სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მუნიციპალიტეტების მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა

26 ივლისი 2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კონკრეტული ინიციატივები დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო და აღნიშნა, რომ ინიცირებული პროექტბი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება როგორც უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით. დაგეგმილი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების აღმოფხვრას გულისხმობს“-გიორგი დოხტურიშვილი.

სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებისთვის სამომავლო გეგმის დასახვა იყო. სახელმწიფო რწმუნებულმა თითოეული მუნიციპალიტეტის არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა, პრიორიტეტული საკითხები განიხილა და მათი გადაჭრის გზები მერებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დასახა.

გიორგი დოხტურიშვილმა, სიტყვით მიმართვის დროს, მერის წარმომადგენლებს გააცნო რეგიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები და უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. უმნიშვნელოვანესია, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხი, რომელში ჩართულობაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხელს შეუწყობს რეგისტრაციის პროცესს.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო ფორმატის შეხვადრა მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

#ქვემოქართლისმხარე
#საქართველოსმთავრობა 

  • მუნიციპალიტეტების მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა