A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

13 ივლისი 2022


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

„დღეს გვქონდა შესაძლებლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზურაბ პატარაძესთან ერთად შევხვედროდით. ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლის  რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და დამეგობრობის საკითხებზე  ვისაუბრეთ.

ჩვენ მეგობრობისა და თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაქვს. ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სექტორული კავშირების გაფართოება, სამომავლო  ურთიერთთანამშრომლობა და მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება.

მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს მასპინძლობისთვის. 

მოხარული ვიქნები, თუკი რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს და ჩვენს ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობებს გავაღრმავებთ“.

გიორგი დოხტურიშვილთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რუსთავის საკრებულოს წევრი და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები იმყოფებიან.


  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა