Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
06 ივლისი 2022
პოლონეთის რესპუბლიკის, სილეზიის მხარის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ტომაშ ზიავიონი ოფიციალური ვიზიტით ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი დოხტურიშვილს ეწვია.
სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორ რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
ქალაქ ჩერვიონკა ლეშჩინსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც ქალაქების დამეგობრება და სოციალურ-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაა.
შეხვედრის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციამ მოინახულა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანი.
დელეგაციის წევრები გაეცნენ ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკურ და ბიზნეს შესაძლებლობებს.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორული კავშირების გაფართოება, რაც ორ რეგიონს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან ერთად მოვინახულეთ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულში შეტანილი Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანი, რომელიც 560 მ2-მდე მიწის ნაკვეთზე, კავკასიის მთების ძირში, ძველი თბილისიდან 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს.
ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ორ რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობასა და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე ორივე მხრიდან მზად ყოფნის გამოთქმა”- გიორგი დოხტურიშვილი.
მოედანი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, ნიკა კობახიძემ და ილია ჯალაღანიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრმა მამუკა ხელაიამ, პოლონეთში სილეზიის მხარის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის დელეგაციის წევრებმა, კრისტოფ სტრუპიეხოვსკიმ და ვახტანგ ჯაყელმა, ასევე გოლფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ შათაშვილმა მოინახულეს.
#ქვემოქართლისრეგიონი
#გარდაბნისმუნიციპალიტეტი
#პოლონეთისრესპუბლიკა
#სილეზიისსავაჭროსამრეწველოპალატა