბოლნისის 6 კილომეტრიანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების, ტოფანი-დაღეთის გზის ტერიტორიაზე და გაივლის დისველის, დაღეთისა და სამშვილდის სოფლებს. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია 6 კილომეტრიან გზას ჩაუტარდა.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტების საგზაო ინფრასტრუქტურას.
ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებისთვის, რეგიონის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში კვლავ აქტიურად გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პავლე გამყრელიძესთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო.