A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

დიდგორობა 2022 | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

დიდგორობა 2022

12 აგვისტო 2022


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, გიორგი დოხტურიშვილი „დიდგორობა 2022“-ს დაესწრო.

,,ყოველ წელს, ქართველი ერი პატივს მიაგებს ისტორიაში ,,ძლევაი საკვირველის" სახელით შესულ ბრძოლაში, სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლ მამულიშვილებს.

12 აგვისტო ქართველი ხალხისთვის სწორედ, რომ ერთიანობის მაგალითია. ამ გამარჯვებით საქართველომ რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი საბოლოოდ დაიმკვიდრა და საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და რელიგიურ აღორძინებას დასაბამი მისცა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდგორობას და თითოეულ ადამიანს გიწვევთ დიდგორობისადმი მიძღვნილ ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე“ - გიორგი დოხტურიშვილი.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოჩენილი სიმამაცისთვის, მედალი „დიდგორის ჯვარი“გადასცა:

პოლკოვნიკ - ოთარ დოლიძეს;

მასტერ სერჟანტს - გენრი სიმსივეს;

სერჟანტ - ალექსანდრე ქოთოლაშვილს.

ტრადიციულად, წელსაც, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით დიდგორობის დღესასწაული დიდგორის ველზე, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, მათთვის დამახასიათებელი კულინარიითა და ფოლკლორით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სახალხო დღესასწაულს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, თეთრიწყაროს მერი, გიორგი წიკლაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

#საქართველოსმთავრობა

#დიდგორობა2022

#ქვემოქართლისმხარე


  • დიდგორობა 2022
  • დიდგორობა 2022
  • დიდგორობა 2022
  • დიდგორობა 2022
  • დიდგორობა 2022
  • დიდგორობა 2022
  • დიდგორობა 2022
  • დიდგორობა 2022
  • დიდგორობა 2022
  • დიდგორობა 2022