სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მარნეულში მომხდარი შემთხვევა

27 ივნისი 2022


Ge • Az

????,,მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მარნეულში მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები და დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით მათ ოჯახებში მივიდნენ.

უბედური შემთხვევისთანავე, ადგილზე, დაუყოვნებლივ მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს, შექმნილია საქმის შემსწავლელი კომისია, დღესვე მივმართავთ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს, რათა შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დროულად მივიღოთ დასკვნა.

გთხოვთ, მომხდართან დაკავშირებით მოსახლეობას მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია, გავითვალისწინოთ შექმნილი რთული ვითარება და პატივი ვცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

შეგახსენებთ და აქვე დავაზუსტებ, რომ მერიაში შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით განცხადება შესული არ ყოფილა“

გიორგი დოხტურიშვილი - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

????ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნგრევის შედეგად მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მარნეულის მერთან კენან ომაროვთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

????შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ნაწილი დროებით გადაყვანილია სასტუმროში. მათ ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს მერია. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილზე მოინახულა დაზარალებულები და მათი საჭიროებები მოისმინა.

????გიორგი დოხტურიშვილი ასევე იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევის გამო დაშავებული ორი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

????“Marneulidə baş vermiş faciə ilə bağlı dərin hüznümü bildirmək və həlak olanların ailələrinə və yaxınlarına başsağlığı vermək istəyirəm.

Ötən gecə Meriya və Sakrebulo nümayəndələri gecə boyu hadisə yerində olub və zərərçəkənlərə kömək etmək üçün onların ailələrinin yanına gediblər.

Qəzadan dərhal sonra hadisə yerinə təcili tibbi yardım briqadası gəlib və yaralılar tibb müəssisəsinə aparılıb.

Hadisə üzrə istintaq aparılır, işi araşdıran komissiya yaradılıb, elə bu gün Samxarauli Ekspertiza Bürosuna müraciət edəcəyik ki, binanın qəzalı olub-olmadığına dair vaxtında rəy alaq.

Xahiş edirəm, baş vermiş hadisə ilə bağlı əhaliyə düzgün məlumat verəsiniz, yaranmış çətin vəziyyəti nəzərə alaq və mərhumların ailə üzvlərinə hörmətlə yanaşaq.

Xatırladıram və elə buradaca dəqiqləşdirirəm ki, binanın qəzalı olduğu ilə bağlı Meriyaya müraciət daxil olmayıb”.

????Giorgi Doxturişvili - Kvemo Kartlidəki dövlət nümayəndəsi

Kvemo Kartlidəki dövlət nümayəndəsi Giorgi Doxturişvili Marneuli meri Kənan Ömərov, Sakrebulo sədri Amiran Qiorqadze, Parlamentdə Marneulinin və Qardabaninin majoritar deputatı Zaur Darğallı və yerli hakimiyyətin nümayəndələri ilə Marneuli bələdiyyəsində yaşayış binasının eyvanının uçması nəticəsində baş vermiş bədbəxt hadisə ilə bağlı işgüzar görüş keçirib.

????Əhalinin bir hissəsi müvəqqəti olaraq hadisə yerindən otelə köçürülüb. Onlar tam şəkildə Meria tərəfindən maliyyələşdirilir. Səfər zamanı dövlət nümayəndəsi zərərçəkmişlərə yerində baş çəkib, onların ehtiyaclarını dinləyib.

Giorgi Doxturişvili yaralıların müalicə olunduğu tibb müəssisəsinə də baş çəkib. Xatırladaq ki, bədbəxt hadisə nəticəsində xəsarət almış iki azyaşlı uşağın sağlamlığı üçün təhlükə yoxdur və onlar həkimlərin nəzarəti altında qalırlar.


  • მარნეულში მომხდარი შემთხვევა
  • მარნეულში მომხდარი შემთხვევა
  • მარნეულში მომხდარი შემთხვევა
  • მარნეულში მომხდარი შემთხვევა
  • მარნეულში მომხდარი შემთხვევა
  • მარნეულში მომხდარი შემთხვევა
  • მარნეულში მომხდარი შემთხვევა
  • მარნეულში მომხდარი შემთხვევა